Salata Cezari / სალათა ცეზარი

Salata Cezari / სალათა ცეზარი


როგორ მოვამზადოთ სალათა ცეზარი? რა ინგრედიენტები ჭირდება და რამდენად რთული მოსამზადებელია, ამას ყველაფერს თქვენ ახლავე შეიტყობთ ...



ინგრედიენტები

სალათის ფურცლები 2-3 კონა,

ქათმის ხორცი - მოხარშული ან შებოლილი, (1 ბარკალი)

ლორი - რამოდენიმე ნაჭერი,

ქამა სოკო - 7 თავი,

პომიდორი - 1-2 ცალი,

მაიონეზი - 1,

მდოგვი - 1 ჩაის კოვზი,

პილპილი, მარილი,

ზეითუნის ზეთი,

ნიორი 2-3 კბილი, (დაჭყლეტილი)

ტოსტერის პური - ერთი შეკვრა.



მომზადების წესი

ტოსტერის პური დავჭრათ კუბიკებად, დავასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ ორეგანო, დაჭყლეტილი ნიორი და მარილი.

ავურიოთ კარგად და გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე, დავბრაწოთ ღუმელში და გავაგრილოთ.

ქათამი მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად,

დამდუღრული სოკო დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.

მაიონეზი გადავიტანოთ ჭურჭელში, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მდოგვი, მარილი და პილპილი გემოვნებით, კამა, ზეითუნის ზეთი -1 ჩაის კოვზდა კარგად ავურიოთ.

პომიდორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად დიდ გაშლილ თეფშზე, ძირი მოვაფინოთ სოკოთი, დავანაკუწოთ სალათის ფურცლები და მოვაყაროთ.

დავადოთ სიმეტრიულად პომიდორი, ლორი და ქათმის ნაჭრები.

მოვასხათ მაიონეზი.

გავაკეთოთ რამოდენიმე ფენა და გვერდებზე შემოვუწყოთ გახუხული პური.


მსგავსი სიახლეები:
  • Megruli Kerdzebi / მეგრული კერძები
  • Salatebi / სალათები
  • Samarxvo Namcxvari / სამარხვო ნამცხვარი
  • Martivad Mosamzadebeli Namcxvrebi / მარტივად მოსამზადებელი ნამცხვრები
  • Krabis Salati - Momzadebis wesi / კრაბის სალათის მომზადების წესი
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა