Qera Qalebi / ქერა ქალები

Qera Qalebi / ქერა ქალები


რა უპირატესობა აქვთ ქერა ქალებს შავგრემანებთან და სხვა შეფერილობის ქალებთან შედარებით ? მამაკაცები ქერა ქალებს თურმე რამდენიმე მიზეზის გამო ანიჭებენ უპირატესობას, ქერა ქალი მსოფლიოში ცოტაა, ქერები მალე იშვიათობად იქცევიან,ქერები ჩერჩეტები არიან, ქერასთან არ მოიწყენ, ქერა ხშირად ცისფერთვალებაა... და ა.შ..


მართალია, სკანდინავიის მხარე და ბალტიის ქვეყნები სავსეა ქერა გოგონებით, მაგრამ დანარჩენ მსოფლოში ისინი მაინც იშვიათობას წარმოადგენენ. ალბათ, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კაცების უმრავლესობა მათ მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. ქერა ქალი მათი საოცნებო არჩევანია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქერა ქალების პროცენტული რაოდენობა შავთმიანებზე ნაკლებია და მომავალში კიდევ უფრო დაიკლებს. მიზეზი მესამე მსოფლიოში შობადობის მატებაა, რაც მხოლოდ შავგვრემნებს ამრავლებს.

რაც შეეხება იმას, რომ ქერა ქალები ჩერჩეტები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ბევრმა ქალმა კარგად გაითავისა ეს სტერეოტიპი - მეცნიერებათა დოქტორიც რომ იყოს, ქერა ქალი თავის ინტელექტუალურ ღირსებებს ერთი სულელური გადაკისკიებით გადაფარავს. ეს ნაკლი არ არის, ქერებს ქარაფშუტობა არათუ ეპატიებათ, მოეთხოვებათ კიდეც. ასე რომ, როცა მამაკაცს უნდა თავი ეინშტეინად იგრძნოს, ქერა ქალი საუკეთესო არჩევანია.

ქერა ქალები იმ მამაკაცებს ნამდვილად გამოადგებათ, რომელთაც სურთ, მათ უნიჭო ხუმრობებზე ვინმემ გულიანად გაიცინოს, ეს სერიოზული უპირატესობაა - ქერასთან ნამდვილად არ მოიწყენ.

თუ ქერა თმას ბონუსად ცისფერი თვალებიც მოჰყვება,
ცხოვრებას ლურჯი თვალების ჟუჟუნითაც გაილამაზებთ.
ამერიკელმა სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ შავთმიანმა ქალებმა, რომლებმაც თავიანთი იმიჯი ქერათი შეცვალეს, გარკვეული დროის შემდეგ ქერების მანერები შეიძინეს და სისულელეების ჩადენასაც უმატეს.


მსგავსი სიახლეები:
  • Aferisti Qalebi / აფერისტი ქალები
  • Seqsi Tu Shokoladi / სექსი თუ შოკოლადი
  • Kacebs Eshiniat Lamazi Qalebis / კაცებს ლამაზი ქალების ეშინიათ
  • interneti Mdedrobiti Sqesisaa / ინტერნეტი მდედრობითი სქესისაა
  • დალტონიზმი / Daltonizmi
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა