andaza / ანდაზა

andaza / ანდაზა



სხარტულები და ძველი ანდაზები, დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც "მაქსიმი". თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას "აფორიზმი" ეწოდება.







ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო.

აბესალომი და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერიო.

ადრე ადგომა მეტი სიცოცხლე არისო

ავი კაცი აღდგომასაც ავია

ავი შემნახველი ქურდის ამხანაგია

ავი ძაღლი არც თითონა სჭამს და არც სხვას აჭმევს.

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავს ნუ იქ და ავისაგან ნუ გეშინიანო.

ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა, თუ კაცი კაცად არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა.

ათჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.

ამდენ აღმართს თავდაღმართიც ექნებაო.

არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიახლეო.

არამკითხე მოამბეო მიტყეპე და მიაგდეო.

არასოდეს არ გახმება წყალთა შინა ხეთა ძირი, არასოდეს არ ცხონდება უშვილო და პურა-ძვირი, თუ უშვილო ცხონდებოდეს, სამოთხეში შევა ვირი.

არ ვიცი ერთია და ვიცი ათასიო

არცა ვისი ყმა ვყოფილვარ, არცარავინ ყმათ მყოლია.

ასეთი ხიდი გასდე, შენმა შვილის შვილმა ზედ გაიაროს.

ასი დამკარ, ერთი მათქმევინეო.

აფხაზმა თქვა: მეგრელს თუ თოფი მოხვედრია, ჯირკს მოხვედრიაო.

აქლემი კლდეზე გადავარდა, ვირმა ყვირილი დაიწყო; ვირს ცემა დაუწყეს, რა გაყვირებსო? ის მაყვირებსო რომა იმ აქლემს მე ამაზიდვინებენო.

აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ერთიდაიგივეაო.

აჩქარებით სოფელი არვის მოუჭამიაო, და ვინც რომ აჩქარებულა, მას მალე დაუნანიაო,

აჭარელს ცხენი გადაეჩეხა კლდეზე და უთხრა: სწორედ დაგებიჯებია ფეხი არ გადაიჩეხებოდიო.

ახალი მეგობარი დაიკავე და ძველს ნუ დაივიწყებო.

ახალ კიტრს და ახალ ამბავს ძვირად ნუ იყიდი, მალე გაიაფდება.




ბევრის ცემით რკინაც გატყდებაო.


გამგონი გაიგონებსო.

გამხიარულდი, ბუხარო, გულჩათხრობილი ნუ ხარო.

გაძლევენ – გამოართვი, გცემენ – გაიქეციო.

გაჭირვება მიჩვენე, მე გაქცევას გიჩვენებო.

გლახა გამცემი ღმერთს სძულდა, ეშმაკს უყვარდაო.




დათვმა თქვა: მე კაცის სიყვარულით ვერა ვძღებოდიო და კაცი ჩემი მტრობითაო.

დათვს თავში სცემდნენ და ამბობდა ეს რა ბრაგა ბრუგი მოდისო.

დაუჩვევარს ნუ დააჩვევ, დაჩვეულსა ნუ მოაკლებო.

დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე.

დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეშჭამსო.

დიდ კაცს დიდი ჭკუა აქვსო.

დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსა.

დღეს-მოხვალიესო თოვლი მოუვიდაო.



ერთგული გული არ გაორგულდება და ორგული არ გაერთგულდება.

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყვესო.

ერთი კაცი იცინოდეს, თავის თავსა დასცინოდეს, ორი კაცი იცინოდეს, ერთმანეთსა დასცინოდეს, სამი კაცი იცინოდეს, დიაღ მოსაწონიაო.

ერთი ნახვა ცნობაა, ორი ნახვა ძმობაა.

ერთის წიხლის კვრით ციხე ვერ დაიშლებაო.

ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის _ სახრჩობელაო. მტერს ვაი დედა ვაძახებიოთ, ჩვენ კი დელი დელაო

ვაის გავეყარე და უის შევეყარეო.

ვეშაპი ასეთს არ ჩაჰყლაპავს, რომ მონელება არ შეძლოსო. (დღევანდელ მერესტორნეებს)

ვინც მოითმენსო, ის მოიგებსო

ვირისგან წიხლი კი არ მეწყინება, მეტკინებაო.

ვისაც ვინ უყვარს იმისი ლამაზი ის არის.


თუ მაწონი ძაღლმა შეჭამა ქოთანი რაღა იქნაო.

კარგი ქენი, ქვას დადევი; გაიარე, წინ დაგვხვდება.

კოკასა შინა რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდება.

პირველი ბედი ბედია, მეორე მოგონილია.


მსგავსი სიახლეები:
  • Xalxuri Leqsebi / ხალხური ლექსები
  • Kargi Sagdegrdzeloebi / კარგი სადღეგრძელოები
  • Qartuli Anegdotebi / ქართული ანეგდოტები
  • Cnobili Adamianebis Brdznuli Gamonatqvamebi / ცნობილი ადამიანების ბრძნული გ ...
  • Aforizmebi vefxistyaosanidan / ვეფხისტყაოსანის აფორიზმები
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა