Mefe Bagrat me-3-e / მეფე ბაგრატ III

Mefe Bagrat me-3-e / მეფე ბაგრატ III


გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე , მან დაასრულა საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლა და ის ჩაუდგა სათავეში პირველად გაერთიანებული საქართველ ლაშქარს .


ბაგრატ მესამე მოღვაწეობდა 960-1014, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. იმეფა 975 წლიდან 1014 წლამდე .

978 დავით III-მ და იოანე მარუშისძემ ბაგრატ III აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) გაამეფეს. 980, როცა სრულწლოვანი გახდა ბაგრატ III-მ ხელში აიღო სამეფოს მართვა-გამგეობა. მისი უმთავრესი ამოცანა ქვეყნის გაერთიანება იყო. ამ ამოცანის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენას და დიდებულ აზნაურთა ნაწილს. გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილმა ფეოდალებმა ბაგრატ III-ის ქართლში გაბატონებისთანავე მოიშველიეს კახეთის სამეფოს ლაშქარი, შეიპყრეს ბაგრატ III-ის დედ-მამა, მაგრამ დავით III-ის ენეგრიული ჩარევის შედეგად რეაქციონერ ფეოდალთა ეს გამოსვლა მარცხით დამთავრა. 80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III-მ დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა. 989 ბაგრატ III-მ დაამარცხა გაერთიანების პოლიტიკის მოწინააღმდეგე კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო.
1001, როცა გარდაიცვალა დავით III, მისი სამფლობელოს უდიდესი ნაწილი ტაოში ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ დაიკავა. ბაგრატ III-ისა და გურგენის ცდა, დაუფლებოდნენ დავით III-ის მემკვიდრეობას, უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგში ეს ტერიროტია საქართველოსა და ბიზანტიას შორის ცილობისა და ომების ობიექტი იყო. 1008, გურგენ მეფეთა მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამ დროიდან ბაგრატ III "აფხაზთა და ქართველთა მეფის" ტიტულს ატარებდა. 1010 ბაგრატ III-მ დაიკავა კახეთ-ჰერეთი. ამრიგად, საქართველოს სამეფოს ფარგლებს გარეთ რჩებოდა თბილისის საამირო და იმიერ ტაო. მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანის) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატ III-მ აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტერთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა.
გაერთიანებისა და ერთმეფობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში ბაგრატ III ზოგჯერ უკიდურეს ღონისძიებებსაც მიმართავდა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი, ბაგრატ არტანუჯელის ძენი, სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში დაამწყვდია, სადაც გარდაიცვალნენ 1012. კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიც პატიმრობაში დაიხოცნენ. ბაგრატ III ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო. ის მიიწრაფოდა ერთმმართველი შეუზღუდველი ხელისუფლებისაკენ, წინანდელ მემკვიდრეობით მფლობელებს ყველგან მეფის მოხელე ერისთავებით ცვლიდა. ბაგრატ III-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. ბაგრატ III-ის დროს აგებულ იქნა ქართული არქიტექტურული ცნობილი ძეგლები - ბედიის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი (ქუთაისში), ნიკორწმინდა და სხვა ტაძრები. XI საუკუნის მემატიანე ბაგრატ III-ს "დიდ მეფეს" უწოდებს. გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში. დასაფლავებულია ბედიაში.


მსგავსი სიახლეები:
  • Kulinaria / კულინარია
  • Ilia Chavchavadze / ილია ჭავჭავაძე
  • Aleqsandre Makedoneli / ალექსანდრე მაკედონელი
  • Davit Agmashenebeli / დავით აღმაშენებელი
  • Uiliam Sheqspiri / უილიამ შექსპირი
  • saintereso Faqtebi III / საინტერესო ფაქტები III
  • Vaxtang Gorgasali / ვახტანგ გორგასალი
  • Saqartvelos Latariis Kompania - Bolo Gatamashebis Shedegebi / საქართველოს ლ ...
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა