Rchevebi Qals Kacisgan / რჩევები ქალს კაცისგან

Rchevebi Qals Kacisgan / რჩევები ქალს კაცისგან





ძალიან საჭირო და საინტერესო რჩევები ზოგადად ქალებს კაცებისგან . წაიკითხეთ, გაითვალისწინეთ , ყველა თუ არა რამდენიმე პუნქტი მაინც








1. იატაკი ტანსაცმლის შესანახად საკმაოდ მოსახერხებელი ადგილია და ამაზე ნუ შემეკამათები.

2. არასოდეს დაგვაძალოთ მაღაზიაში რაიმეს საყიდლად წასვლა. სულერთია იმას მაინც არ ვიყიდით რაც თქვენ გინდათ.

3. როდესაც ერთად ვუყურებთ ტელევიზორს, ჩემთან ჩახუტება სრულიად დასაშვებია _ ამ დროს ეკრანს არ ეფარებით. კოცნა მხოლოდ ტაიმ-აუტების და რეკლამების დროს. კითხვები კი ყველა შემთხვევაში ჯობია ისე დასვათ, რომ მე გონების დაძაბვის გარეშე შემეძლოს “კი” ან “არა” პასუხის გაცემა.


4. როდესაც ჩვენ ერთად ვუყრებთ შენ საყვარელ ქალურ ტელე-შოუს და მე რეკლამის დროს სხვა არხზე გადავრთავ, არ ღირს ჩემთვის იმის თქმა რო უკან გადმოვრთო, იმიტომ რომ რეკლამა უკვე დამთავრდა _ მე ხომ უკეთესად ვიცი როდის მთავრდება რეკლამა?!

5. თუ სარეცხვის რეცხვაში დახმარება გჭირდება მე მზად ვარ მოგეხმარო ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმლის სააბაზანოში გამოტანით, დანარჩენი კი უკვე შენი საქმეა, მე კი მეჩქარება _ სავარძელს უნდა დავუბრუნდე.

6. მე თუ შემთხვევით წამომცდა, რომ ჩემ რომელიმე მეგობარს რაღაცის უფლება აქვს, არაა საჭირო მაშინვე მის ცოლთან გადარეკვა და ამის “განხილვა”.

7. თუ არ მოგწონს ჩემი მანქანის მართვს მანერა, თვალები დახუჭე და ნუ კივიხარ ეგრე, თორე ერთხელაც რამეს შევეჯახები და შენი ბრალი იქნება.

8. მე მაღაზიაში ტანსაცმლის საყიდლად დავდივარ და არა იმის სანახავად თუ როგორ გამოიყურება.

9. თუ გინდა, რომ რამე განსაკუთრებული ჩავიცვა, მითხარი ეს მანამ სანამ რამე სხვას ჩავიცვამდე.

10. არ მკითხო უხდება თუ არა პომადის ეგ ფერი შენ ფეხსაცმელებს, სულერთია კაი არაფერი თავში მაინც არ მომივა აზრად. უკეთესი იქნება თუ წავალ და ტელევიზორს ვუყურებ მანამ სანამ შენ ამდენ ხანს იცვამ.

11. თუ გინდა რომ უნიტაზს თავსახური დავაფარო როდესაც ჩემ საქმეებს მოვრჩები, მაშინ სამართლიანობისთვის, შენ მისი ღიად დატოვება მოგიწევს. და ნუ მიტრაკებ ვეჩნად იმაზე რო ყოველთვის ვერ ვუმიზნებ უნიტაზს და გვერდზე ვაფსამ _ რას უნდა ელოდე ორგანოსგან, რომელსაც თავისი ტვინი აქვს?!

12. როდესაც გეუბნები “მორჩი ტელეფონზე ლაყბობას” ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველა შენი შტერული კითხვით ჩემზე უნდა გადმოერთო. მე სულაც არ მიგულისხმია რომ მოვიწყინე და შენთან მინდა ლაპარაკი.

13. მანქანა თუ ჩაქრება არაა აუცილებელი ვინმეს დაძახება დასახმარებლად. თვითნაც კარგად გავერკვევი. ვინმე თუ თვითონ მოვა დასახმარებლად, დავსხდებით, ლუდს დავლევთ. შენ კიდე არ უნდა დაგვაჩქარო, იმიტომ რომ საქმეს სიჩქარე არ უყვარს _ უნდა დაჯდე, დაფიქრდე, გაერკვე.

14. თუ ცუდად ვარ, ლოგინში ვაგდივარ და ვკვნესი, დამიჯერე, შენ ასე არასოდეს გაციებულხარ, ასე რომ იყავი ჩემთან თბილი და ალერსიანი და არ მითხრა რომ ეს იმის ბრალია, რომ გუშინ დილის 5 საათზე გაგლეჯილი მთვრალი მოვედი დაბადების დღიდან _ შენ ამას ვერ გაიგებ.

15. არასოდეს მკითხო რაზე ვფიქრობ. პასუხი მარტო შეიძლება იყოს: სექსი, ან სპორტი. თუმცა ასეთი შემთხვევებისთვის კიდევ რამე მაქვს მოსაფიქრებელი.

16. როდესაც მე მეგობრებთან ერთად ვსვამ ლუდს და ვამბობ “კიდევ ერთი დავლიოთ და დავიშალეთ” მე მართლა ამას ვგულისხმობ. მერე რა რომ ამის თქმა საღამოს განმავლობაში 20ჯერ შემიძლია?! და რატომ უნდა დავრეკო სახლში და გაგაფრთხილო როდის მოვალ? არც ის მესმის რატო ჩაკეტე საძინებლის კარი როდესაც მე დავბრუნდი. კავშირს ვერ ვხედავ.

17. თუ უცნობ ადგილას დავიკარგეთ, რა საჭიროა გამვლელებისთვის გზის კითხვა? გზა მეც მშვენივრად ვიცი. მერე რა რომ ამ სახლის წინ უკვე მეოთხედ გავიარეთ?! დამიჯერე 10 წუთში დანიშნულების ადგილას ვიქნებით.

18. არ მკითხო მომეწონა თუ არა ეს ფილმი. ფილმის ბოლოს თუ ტირიხარ მე აშკარად არ დამევასა.

19. მე ვფიქრობ რომ ეხლა კარგად გაცვია. 5 წუთის წინაც კარგად გეცვა. ორივე წყვილი ფეხსაცმელი გიხდება. ქამრითაც და უქამროდაც კარგად გამოიყურები და თმაც კარგად გაქვს… ბოლოსდაბოლოს გავალთ?!

20. თუ დილას და საღამოს ვხედავთ ერთმანეთს, მაშინ რაღა საჭიროა სამსახურში რომ მირეკავ?!

21. კიდევ ერთხელ გიმეროებ: არ მკითხო რაზე ვფიქრობ. ჯობია არ იცოდე.

22. სიჩუმე არაა აუცილებელი “ჩვენს შესახებ” ლაპარაკით, ან ურთიერთობების გარჩევით დაარღვიო. მე უბრალოდ ჩუმად მინდა ყოფნა. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაც ისე არაა.

23. სხვათაშორის ყვავილებს ვრწყავ და წარმოდგენა არ მაქვს რატო გახმნენ… ყველაფერი ხდება.


მსგავსი სიახლეები:
  • Sasiyvarulo mesijebi / სასიყვარულო მესიჯები
  • Leksebi / ლექსები
  • Statusebi Siyvarulze / სტატუსები სიყვარულზე
  • 5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მა ...
  • statusi / სტატუსები
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა