Mkitxaoba - Magia / მკითხაობა - მაგია

Mkitxaoba - Magia / მკითხაობა - მაგია


კარტზე მკითხაობა, ყავაზე მკითხაობა, ხელზე მკითხაობა და ზოგადად მკითხაობა ძალიან გავრცელებულია დღევანდელ რეალობაში და მას ბევრი ადამინი იყენებს. ამ სტატიაში გადმოცემულია თუ საიდან იღებს ფესვებს მკითხაობა და მაგია..


მკითხაობა — ოკულტური მეთოდიკა, ხშირი წესი, რომელიც არსებობს მრავალი ხალხის კულტურაში და აძლევს საშუალებას ადამიანს გაიგოს თავისი მომავალი ან უბრალოდ რაიმე უცნობი ფაქტი. მკითხაობას პოლითეისტური ფესვები აქვს. ცრუმორწმუნე ხალხი თვლის, რომ მკითხაობით მართლაც ბევრის გაგებაა შესაძლებელი, დანარჩენები მას ხალხურ გართობას უწოდებენ.

ისტორია:
მკითხაობის ფესვები ძველი მსოფლიოდან მოდის. ეს ხელობა გავრცელებული იყო ასურეთსა და ბაბილონში, ეგვიპტეში, ძვ. საბერძნეთსა და რომში. ბერძნულ და რომაულ წყაროებში მკითხავები მოიხსენებიან, როგორც ”ორაკულები”; ასურეთსა და ეგვიპტეში მკითხაობდნენ მხოლოდ ქურუმები.

მკითხაობა იკრძალება ყველა აბრაამისეულ რელიგიაში (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი). ასევე იკრძალება იეზიდიზმსა და სხვა იაზდანისტურ რელიგიებში.

მაგია — ზებუნებრივი ძალა რომელიც ახდენს ზემოქმედებას, მაგიას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვლენებზე ადამიანებზე და საგნებზე.მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია.დღეს მაგიის გავლენა იმდენად დიდია რომ თეოლოგები შიშობენ არ იქცეს დაკანონებულ მოვლენად საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფილოსოფოსების აზრით მაგია სულაც არ არის რელიგია და მაგის და რელიგიას შორის ის განსხვავებაა, რომ მორწმუნეს სჯერა ღმერთის არსებობის და მასზე ამყარებს იმედებს ჯადოქარს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. არის ესეთი ვერსია რომ მაგია უფრო მეცნიერებას ენათესავება ვიდრე რელიგიას. მაგია ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს აგრესიული და დაცვითი. მაგიის წარმოშობიდან დღემდე საუკუნეები გავიდა და ამ პრობლემაზე მრავალი წიგნი გამოვიდა.
აგრესიული მაგია — ადამიანს ზებუნებრივი ძალით გადაეცემა. თილისმის ტარებით ან მაგიური წამლის მოხმარებით.
ინიციური (დაწყებითი, ტრანსმისიონერული, ინიცეპციური მაგია)- ასეთი მაგია ჯადოქრობისგან შორსაა, ამიტომ სრულდება მოქმედების დასაწყისი, მისი დასრულება მაგიას ეკისრება.
პარციული(კონტაგიოზური) — ამ დროს ჯადოქრობა სრულდება არა უშუალოდ ობიექტზე არამედ მის ტანსაცმელზე, თმაზე, ფრჩხილზე და ა. შ.
იმიტარული(ჰომეოპათიური, სიმილური) — ასეთ შემთხვევაში მაგია უკეთდება ადამიანს და ტარდება რიტუალი.
დაცვითი მაგია[რედაქტირება]

განდევნითი (სპირიტოპიული) — ეს მაგია იცავს ადამიანს ავი თვალისგან.
განწმენდითი (კათარტული) — გულისხმობს განბანას ცეცხლზე გადახტომას და ა. შ.
მიზნობრივი კლასიფიკაცია[რედაქტირება]

სამკურნალო მაგია — ესაა მაგიის უძველესი სახე იგი სამკურნალოა. მკურნალობა ხდება სხვა და სხვა ბალახით, მასაჟებით, კომპრესებით და სისხლის გამოშვებით.
სამხედრო მაგია — ულოცავენ იარაღს და საბრძოლო ნივთებს.
სარეწაო (სამონადირეო) — ტარდება რიტუალები რის შემდეგაც მონადირე მეტ ცხოველს ხოცავს და მეთევზე მეტ თევზს იჭერს.
სიყვარულის მაგია — მისი მიზანია მოხიბვლა ან არასასურველი ადამიანის თავიდან მოშორება.
სამეურნეო მაგია — ტარდება რიტუალები რის შემდეგაც მოდის მეტი მოსავალი
შავი მაგია — ამ მაგიის დანიშნულებაა ზიანი მიაყენოს ერთ ან რამდენიმე ადამიანს. შავი მაგია იმდენად გავრცელებულია რომ ყველა უბედურ შემთხვევას მას აბრალებენ. მაგიური ზემოქმედებისთვის ხშირად იყენებენ გველის გამხმარ ტყავს.
ავი თვალი — არსებობს ასეთი ტიპის მაგიაც, რაც ძალიან საშიშია ქორწინებისას და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.


მსგავსი სიახლეები:
  • Mkitxaoba / მკითხაობა
  • Shishi / შიში
  • Bevri Statusi / ბევრი სტატუსი
  • Saaxalwlo sufra 2012/ საახალწლო სუფრა 2012
  • Shidsi / შიდსი
  • Fsiqologia - Ganwyobis Teoria / ფსიქოლოგია– განწყობის თეორია
  • Qalishvilobis Dakargva / ქალიშვილობის დაკარგვა
  • Siyvarulis Saidumloebebi Tavis tvinshi / სიყავრულის საიდუმლოებები თავის ტვ ...
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა