Brdznuli Azrebi 1 / ბრძნული აზრები 1

Brdznuli Azrebi 1 / ბრძნული აზრები 1





ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები



სოფოკლე: ქვეყნად ესოდენ მრავალია არსი ძლიერი, ადამიანზე ძლიერი კი არაფერია.

ტალეირანი: ენა იმიტომ მიეცა ადამიანს, რომ თავისი აზრები დამალოს.

ეპიკურე: არსებობს მხოლოდ ერთი ზნეობა – სიმართლე და მხოლოდ ერთი უზნეობა – სიცრუე.

გოლბახი: ზნეობრიობა არის მეცნიერება ადამიანთა შორის ურითერთობის და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალეობის შესახებ.

ლაო ძი: ვინცა ბევრს მონაგრობს – ბევრს ზარალობს. ვინცა ბევრს იხვეჭს – ჭეშმარიტებას კარგავს. ვინცა მცირეს კმარობს – არასოდეს წაწყმდება, ვინცა ზიარებას მორჩილობს – უბედურებას ასცდება.

შექსპირი: ადამიანი ბუნებით თავისუფალი არსია – რკინის ბორკილშიც რომ იშვას, თავისუფალი კაცია.

ლესინგი: სიყვარულისთვის თანასწორობა ყველაზე მტკიცე საძირკველია.

ჭაბუა: კაცთა მოდგმის გარკვეულ ნაწილს განგება ახლის, კეთილის, მშვენიერის შექმნის ჟინს ანიჭებს და ეს ადამიანები შეადგენენ კაცობრიობის ნაღებს.

ჰორაციუსი: განერიდე იმას, რაც სხვაში არ მოგწონს.

კონფუცი: კეთილშობილმა ადამიანმა იცის თავისი უპირატესობა და ერიდება ჯიბრს, იგი არავისთან დავობს.

შოპენჰაუერი: ადამიანი გაურბის, იტანს ან უყვარს მარტოობა, იმის მიხედვით, თუ რამდენად ფასეულია მისი პირადი „მე“.

მონტესკიე: როცა მახვილოგონიერებას მისდევენ, ხშირად სიბრიყვეს იჭერენ.

ადისონი: მეგობართან საუბარი იგივეა, რაც ხმამაღლა ფიქრი.

დიდრო: თუ მიზანი არ არსებობს, არაფერს აკეთებ და, ვერ გააკეთებ ვერაფერს დიდებულს, თუ მიზანი უსუსურია.

ჰაიდეგერი: სანამ აზრებით არ შევიჭრებით იმაში, რაც არის, ვერასოდეს მივეკუთვნებით იმას, რაც იქნება.

რაბლე: ვინც მოთმინებას ფლობს, ის ყველაფერს მიაღწევს.

ზოლა: მრისხანება ყოველთვის ცუდი მრჩვეველია.

გოეთე: ყველაზე კარგი დედაა ის, ვისაც მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი შეცვლა შეუძლია.

ფრანსი: ამბობენ, რომ მე კარგად ვწერ. თუ ეს ნამდვილად ასეა, ამას ავხსნი იმით, რომ მე ბევრს ვუგდებდი ყურს ხელოსნებისა და უბრალო ხალხის წრიდან გამოსულ ადამიანთა ლაპარაკს. ენას ჩვენ ისინი გვასწავლიან და, პირიქით, მაღალი საზოგადოების ადამიანები და მასწავლებლები ხელოვნურ, ყალბ ენაზე ლაპარაკობენ.

პასკალი: საგნებს უამრავი თვისება აქვს, ხოლო სულს – უამრავი მიდრეკილება; ყველაფერი, რაც სულს ევლინება, რთულია და სულიც რთულია თავის ყველა გამოვლინებაში. აი, რატომაა, რომ ერთი და იგივე მოვლენა ჩვენ ხან ცრემლს გვაღვრევინებს, ხანაც ღიმილს მოგვგვრის.

ლაროშფუკო: თავის გასამართლებლად ხშირად ვცდილობთ, საკუთარი თავი დავარწმუნოთ იმაში, რომ ამა თუ იმ მიზნის მიღწევა ჩვენს ძალ-ღონეს აღემატება. თუმცა, სინამდვილეში, ძალა კი არ გვაკლია, არამედ ნებისყოფა.

პლატონი: არაკეთილსინდისიერი ორატორები ცუდის კარგად წარმოჩენისკენ ისწრაფვიან.

სვიფტი: ის, რომ ადამიანები ბოროტმოქმედები არიან, არასდროს მაოცებდა, მაგრამ, მათ რომ სირცხვილის გრძნობა არ აწუხებთ – ეს კი უცნაურია.

შოუ: თუ კაცმა 40 წლამდე ვერავინ შეიყვარა, სჯობს, არავინ შეიყვაროს.

რერიხი: სიხარული განსაკუთრებული სიბრძნეა.

ბალზაკი: კაცობრიობა ბედნიერი იქნებოდა, ყველა ქალი გათხოვილი რომ იყოს, ხოლო ყველა მამაკაცი – უცოლო.


მსგავსი სიახლეები:
  • Brdznuli Gamonatqvamebi / ბრძნული გამონათქვამები
  • Brdznuli Statusebi / ბრძნული სტატუსები
  • Brdznuli da Saxaliso Gamonatqvamebi / ბრძნული და სახალისო გამონათქვამები
  • Cnobili Adamianebis Brdznuli Gamonatqvamebi / ცნობილი ადამიანების ბრძნული გ ...
  • Brdznuli Gamonatqvamebi / ბრძნული გამონათქვამები
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა