Narkomania / ნარკომანია

Narkomania / ნარკომანია


ნარკომანია ჩვენი დროის ერთ–ერთი დამანგრეველი დაავადება, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვებრძვით მაგრამ რეალური შედეგი ჯერ არ ჩანს . წამალდამოკიდებულება ანგრევს ადამიანის ორგანიზმს. იწვევს ფსიქიკურ პრობლემებსა და აზიანებს თავის ტვინის უჯრედებს, რასაც სავალალო მდგომარეობამდე მიჰყავს წამალდამოკიდებული.


ოცდამეერთე საუკუნეში, ადამიანს ძალიან უჭირს ჯანმრთელობის შენარჩუნება. თანამედროვე სამყარო სავსეა ხმაურით, შხამიანი გამონაბოლქვებითა და სტრესით. აღნიშნულ სირთულეებს შეუძლიათ, ნებისმიერი ჩვენგანი ამოაგდოს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. სუსტი ნებისყოფის მქონე საზოგადოება კი ძალიან ადვილად ჰყვება ცდუნებას და პრობლემების თავიდან არიდებას ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით ცდილობს. სტატისტიკის თანახმად, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რაოდენობა, დღითი დღე იზრდება.

მსოფლიო ბაზარზე, ყველაზე მოთხოვნადი ნარკოტიკი ჰეროინია. მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90 პროცენტი ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანების სამედიცინო დაწესებულებებში, მიმართვის 60 პროცენტი ჰეროინზე მოდის, რადგან ჰეროინი ადამიანის, ყველაზე სწრაფ ფიზიკურ და ინტელექტუალურ დეგრადაციას იწვევს და ნარკოტიკებით სიკვდილიანობის ყველაზე მეტი პროცენტიც მასზე მოდის.

ჰეროინის გაყიდვები, მსოფლიო ბაზარზე 56 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ეს თანხა ძირითადად ტერორისტებს, კრიმინალებს და კორუმპირებულ რეჟიმებს კვებავს. იგი ავღანეთის თალიბების შემოსავალის ძირითადი წყაროა.

“გაერო”-ს მონაცემებით, ამიერკავკასიაში წელიწადში 11 ტონა ჰეროინი შემოდის ორი ძირითადი მარშრუტით I. ავღანეთი-ირანი-აზერბაიჯანი – 9 ტონა და II. ავღანეთი-შუა აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი – 2 ტონა. აქედან, 7 ტონა საქართველოს საზღვაო პორტებიდან (ძირითადად ფოთის პორტი) გადის ევროპაში. რეგიონში რჩება 4 ტონა ჰეროინი.

ადვილი საანგარიშოა, რომ საქართველოზე მოდის რეგიონში მოხმარებული ნარკოტიკების მინიმუმ 59 პროცენტი ანუ 2,4 ტონა ჰეროინი. აქედან გამომდინარე, საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში 1 ნარკომანი წელიწადში მოიხმარს მინიმუმ 30 გრამ ჰეროინს, საქართველოში ჰეროინის მომხმარებელთა რაოდენობა 80 00–ია, რასაც ექსპერტთა შეფასებაც ემთხვევა. საქართველოს 1000 მოსახლეზე ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში 1 ადგილზეა (17 მომხმარებელი 1000-ზე).

მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, წამალდამოკიდებულ საზოგადოებას არ აქვს საშუალება „მაღალი ხარისხის“ ნარკოტიკი მოიხმაროს. ანალოგიური პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია. ამის გამო, ნარკოტიკის მომხმარებლები მიმართავენ ისეთ ხერხებს, როგორებიცაა, ტოქსიკომანია, ანუ ლტოლვა, არა მარტო ზოგიერთი ნივთიერების შესუნთქვით გამოწვეულ ეიფორიისაკენ, არამედ ფსიქოტროპულ, დამამშვიდებელ და საძილე ნივთიერებების მიმართაც. დადგენილია, რომ მოზარდთა 7-10 %-ს ერთხელ მაინც აქვს შესუნთქული ესა თუ ის ინჰალანტი.

წამალდამოკიდებულება ანგრევს ადამიანის ორგანიზმს. იწვევს ფსიქიკურ პრობლემებსა და აზიანებს თავის ტვინის უჯრედებს, რასაც სავალალო მდგომარეობამდე მიჰყავს წამალდამოკიდებული.

ნარკოტიკების მოხმარება, თავის ტვინის დაზიანებას იწვევს, რაც ვლინდება მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითებაში, ემოციური აშლილობების განვითარებაში, ნებისყოფის დაქვეითებასა და არაკონტროლირებად ქცევაში. ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ხშირია გულსისხლძარღვთა, რეპროდუქციულ და იმუნურ სისტემათა, ღვიძლისა და სახსრების დაზიანება.ნარკოტიკების ინფექციური მოხმარება არის უკურნებელი ინფექციური დაავადებების – შიდსისა და ჰეპატიტების – გავრცელების მთავარი მიზეზი. საქართველოში აივ ინფექციით დაავადებულთა თითქმის ორი მესამედი ნარკოტიკების მომხმარებელია, ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ყოველი მეორე დაავადებულია C ჰეპატიტით.

სპეციალისტების თქმით წამალდამოკიდებულება განკურნებადია. პირველ რიგში აუცილებელია დიდი ნებისყოფისა და მყარი ალტერნატივის გამომუშავება. ამჟამად საქართველოში გარდა ხანგრძლივი რეაბილიტაციური პროგრამებისა, მოქმედებს ყველა სახის მკურნალობა ნარკომანიის წინააღმდეგ, რაც კი ცნობილია მსოფლიოში. ეფექტი დამოკიდებულია პაციენტის სურვილზე, თუ რამდენად სურს მას უარი თქვას თვითმკვლელობით ტკბობაზე

Narkomania / ნარკომანია


მსგავსი სიახლეები:
  • Sex Sigareti da Qalis orgazmi / სექსი სიგარეტი და ქალის ორგაზმი
  • Shidsi / შიდსი
  • Es Sainteresoa / ეს საინტერესოა
  • Siyvarulis Saidumloebebi Tavis tvinshi / სიყავრულის საიდუმლოებები თავის ტვ ...
  • kokaini - narkomaniis istoria / კოკაინი და ნარკომანიის ისტორია
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა