ფენოვანი ხაჭაპური / Fenovani Xachapuri

ფენოვანი ხაჭაპური / Fenovani Xachapuri


ამ სტატიაში შეიტყობთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ ფენოვანი ხაჭაპური სახლის პირობებში . ჩვეულებრივი ხაჭაპურისგან განსხვავებით მისი მომზადების დროს ბევრი სპეციფიური დეტალი უნდა გაითვალისწინოთ ...


საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
კვერცხი - 4 ცალი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
ძმარი - 3 სუფრის კოვზი
ზეთი - 3 სუფრის კოვზი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
მარგარინი - 400 გრამი
ყველი - 1 კილო

1 ) კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30-40 წუთი.
2 ) შემდეგ ამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, გადავკეცოთ და კიდე შევდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამეთაც. ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე და როცა გვინდა, მაშინ გამოვაცხოთ.
3 ) მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზწმოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ცეცხლს სიძლიერე მოვუკლოთ.


მსგავსი სიახლეები:
  • Gochis Shewva / გოჭის შეწვა
  • Xaladeci / ხალადეცი
  • Tortebis Receptebi / ტორტების რეცეპტები
  • Salata Cezari / სალათა ცეზარი
  • Megruli Kerdzebi / მეგრული კერძები
  • Samarxvo Namcxvari / სამარხვო ნამცხვარი
  • Martivad Mosamzadebeli Namcxvrebi / მარტივად მოსამზადებელი ნამცხვრები
  • Vashlis Perogi / ვაშლის პეროგი
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა