Dzaglebi / ძაღლები

Dzaglebi / ძაღლები


ძაღლების მრავალი სახეობა არსებობს , ჩვენი ოთხფეხა მეგობრები როგორც ტანით და ჯიშით, ასევე ხასიათითაც გამოირჩევიან ერთმანეთისგან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას ამათუიმ ჯიშის ძაღლის დამახასიატებელი თვისებები....

პატარა ტანის ჯიშის ძაღლები

პატარა ჯიშის ძაღლები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულები არიან თავისი ზომების გამო. ისინი შესანიშნავი კომპანიონები არიან, ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემოს, ადვილია მათი შენახვა. მოიხმარენ გაცილებით ნაკლებ საჭმელს რაც არ მოითხოვს დიდ ფინანსებს, ოთახის პირობებშიც კი მშვენივრად გრძნობენ თავს, არ ჭირდებათ სპეციალური გაწვრთნა, სამოგზაუროდ წასვლისას თავისუფლად შეგიძლიათ თან წაიყვანოთ. მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სასტუმროებში პატარა ზომის ძაღლთან ერთად უპრობლემოდ შეგიშვებენ ნომერში.

საშუალო ტანის ჯიშის ძაღლები

საშუალო ჯიშის ძაღლი შეიძლება ითქვას ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ადამიანისთვის. ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ როგორც კორპუსის ბინაში ასევე ეზოიან სახლებში. მათ საცხოვრებლად არ ჭირდებათ დიდი ტერიტორია, მთავარია თქვენი ოთხფეხა მეგობარი დღეში ორჯერ სამჯერ გაასეირნოთ ეზოში. ბევრ მათგანს თავისუფლად შეუძლია თქვენი დაცვა დაუპატიჟებელი სტუმრის თავდასხმისგან. საშუალო ტანის ძაღლების დიდი ნაწილი გამოიყენება სამომსახურეოდ.

დიდი ტანის ჯიშის ძაღლები

დიდი ჯიშის ძაღლებს ძირითადად სხვადასხვა ობიექტების დასაცავად და პირად მცველებად იყენებენ. ისინი საუცხოოდ ასრულებენ ამ ფუნქციას. დედამიწაზე ვერ ნახავთ ადამიანს რომელსაც შესწევს ძალა ან ეყოფა გამბედაობა წინ აღუდგეს კავკასიური ნაგაზის თავდასხმას და დაამარცხოს იგი. სხვა ძაღლებისგან განსხვავებით დიდი ჯიშის ძაღლის მოვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ისინი საჭმელს გაცილებით ბევრს მოიხმარენ, მათი აქსესუარებიც გაცილებით ძვირი ღირს, მათ აუცილებლად ესაჭიროებათ სპეციალურ გაწვრთნა ამის გარეშე ის შეიძლება საზოგადოებისთვის საშიშ მონსტრად გადაიქცეს. მაგრამ მერწმუნედ ეს ყველაფერი ღირს ამად. როდესაც თქვენს ეზოში უზარმაზარი კავაკასიური ნაგაზი დარბის თქვენ თავს გაცილებით თავდაჯერებულად და მშვიდად იგრძნობთ.


პატარა ტანის ძაღლები

ამერიკული კოკერ–სპანიელი
გერმანული იაგდტერიერი
ინგლისური კოკერ–სპანიელი
იორკშირ ტერიერი
მოპსი
პეკინესი
პუდელი
რუსული ტოიტერიერი
ტაქსა
ფოქსტერიერი
ფრანგული ბულდოგი
ჩინური ქოჩორა ძაღლი
ჩიხუახუა


საშუალო ტანის ძაღლები

ავსტრალიური ნაგაზი
ალიასკის მალამუტი
ამერიკული პიტბულტერიერი
ამერიკული სტაფორდშირ ტერიერი
ბოქსიორი
ბულტერიერი
დალმატინი
დასავლეთ ციმბირული ლაიკა
ლაბრადორ-რეტრივერი
პოინტერი
შარპეი
ციმბირული ხასკი

დიდი ტანის ძაღლები

ამერიკული ბულდოგი
არგენტინული დოგი
აღმოსავლეთევროპული ნაგაზი
ბულმასტიფი
გერმანული დოგი
გერმანული ნაგაზი
დობერმანი
დრათხაარი
თეთრი შვეიცარული ნაგაზი
ინგლისური სეტერი
ირლანდიური სეტერი
კავკასიური ნაგაზი
კანე კორსო
მასტინო ნეაპოლიტანური
როტვეილერი
სენბერნარი


Dzaglebi / ძაღლები


მსგავსი სიახლეები:
  • Asteroidebi / ასტეროიდები
  • Kavkasiuri Nagazi / კავკასიური ნაგაზი
  • saintereso Faqtebi III / საინტერესო ფაქტები III
  • Laika / ლაიკა
  • Drakonis weli / დრაკონის წელი
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა