Blomanje / ბლომანჟე » DAIKIDE.NET - leqsebi, tortebi, kabebi, kulinaria
DAIKIDE.NET - Statusebi , Tamashebi , Prikolebi
ავტორიზაცია
შესვლა საიტზე
მომხმარებლის სახელი :
პაროლი :

პაროლის აღდგენა
რეგისტრაცია
მთავარი მთავარი გვერდი ლექსიკონი ლექსიკონი ჰოროსკოპი ჰოროსკოპი Flash Games Flash games რეკლამა რეკლამა კონტაქტი კონტაქტი RSS 2.0
DAIKIDE.NET - leqsebi, tortebi, kabebi, kulinaria » სხვადასხვა » Blomanje / ბლომანჟე
Blomanje / ბლომანჟე


ეს უგემრიელესი ნუგბარი თითქმის ყველა ადამიანს უყვარს , ამიტომ გასწავლით მის მომზადებას ...

ჟელატინი - 2 ლიტრი სითხისთვის;
ხილის წვენი - 1 ლიტრი;
კვერცხი - 4 ცალი;
შაქარი - 8 სადილის კოვზი;
შესქელებული რძე - სიტკბოსთვის, გემოვნებით (ან ჩაანაცვლეთ მეტი შაქრით);
არაჟანი - 400 გრ;
კაკაო - 2-3 სადილის კოვზი;
შეგიძლიათ 100 გრ. გამდნარი შოკოლადიც შეურიოთ.

ინვენტარი: ქვაბი, მიქსერი, ჯამი, ფორმა, ან ფორმები.
მომზადების დრო: თვითონ ფენების მომზადებას არ ჭირდება დიდი დრო, სადღაც 15-15 წუთი. მაგრამ, რადგან ფენა-ფენა უნდა გამაგრდეს, სადღაც ნახევარი დღეა საჭირო, თუ ბევრ ჟელატინს უზავთ, მაშინ - 2-3 საათი.

წყარო: http://perfectcook.org

მომზადების წესი
სამი ფენა მზადდება, ხილის, არაჟნისა და შოკოლადის; ბლომანჟეს ჭრილში რომ შევხედოთ – პირველი ფენა იქნება მთელი სიმაღლის 3/5, შემდეგ 1/5 თეთრი ფენა და 1/5 ყავისფერი ფენა.

ფენების მომზადება:
1. ხილის ფენა - ჟელატინი დაალბეთ 1 ლიტრი სითხისთვის. გამოიყენეთ მარწყვის, ალუბლის ან რაიმე სხვა წითელი კენკრის კამპოტი. როგორც წესი სიტკბოს დამატება არ უნდა დაჭირდეს, თუმცა მაინც გაუსინჯეთ გემო. თან გაითვალისწინეთ, რომ როცა ჟელატინიანი მასა ცივდება, სიტკბოს გარკვეულად კარგავს. ჟელე და წვენი აურიეთ ერთმანეთს, შედგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, რომ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნას. გადმოდგით და ჩაასხით ფორმებში ან ერთ ფორმაში. შედგით მაცივარში, ზედაპირის გამაგრებამდე.
2. არაჟნის ფენა - დაალბეთ ჟელატინი 1 ლიტრი მასისათვის (შეიძლება მეტიც აიღოთ, არაჟნიანი მასისთვის მე უფრო მეტ ჟელატინს ვიღებ, დაახლოებით 1200 გრ-ისთვის - შეტანილია ცვლილება).
3. ათქვიფეთ 4 ცალი კვერცხის გული და 4 სადილის კოვზი შაქრის გოგლი-მოგლი, ცალკე ათქვიფეთ ცილა ასევე 4 სადილის კოვზ შაქართან ერთად და შემდეგ შეურიეთ ერთმანეთს. ამ მასას შემდეგ დაამატეთ 400 გრ არაჟანი და ერთ მასად აქციეთ. ჟელატინი თუ უკვე დამბალია დაამატეთ ამ მასას და შედგით დაბალ ცეცხლზე, რომ ჟელე კარგად შეერიოს მთელ მასას. მალევე გადმოდგით, არ გააცხელოთ. თუ სიტკბო აკლია – მე ცოტა შესქელებულ რძეს ვამატებ, ბევრი არ უქნათ, მთლიანად თავის გემოზე წაიყვანს.
4.ეს მასაც შედგით მაცივარში, ცოტა შესქელდეს, როცა წითელი ფენა გამაგრდება, არაჟნის მასის ნახევარი დაასხით ზემოდან ნელ-ნელა. ჩქარა რომ დაასხათ, შეიძლება ჟელეს ქვედა ფენა «ამოთხაროს». შედგით ისევ მაცივარში;
5. შოკოლადის მასა - დარჩენილ არაჟნის მასას დაამატეთ გამნდარი შოკოლადი ან 2-3 სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი (რაოდენობა მაინც კაკაოს ხარისხზეა დამოკიდებული).
6.როცა არაჟნიანი ფენაც გამაგრდება, შეგიძლიათ ეს მესამე, შოკოლადის ფენაც მოასხათ ზემოდან.
ასევე შეიძლება მხოლოდ შოკოლადის მასით მოამზადოთ ბლომანჟე, თუ არ ვცდები ეს უკვე «შოკმანჟე» იქნება.


Blomanje / ბლომანჟე




მნიშვნელოვანი ტეგები: ბლომანჟე, blomanje, momzadeba, rogor, მოვამზადოთ, როგორ, movamzadot












გადმოწერა :

გადმოიწერე 3 : Blomanje / ბლომანჟე





 (ხმების რაოდენობა #: 23)
ავტორი: Danke

მსგავსი სიახლეები


კომენტარის გაკეთება
კომენტარების დასასრული

პოპულარული სიახლეები
კალენდარი
«    ივნისი 2013    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
რეკლამა
MzaSaitebi.Com    

Designed by MiCRON © 2011
© 2011 Copyright, DAIKIDE.NET
რეკლამა - 468x60