Nikolo Makiaveli / მაკიაველი ნიკოლო დი ბერნარდო (1469-1527)

Nikolo Makiaveli / მაკიაველი ნიკოლო დი ბერნარდო (1469-1527)



1) იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ცენტრალიზებული აბსოლუტური სახელმწიფოსა და დიქტატორული ხელისუფლების მომხრე, მკვეთრად ილაშქრებდა სახელმწიფოს წარმოშობის თეოკრატიული იდეის წინააღმდეგ. მისმა მოძღვრებამ, რომელიც ამართლებს ყოველგვარ ძალადობას და მუხანათობას პოლიტიკაში, მიიჩნია რა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებებს, მაკიაველი უპრინციპო პოლიტიკოსობის სიმბოლოდ აქცია.


2) პოლიტიკური დოქტრინის მთავარი წარმომადგენელი. მაკიაველის უმნიშვნელოვანესი შრომებია „ხელმწიფე“ და „მსჯელობა ტ. ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ“. ადამიანის ბუნების შეფასებისას მაკიაველი პესიმისტია და მიაჩნია, რომ წარმატება „ღირსებასა“ და ბედის წყალობაზეა დამოკიდებული. მისთვის მნიშვნელოვანია ქმედითი რეალობა, რომელშიც სახელმწიფო ბატონობს. სახელმწიფო ცხოვრების უმაღლესი ღირებულებაა, ყოველივე მას უნდა დაექვემდებაროს და მის მიერ უნდა იყოს მართული. სახელმწიფოს ძლიერების მისაღწევად ნებისმიერი საშუალება გამოდგება, მათ შორის რელიგიაც. სახელმწიფოს შესახებ მაკიაველის თეორია „სახელმწიფოს ინტერესის“ დოქტრინის სახელით შევიდა ისტორიაში.

3) რენესანსის დროინდელი იტალიელი მოღვაწეითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამოდენიმე მეტოქე ქალაქ სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური კონფლიქტები. მისი წიგნი „მთავარი,“ (The Prince), რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1532 წელს გამოიცა, წარმოადგენს საკუთარი გამოცდილების და მის მიერ უძველესი ისტორიის შესწავლის ნაყოფს. მაკიაველი ამ ნაშრომში გვაძლევს რეალიზმის ერთ-ერთ დრომოუჭმელ ნორმას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს ხალხისადმი პასუხისმგებლობას, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მორალს, როგორც ეს კერძო ურთიერთობს შეეფერება. მაკიაველს სჯეროდა, რომ გრძნობების გარეშე, მორალზე დაუფუძნებლად მოქმედება არის წარმატების საწინდარი. ეს გაკვეთილი მან მისი ბატონის, ცეზარე ბორგიას ქმედებების შესაწვლისას შეიძინა. მაკიაველი თავის „მთავარში“ ქადაგებს, რომპასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს: საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგებლბობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მმართველს ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო მორალი. პოლიტიკაში ფუნდამენტური, უზენაესი ფასეულობა არის უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები და მორალი ემორჩილება სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის ის, რამაც უნდა მართოს საგარეო პოლიტიკა. მმართველების მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ყოველთვის იყოს უპირატესობის ძიებაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ინტერესები და უზრუნველყოს მისი გადარჩენა. მაკიაველის ნაშრომის მთავარი განმასხვავებილი ნიშანი ისიც არის, რომ იგი მმართველს აყენებს ხალხის და ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში. ის, რომ მმართველები უნდა იყვნენ როგორც ლომები (ძალა, ძლიერება) ასევე მელიები (ცბიერება) არის მაკიაველის რეალიზმის დედააზრი. მათ ეს ორივე თვისება სჭირდებათ რადგან მათი ხალხის ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია. ის ფაქტი, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და შესაბამისად სახელწიფოს ბედთან არის მაკიაველის, და საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოსაზრება.


მსგავსი სიახლეები:
  • Mkitxaoba / მკითხაობა
  • Ilia Chavchavadze / ილია ჭავჭავაძე
  • Aleqsandre Makedoneli / ალექსანდრე მაკედონელი
  • Davit Agmashenebeli / დავით აღმაშენებელი
  • Vaxtang Gorgasali / ვახტანგ გორგასალი
  • Fsiqologia - Ganwyobis Teoria / ფსიქოლოგია– განწყობის თეორია
  • Qalishvilobis Dakargva / ქალიშვილობის დაკარგვა
  • Cnobili Adamianebis Brdznuli Gamonatqvamebi / ცნობილი ადამიანების ბრძნული გ ...
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა