Baxmaro / ბახმარო » DAIKIDE.NET Leqsebi|Tortebi|kabebiSabavshvo|Qartuli
Baxmaro / ბახმარო

Baxmaro / ბახმარო


ბახმარო არის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, ეს კურორტი გამოირჩევა ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმით , მზის რადიაციით , განსაკუთრებით ულტრაიისფერი სხივების მაღალი ინტენსივობით. .სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.


ბახმარო, რესპუბლიკური მნიშვნელობის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2000 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. უახლოეს რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 80 კმ.კლიმატური თავისებურებები: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2°C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4°C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73%.სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.მისი ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. სააგარაკო სეზონი აქ ივლისის დასაწყისიდან იწყება და აგვისტოს ბოლოსკენ, ფერისცვალების დღესასწაულზე გამართული დოღით მთავრდება. ლეგენდის თანახმად აქაურობის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მოტაცებული თავადის ქალი, უკენ დადევნებულ მდევარს თურქებმა ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი,მისივე სისხლით შემდეგი ფრაზა დააწერეს: "ბახ მარო" - ნახეთ თქვენი მარო. ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად, ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, როცა ჭლექით დაავადე–ბული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.






მსგავსი სიახლეები:
  • Asteroidebi / ასტეროიდები
  • Saintereso Ambebi / საინტერესო ამბები
  • Janmrtelobis Fasi / ჯანმრთელობის ფასი
  • kolxetis erovnuli Parki / კოლხეთის ეროვნული პარკი
  • Naxevarkundzulebi da kundzulebi / კუნძულები და ნახევარკუნძულები
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა