Chekebis Gatamasheba / ჩეკების გათამაშება » DAIKIDE.NET - leqsebi, tortebi, kabebi, kulinaria
DAIKIDE.NET - Statusebi , Tamashebi , Prikolebi
ავტორიზაცია
შესვლა საიტზე
მომხმარებლის სახელი :
პაროლი :

პაროლის აღდგენა
რეგისტრაცია
მთავარი მთავარი გვერდი ლექსიკონი ლექსიკონი ჰოროსკოპი ჰოროსკოპი Flash Games Flash games რეკლამა რეკლამა კონტაქტი კონტაქტი RSS 2.0
DAIKIDE.NET - leqsebi, tortebi, kabebi, kulinaria » სხვადასხვა » Chekebis Gatamasheba / ჩეკების გათამაშება
19-04-2012, 20:43 - (სხვადასხვა)
Chekebis Gatamasheba / ჩეკების გათამაშება



18 აპრილიდან დაიწყო უპრეცედენტო გათამაშება რომელსაც შემოსავლების სამსახური ატარებს. ჩეკების გათამაშების ძირითადი მიზანი არის მომხმარებელთა აქტიურობა ჩეკის ამორტყმის დროს , თქვენ უკვე დაინტერესებული იქნებით რომ ჩეკი ამოგირტყან როდესაც რამე პროდუქტს ყიდულობთ . ეს პირდაპირ იმოქმედებს მეწარმეთა გადასახადებზე, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტში შევა . ეს გათამაშება 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება გათამაშების მიმდინარეობის განმავლობაში, მოგების სახით, სულ 9 მილიონი ლარი გაიცემა ...



„ჩეკების გათამაშებაში“ ჩართვისათვის საჭიროა ნებისმიერი შესყიდვის დროს მოითხოვოთ ჩეკი, ხოლო შემდეგ მარტივად გადაამოწმოთ, გახდით თუ არა იღბლიანი ქვითრის მფლობელი.

შემოსავლების სამსახურმა ჩეკების მომგებიანობის შემოწმების სამი მეთოდი შეიმუშავა. გათამაშების მონაწილეს შეუძლია, ისარგებლოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე - www.rs.ge - ზე მოცემული სპეციალური ფორმით, ასევე გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილური ოპერატორების ( ჯეოსელი, მაგთი) დახმარებით და ისარგებლოს სწრაფი გადახდის აპარატებით ( TBC pay da NOVA).
მომგებიანობის გადასამოწმებლად, საჭიროა, ჩეკის ორი უნიკალური (ექვსნიშნა და რვანიშნა) კოდის შეყვანა ვებ - გვერდსა და სწრაფი გადახდის აპარატებში, სპეციალურად შექმნილ გრაფებში, ან კოდის გაგზავნა SMS - ით ნომერზე *200#. ორივე აღნიშნული კოდი 14 ციფრისგან შედგება.

მოგებული თანხის მიღება შესაძლებელია "ლიბერთი ბანკის", "კორსტანდარტ ბანკის", "პრივატ ბანკის" ან "ბაზის ბანკის" ნებისმიერ ფილიალში, მოგებიდან 30 დღის განმავლობაში.

10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები გაიცემა აღნიშნული ბანკების ცენტრალურ ფილიალებში. მომგებიანი ჩეკის მფლობელებმა, სავალდებულოა, თან იქონიოს ჩეკი და პირადობის მოწმობა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 10 000 და 50 000 ლარიანი მოგებების მფლობელებს არ დაუკავდებათ საშემოსავლო გადასახადი. შესაბამის თანხას გადაიხდის თავად შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურს, „ჩეკების გათამაშებაში“ პარტნიორობას, ზემოთ ჩამოთვლილ ბანკებთან ერთად, საქართველოს ლატარია გაუწევს. საქართველოს ლატარიამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხდება მომგებიანი ჩეკების გამოვლენა.

„ჩეკების გათამაშების“ პარალელურად, 18 აპრილიდან, იმუშავებს ცხელი ხაზი, ნომრით - 2 421 200. ასევე, გათამაშების განმავლობაში ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ "ფეისბუქის" საშუალებით. ამ პროექტისთვის შექმნილი გვერდი, „ჩეკების გათამაშება“, ხვალიდან ამოქმედდება.

საზოგადოება "ჩეკების გათამაშების" ამსახველ ვიდეორგოლს, ხვალიდან, ტელევიზიის საშუალებით იხილავს.


Chekebis Gatamasheba / ჩეკების გათამაშება







მნიშვნელოვანი ტეგები: ჩეკების გათამაშება, ჩეკების ლატარია, ჩეკები, chekebis gatamasheba, chekebis lataria, gatamasheba, chekebi












გადმოწერა :

გადმოიწერე 3 : Chekebis Gatamasheba / ჩეკების გათამაშება





 (ხმების რაოდენობა #: 56)
ავტორი: Danke

მსგავსი სიახლეები


კომენტარის გაკეთება
კომენტარების დასასრული

პოპულარული სიახლეები
კალენდარი
«    ივნისი 2013    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
რეკლამა
MzaSaitebi.Com    

Designed by MiCRON © 2011
© 2011 Copyright, DAIKIDE.NET
რეკლამა - 468x60