Mkitxaoba / მკითხაობა

Mkitxaoba / მკითხაობა


მკითხაობა უძველესი პროფესიაა და დასაბამს ძალიან ადრეულ პერიოდში იღებს . ის არსებობდა და არსებობს უამრავი ხალხის კულტურაში, იგი ადამიანს აძლევს საშუალებას გაიგოს თავისი მომავალი ან უბრალოდ რაიმე უცნობი ფაქტი.

ეს ხელობა გავრცელებული იყო ასურეთსა და ბაბილონში,ეგვიპტეში, ძვ. საბერძნეთსა და რომში. არსებობს მკითხაობის სხვადასხვა სახეობა,მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული-ყავის ნალექზე მკითხაობაა, სადაც მთავარ როლს ნალექის გარკვეული ფიგურები ასრულებენ. მკითხაობის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა ასევე ხირომანტია-რომელიც შეიცავს ხელის ხაზებზე დაყრდნობით ადამიანის წარსულისა და მომავლის დადგენას. ზოგიერთი მკითხაობის უფრო მარტივ ხერხს მიმართავს და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ირწმუნებიან რომ შეუძლიათ მთელი ჩვენი მომავალი სანთლით განათებული ხელის, ცერა თითის ფრჩხილზე დაინახონ.

ვინ არიან მკითხავები? შეუცნობელი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები, თუ უბრალოდ კარგად დახელოვნებული ფსიქოლოგები? ჩემმა ცნობისმოყვარეობამ იმძლავრდა, გადავწყვიტე თავად ვწვეოდი ეგრეთწოდებულ მჩხიბავს და დასკვნებიც თავად გამომეტანა. ქალი, რომელიც ყავაზე მკითხაობით ირჩენდა თავს,ნაქირავებ, ერთ პატარა ბინაში ცხოვრობდა. ოთახის ერთი კედელი მომღერლებისა და ფეხბურთელების პლაკატებით იყო აჭრელებული, მოპირდაპირე მხარეს კი ყურადღება მიიქცია ხატების კუთხემ და უკვე ნახევრადჩამწვარმა,ანთებულმა სანთელმა, რაზეც გამახსენდა სიტყვები ბიბლიიდან ცრუ წინასწარმეტყველების შესახებ: “ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.” ქალმა ყავა მომიდუღა და მითხრა რომ დალევის პროცესში მეფიქრა მხოლოდ იმაზე, რაზეც მინდოდა მას ემკითხავა. ყავის სმის დროს ვგრძნობდი, როგორ მწვავდა მისი დაჟინებული მზერა. ყავის სმას რომ მოვრჩი, ფინჯანი გამომართვა, ხელის წრიული მოძრაობით ნალექი ჭიქის კედლებს მიატარ-მოატარა და დაიწყო შიგნით ისეთი ღრმა თვალებით ყურება, თითქოს ჭიქას კი არა შორეულ სივრცეს გასცქეროდა : )))) _ ზედმეტად ბავშვური, ხო ბავშვური და მხიარული ხარ, ცოტა დასერიოზულება გმართებს… (მაშინ მივხვდი რომ მიკიმაუსებიანი მაიკის ჩაცმა ძალიან დიდი შეცდომა იყო , მითუმეტეს როცა ესეთ სერიოზულ და საქმიან ვიზიტზე მიდიხარ) – ასეთი გულუბრყვილო რატო ხარ? ყველას ადვილად ენდობი, ცოტა უფრო ფრთხილი გახდი, თორე წინ ძალიან დიდი დაბრკოლება გელის (კაცი რომ მკითხავთან მივა გულუბრყვილოა აბა რა არის) – უამრავ ბიჭს ვხედავ შენს ცხოვრებაში, ერთი განსაკუთრებულად აქტიურობს, მისი სახელი იწყება “გ”-ზე. (გოგოს ცხოვრებაში ერთი “გ” როგორ არ გამოერევა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ნახევარ საქართველოს გიორგი ჰქვია) ჩამქრალ სანთელს ვხედავ, ეკლესიაში რატო არ დადიხარ? (ლოგიკურია, კაცი რომ მკითხავთან მივა, ჩაუქრება სანთელი აბა რას იზავს)



ყველაზე მეტად რამაც გამახარა ის იყო, რომ მითხრა 22 წლის გათხოვდებიო, ანუ 22 წლის ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, აქედან დასკვნა: ცნობები 2012 წლის სამყაროს აღსასრულის შესახებ, მტკნარი სიცრუეა : ))) და მაინც ცხოვრებაში არაფერი ისე არ დამნანებია, როგორც მკითხავ ნარაზე მიცემული 10 ლარი



ადამიანებს ძირითადად ერთი სახის პრობლემები აწუხებთ, მკითხავი კი ოდნავ ფსიქოლოგიც თუ არის, ადვილად მიხვდება რა სახის პრობლემა შეიძლება აწუხებდეს 18 წლის გოგოს. ვისაც ამ და მსგავსი სისულელეების არ სწამს, მას არც არასდროს აუხდება მკითხავის ნაკარნახევი, ხოლო ვისაც სწამს და სჯერა, გაუცნობიერებლად მიყვება მის მიერ დაგეგმილ მომავალს. მკითხავის მაგიური უნარის არსებობა არარსებობას თავი რომ დავანებოთ, მკითხაობა უდიდეს ცოდვად ითვლება და იკრძალება ყველა აბრამისეულ რელიგიაში (იუდაიზმი, ქრისტიანობა,ისლამი). ეკლესია მიიჩნევს, რომ მკითხაობის დროს ადამიანი კონტაქტში შედის ბოროტ და ბნელ ძალებთან. უფალს რომ სურდეს, ყოველ ჩვენთაგანს გაუმჟღავნებდა მის მომავალ ბედისწერას, მაგრამ სახარებაში ნათქვამია, რომ გამუდმებით უნდა ვფხიზლობდეთ და ვლოცულობდეთ, რადგან არ ვიცით რა ჟამს დაგვიდგება განსასჯელის დრო…

ავტორი : tatia shubashikeli


მსგავსი სიახლეები:
  • Mxiaruli Statusebi / მხიარული სტატუსები
  • Brdznuli Azrebi / ბრძნული აზრები
  • Bevri Statusi / ბევრი სტატუსი
  • Cnobili Adamianebis Brdznuli Gamonatqvamebi / ცნობილი ადამიანების ბრძნული გ ...
  • saxis nakvtebit adamianis amocnoboba / სახის ნაკვთებით ადამიანის ამოცნობა
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა