Kulinaria / კულინარია

Kulinaria / კულინარია



ქართული კულინარიის ისტორია

არქეოლოგიური მასალითაა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ვაზის გაკულტურება პირველად, სწორედ, საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და სავარაუდოდ პირველი ღვინოც აქვე დაიწურა. იგივე შეიძლება ითქვას პურეული კულტურების შესახებაც, ანუ საქართველოს ტერიტორია მარცვლეული კულტურების სრულიად დამოუკიდებელ, გენეტიკურ ცენტრადაა მიჩნეული. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ, უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართველური ტომების კულინარიულ კულტურაში უმთავრეს როლს მემინდვრეობა (ანუ მარცვლეული კულტურები) და მეღვინეობა თამაშობდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ნადირობის უდიდესი როლიც პირველყოფილი კულინარიის ჩამოყალიბებაში. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე ხორცისა და რძის ნაწარმი, რომელიც განვითარებულ მესაქონლეობას უკავშირდება.

ცნობილი ფაქტია, რომ გლეხებს თავიანთი, თავადებს კი თავიანთი საკვები ჰქონდათ.

მთავარი განსხვავება ის იყო, რომ ხორცი ძალიან დიდი იშვიათობა იყო გლეხის სუფრაზე. გამონაკლისი მხოლოდ კახეთი იყო, სადაც გლეხებს ყოველთვის ჰყავდათ ღორები. როგორც ერთი მოგზაური წერს, ამის მიზეზი ის იყო, რომ „ღორებს მოვლა არ სჭირდებოდა“ და არც ხარჯებთან იყო დაკავშირებული. კიდევ ერთი განსხვავება ის იყო, რომ ცხელი კერძი ხშირად არ მზადდებოდა გლეხის ოჯახში, მაგალითად, XIX საუკუნის დასაწყისში კახეთში გლეხის ძირითადი საკვები იყო პური, ბალახეულ-მწვანილეული, ყველი, ღორის ხორცი (ხშირად გამოყვანილი, ან გამომხმარი, ან ქვევრში შენახული), მარხვაში ლობიო და ა.შ.

დასავლეთ საქართველოში ძირითადი საკვები ღომი იყო, რომელსაც სიმინდის ღერღილისგან კი არ ამზადებდნენ, არამედ, ღომისგან. იყო ასეთი მცენარე, რომელიც დღეს მხოლოდ აქა–იქაა შემორჩენილი სამეგრელოსა და გურიაში. მჭადის საფუძველი იყო ამავე სახელწოდების მცენარე – მჭადი. სიმინდი, როგორც ვიცით, საკმაოდ გვიან, XVIII საუკუნეში შემოიტანეს საქართველოში.

გაცილებით მდიდრული იყო თავადური სუფრა. აქ მეტი იყო მრავალფეროვნება, ნანადირევი, თევზეული, სხვადასხვა კერძი. ე.წ. მაღალ, თავადურ სამზარეულოში გაცილებით მეტი საკმაზიც გამოიყენებოდა, ღვინოც დაძველებული ისმებოდა, განსხვავებით გლეხებისგან, რომლებიც ძირითადად იმავე წლის ღვინოს მოიხმარდნენ.


ქართულ კულინარიას ძალიან დიდი კვალი დააჩნია მეზობელმა კულტურებმა. ქართულ კულინარიაში შეგვიძლია ვიპოვოთ თურქული, სომხური, არაბული, სპარსული, რუსული კვალი. მაგალითად, არაქართული ძირები აქვს ისეთ საფირმო ქართულ კერძებს, როგორიცაა ქაბაბი, ხაში, ბოზბაში, ყაურმა და მრავალი სხვა. ხინკალზეც კი ამბობენ, რომ ჩინურ–მონღოლური წარმოშობისააო.


მსგავსი სიახლეები:
  • Qartul Rusuli Leqsikoni / ქართულ რუსული ლექსიკონი
  • Dzaglebi / ძაღლები
  • Saaxalwlo sufra 2012/ საახალწლო სუფრა 2012
  • „რუსი ბოზის ჩაცმულობა“ – ქართველი ქალების ჩაცმის სტილი?
  • kokaini - narkomaniis istoria / კოკაინი და ნარკომანიის ისტორია
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა