Xaladeci / ხალადეცი » DAIKIDE.NET Leqsebi|Tortebi|kabebiSabavshvo|Qartuli
Xaladeci / ხალადეცი

Xaladeci / ხალადეცი


დღეს გთავაზობთ, უგემრიელესი კერძის მომზადების წესს და რეცეპტს . ვისაც ხალადეცი გიყვართ ნამდვილად დაინტერესდებით...


მასალა:

ღორის თავ-ფეხი
2-3ხახვი
2-3 სტაფილო
5-6 დაფნის ფოთოლი
4-5 მოხარშული კვერცხი
პეტრუშკის ტოტი
4-5კბილი ნიორი
მარილი გემოვნებით
შავი პილპილი
წიწაკა


მომზადება:


კარგად მოვხარშოთ ღორის თავ- ფეხი ,ისე რომ ძვებისგან ირჩეოდეს,ხარშვისას დაუმატოთ ხახვი მთლიანი,სტაფილო,შავი პერეცი დაფნის ფოთოლი ,ნიორი და მარილი. როცა ხორცი მოიხარშება ამოიღეთ და დაჩეჩეთ ხელით წვრილად ,ფორმებში ჩადეთ მოხარშული კვერცხი ,სტაფილო შემდეგ დაქუცმაცებული ხორცი ,გასინჯეთ ბულიონი თუ არაფერი აკლია დაასხით ხორცს ზემოდან და შედგით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

გთავაზობთ ასევე მეორე რეცეპტს რომელიც ცოტატი განსხვავდება პირველისგან..

ხალადეცი უხდება სადღესასწაულო სუფრას, მიუხედავად იმისა, რომ ხალადეცის მომზადებას სჭირდება დიდი დრო, ამ რეცეპტის მიხედვით ხალადეცის გაკეთება არც თუ ისე ძნელია.
ინგრედიენტები:
ძროხის ფეხები 1კგ
სტაფილო 1-2 ც
ხახვი 1-2 ც
პეტრუშკის ძირები 1ც
დაფნის ფოთოლი 1ც
შავი წიწაკა 2 მარცვალი
წიწაკა 2მარცვალი
კვერცხი 1-2 ც
წყალი 2ლ
მომზადების წესი:
გასუფთავებული და ნაწილებად დაჭრილი ძროხის ფეხები გავრეცხოთ ჯაგრისით, ჩავდოთ დიდ ქვაბში, ჩავამატოთ 1-2 ცალი სტაფილო, 1-2 ხახვი, ერთი ძირი პეტრუშკა, 2მარცვალი წიწაკა და 2მარცვალი შავი წიწაკა, 1კილოგრამ ხორცზე ვასხავთ 2ლიტრ წყალს.

ვდგავთ ქვაბს გაზზე, მიგვყავს ადუღებამდე, ვხდით ქაფს და ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე 7-8საათის მანძილზე.

ხალადეცი მზად არის, როცა ძვალი და რბილი ადვილად შორდება ერთმანეთს ხოლო როცა სინჯავთ ხალადეცს კოვზი უნდა ეკრობოდეს ტუჩებს.

მარილი მოვაყაროთ გემოვნებით, გაითვალისწინეთ ისიც რომ ხორცი და სტაფილო უმარილოა, დავამატოთ 1კბილი დაჭყლეტილი ნიორი 1კილო ხორცზე.

ამოვიღოთ ხორცი დაფაზე და მოვაშოროთ ძვლები, ყურადღებით იყავით, ხორცში შეიძლება იყოს პატარა ძვლები.

ხორცი წვრილად დავჭრათ,სტაფილო, რომელიც იხარშებოდა ხორცთან ერთად დავჭრად მრგვლად, ასევე მრგვლად დავჭრათ მოხარშული კვერცხი.

ჩავასხათ ხალადეცი ფორმებში შემდეგი თანამიმდევრობით: ფორმაში ჩავდოთ დაჭრილი სტაფილო და კვერცხი და ზედ დავადოთ ხორცი ჭურჭლის 1/3-მდე, ხოლო თუ ისეთ ჭურჭელში ვდებთ რომლითაც უნდა მივიტანოთ სუფრასთან მაშინ ჯერ ვდებთ ხორცს, ზევიდან კი ვადებთ კვერცხს და სტაფილოს.

ხორცის ბულიონი გავატაროთ საცერში და დავასხათ ჩვენს ხორციან მასას. გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ შევდგათ მაცივარში.

ამოვაბრუნოთ ფორმა და ამოვიღოთ ხალადეცი, მოვრთოთ მწვანილით.

ხალადეცი არა მხოლოდ კარგი ხორციანი კერძია, არამედ სუფრის ლამაზი დეკორაციაცაა.


მსგავსი სიახლეები:
  • Yvavilovani Kombosto Maionezshi / ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში
  • Tortebis Receptebi / ტორტების რეცეპტები
  • Salata Cezari / სალათა ცეზარი
  • Blomanje / ბლომანჟე
  • Megruli Kerdzebi / მეგრული კერძები
  • Salatebi / სალათები
  • Vashlis Perogi / ვაშლის პეროგი
  • Krabis Salati - Momzadebis wesi / კრაბის სალათის მომზადების წესი
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა