Leqsebi Tbilisze / ლექსები თბილისზე

Leqsebi Tbilisze / ლექსები თბილისზე



ის დღეც მოვა, ავფეთქდები, გეწვევი,
გულდამწვარი მარად ხომ არ ვიქნები,
გზის შუქურავ, ჩემო, ერთი გიხილო,
როგორიც ხარ, შემოგევლე თბილისო!

წლები გადის, მაგრამ არ მავიწყდება,
მოსვლა გულით მინდა, არ წაისვლება,
კაცი ასე გულდამწვარი ვერ ივლის,
როგორიც ხარ, შემოგევლები თბილისს!





ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული,
ჩემორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული;
ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდან
მიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.

სულიც ისე ისრწაფვის, ცისკენ მზეგადასული,
როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული.
მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა,
ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.

ფიქრი მოვა საღამოს, ფიქრი შავნაღვლიანი,
შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი.
ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტები
ვნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები/

დაეხატა მტკვარს მკერდზე საფირონის ციონი.
„მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი“, -
აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი...

კონსტანტინე გამსახურდია
1914 წ. 19/X


თბილისი

ნუ დაუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.

მე ისე ლექსს რა გამაბედვინებს,
გულში თუ ტრფობის ქარი არა ქრის.
მიწა სჭამს ყველა ჯალალედინებს,
მიწა კვლავ ბრწყინავს თბილის-ქალაქის.

და დილით, მზე რომ გააღებს ცისკარს,
ერთ სხივს ჩემსკენაც გამოაგზავნის,
მე მზის სხივის და თბილისის ხნის ვარ,
მეც გაჩენილი ვარ გორგასალის.

მეც არ ვუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.

გრიგოლ აბაშიძე


1

შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი, -
მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა
რა სურათები მოხატა უწინ.

თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ,
დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად -
გაგაოცებდა რუმბების სისქე
და ჭიანურზე დაკრული ჩარგა.

სიძველისადმი გრძნობა, პატივი,
თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს -
მიხვდები ასე ანდამატივით
რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.

მიხვდები, რატომ არ დაერიდა
ჩემი ლექსები პოეტთა კილვას
და რატომ ვცდილობ ამიერიდან
ასე თამამად წარსულის ხილვას.

აი სეირი ჯერ არნახული!
სადღაა ეშხი და სილამაზე!
არ სჩანს ურმები მოჩარდახული
ღამისმთევლებით ბოლნისის გზაზე.

ღვინოს საფლავზე არვინ მიგიტანს,
ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი, -
ეს, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს
თავის დუქანთან მიბმული ყოჩით!

კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა, -
ეს ადათები ძველთაგან ძველი
გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა
და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.

2

აი, პირმაღზე ვწევარ გულაღმა.
ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს.
აი, აფეთქდა აისი ნაღმად.
აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს.

ძველებურ განცდით ვდარაჯობ ნიავს,
რომ შორეული ჰანგი მომფინოს -
მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს,
ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს.

დუდუკის ნაცვლად - ქარხნის საყვირი.
დუმბო და ზილი დაახშო რკინამ.
ბულბულს - ყაზაფა, გრძნობას - აღვირი.
აღარც დუდუკი... აღარც ყიჟინა...

და მე არ ვიცი ვიღას ვემონო,
ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი...
ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ
მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.

ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად
ვეღარ შეგაქებ... არ მაქვს უნარი...
მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად
დარჩები მუდამ გაუხუნარი.

ძველო თბილისო! ჩემი მიზნები
აღარ მაქვს, გულში რომ გინახავდი...
გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები...
ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...

1925



* * *
პაოლო იაშვილი

თბილისი

მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიე, სულო ბინა შენ;
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე.

ჩემო ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორც კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი.

ვხედავ, ურმები ლორთქა თივებით
გზას ახარებენ აჭრიალებით;
მტკვარს მოჰყვებიან ფიჭვის ტივები,
ვით მოცურავე თეთრი ქალები.

სდუღან ოქროს და წითელ ღვარებად
კვირა დღეებით შენი ქუჩები,
და იცვლებიან ოხშივარებად
შენს გარეშემო მთები თუჯების.

შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსები , როგორც სისხლის წვეთები...
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების.




დღეა, ლონდონში მზეა,
ყოველ ხუთ მეტრში ხეა,
დავბოდიალობთ ქუჩებში
მე და გოგონა ვეა.
ვეა ნაშაა ფრანგი,
როგორც რომ ფარშევანგი,
გოგოა very good-ი
მაგრამ არ უყვარს ლუდი.
საუბრობს გოგო ვენაზე,
რომზე, პარიზზე სენაზე,
მე კი ვუყვები ხონზე,
ბორჯომზე ზესტაფონზე,
რომ ლამაზია თბილისი,
რომ ეხლა თვეა – ივლისი,
რომ ლამაზია რაჭა
და რომ ჩვენ გვიყვარს ჭაჭა.
მას ურჩევნია ბრენდი,
კოცნა და ჰეფი ენდი,
არ უნდა შენი რაჭა,
ფეხზე კიდია ჭაჭა.
წავა გოგონა ბრიუსელში,
იქიდან ჩავა მარსელში,
ბურგუნდში დალევს ღვინოს,
კანში უყურებს კინოს.
მერე იპოვის პაბში,
ჩემნაირს ვინმეს კლაბში
და მოუყვება ვეა
როგორი რომში მზეა.
ვეტყვი არ მინდა სენა,
ვაბშე არ მიპყრობს ვენა,
ვეტყვი რომ თვეა ივლისი,
რომ მომენატრა თბილისი.


მსგავსი სიახლეები:
  • Mxiaruli Statusebi / მხიარული სტატუსები
  • Sasiyvarulo mesijebi / სასიყვარულო მესიჯები
  • Leksebi / ლექსები
  • Sevdiani Leqsebi / სევდიანი ლექსები
  • Statusebi Siyvarulze / სტატუსები სიყვარულზე
  • Leqsebi Siyvarulze / ლექსები სიყვარულზე
  • Sasacilo Leqsebi / სასაცილო ლექსები
  • statusi / სტატუსები
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა