Masonebi / მასონები

Masonebi / მასონები


დიდი ხანია უკვე ბევრი ეჭვი და მოსაზრება არსებობს მასონთა ლოჟების, წარმოშობის და მათ მიერ მსოფლიოს მართვის შესახებ, გთავაზობთ რეალურ ფაქტებს რომლის წაკითხვის შემდეგ თქვენ თვითონ გაიაზრებთ ყველაფერს...

ხვლიკ-ღმერთებიდან შავ ვერტმფრენებამდე

თეორია გლობალური შეთქმულების შესახებ

არა, გლობალური თეორია არ არსებობს, არამედ არსებობს გლობალური შეთქმულება. მწერალი ილკა კიულავაარა (Ilkka Kylჰvaara) ნათელს ჰფენს შეთქმულებების უკანა ფონს. ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ “ღმერთები” მოგვევლინენ ციდან და მათი ვაჟები შეერწყენ ადამიანის ქალიშვილებს. წაიკითხე , შეტოპე შეთქულების ბირთვში და რასაც გარშემო ხედავ სულ სხვა სახით წარმოგიდგება…

1989 წელს ისრეალელმა არქეოლოგმა ქალმა Naama Goren-Imbar:მა მდინარე იორდანეს ნაპირთან იპოვა ხის ნაჭერი. ხის ნაჭერი გაპრიალებული იყო ე.ი. დამუშავებული რაღაცა მჭრელი იარაღით. ნახშირიის იზოტოპით შესწავლის შედეგად ამ საგნის ასაკად დადგინდა – 500 000 წელი. ეგ როგორ, ნუთუ ამაზეც არსებობს თეორიული პასუხი?

ყველა დიდ სარწმუნობა ღმერთებზე ლაპარაკობს, რომელნიც ციდან ჩამოვიდენ. იოანე ნათლიმცემელი სახარებაში ხატოვნად აღწერს კოსმიურ ხომალდებს. Erik von Dჰniken: მა საკუთარი თეორიისა და ფაქტიური მასალის შერწყმის შედეგად საკმაო არეულობა გამოიწვია 1970 წელს.

მას შემდეგ ადამიანნი დავბრძენდით. ვისწავლეთ, რომ უახლოეს ვარსკვლავამდე კოსმიური ფრენა შეუძლებელია, მაგრამ საკუთარ მზის სისტემაში კოსმოსური ფრენა ადამიანისთვისაც კი შესაძლებელი გახდა. მარსსა და იუბიტერს შორის ასტეროიდების სარტყელი მდებარეობს, რომელიც სრულიად შესაძლოა, რომ მეათე პლანეტის ნარჩენები იყოს.

გველეშაპის საგვარეულო

თქმულება ლეგენდარულ ანგელოზზე ლუციფერზე საფუძვლად დაედო მითს, რომლის მიხედვითაც კავკასიიდა ინდოეთისაკენ და ევროპისაკენ მიგრირებული არიელები გველეშაპის საგვარეულოდან იყვნენ. დინოზავრები დღემდე რომ შემორჩენილიყვნენ სრულიად შესაძლებელია, რომ ადამიანისმსგავსი არსებები ყოფილიყვნენ. ვითომდაც რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი ციდან ჩამოსული “ღმერთები”?!

ბიოლოგები დიდი ხანია ეძებენ ევოლუცის თეორიის შესავსებად ჯაჭვის უცნობ რგოლს. ხომ შესაძლებელია, რომ “ღმერთებს” გენეტიკური მანიპულაციის მეშვეობით “შექმნეს” homo erectus: ისა და საკუთარი გენებისგან homo sapiens:ი, საჭირო შინაური ცხოველი მობატონე რასისათვის. დიდი რელიგიები იმეორებენ ერთსა და იგივე თქმულებას: ღმერთთა ვაჟიშვილების ადამიანთა ქალიშველებთან შერწყმაზე.

ევროპის ცისფერსისხლიანებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ გველეშაპის საგვარეულოდან იყვნენ. ლონდონსიტის იცავს ფარი, რომელზეც გველეშაპი და მალტის წითელი ჯვარია გამოსახული. თუ გინდა შეიტყო რატომ, გააგრძელე კითხვა.

გასაიდუმლოებული ცოდნა

კავკასიელმა არიელებმა (caucasian = თეთრს ამერიკულ ინგლისურად). უძველესმა ეგვიპტელებმა და მაიას ტომმა კარგად იცოდნენ მზის ლაქების ზემოქმედების შესახებ დედამიწის მაგნიტურ ველზე. ძლიერი ცვლილებები ყოველგვარი სიცოცხლის გამრავლების ფრეკვენციაზე რომ ახდენდა ზეგავლენას.

რომის ეკლესიამ თავიდანვე აკრძალა ყოველგვარი “ვარსკვლავებზე მარჩიელობა”. იმისდა მიუხედავად, რომ ნიკეს ეკლესიათა კრებას 325 წელს შამანისმაგვარი მოხუცებიც ესწრებოდენ ჯერ კიდევ. ამის მაგივრად კრებამ მზის უძველესი სიმბოლო, ჯვარი შემოიტანა გამოყენებაში.

ამბობენ, რომ მაროვინგების მეფეთა გვარში იესოს სოსხლი ჩქეფდაო. ამიტომ იყო რომ სამხრეთ საფრანგეთში ძლიერი კერეტული მოძრაობები წარმოიშვა, რომლებიც რომაულმა ეკლესიამ ძალით მოსრა. ყოველგვარი ცოდნა ეკლესიის გარემოში შემოიზღუდა. ამისდა მიუხედავად ჯვაროსნული მოძრაობის დროს იერუსალიმის დასაცავად წასული რამდენიმე ჯვაროსანი რაინდი (ღარიბი რაინდები) სოლომონის (ჰეროდეს) ტაძრის ქვის ფეხის არქეოლოგიური გათხრებით უფრო დაინტერესდა. დამატებითი ცნობები სარკინოზებისაგან და მთაში მცხოვრებ მოხუცთან, ჰაშიშის მწეველ დაქირავებულ მკვლელისაგან მიიღეს. ტაძრის სარდაფში იყო ეგვიპტური ოთახი, სადაც გასაიდუმლოებული ცოდნა იყო შეკრებილი.

რაინდთა მემკვიდრეობა

ტაძრის რაინდები ქრთამითა და საბანკო მოღვაწეობით გამდიდრდენ. რომის ეკლეიის აზრით ისინი მიუღებელ რაღაცეებს ეთაყვანებოდენ, “ღმერთის თავსა” და ბაპჰომეთს ( Baphomet Baph”o*met, n.[A corruption of Mahomet or Mohammed, the Arabian prophet: cf. Pr. Bafomet, OSp. Mafomat, OPg. Mafameda.] An idol or symbolical figure which the Templars were accused of using in their mysterious rites. 1307 წლის 13 რიცხვში, პარასკევს ავინიონში რომის პაპმა ფრანგების, ფილიპ ლამაზის წაქეზებით დარტყმა განახორციალა ტაძრის რაიდების ყველა ფრანგულ ლოჟაზე. ამისდა მიუხედავად მოახერხეს პარიზის დიდი ლოჟის განძის ღამით გატანა და სენის დინებით მისი ტრანსპორტირება უსაფრთხო ადგილას. რაინდებმა თავიანთი მოღვაწეობა სხვადასხვა სახელით გააგრძელეს. ახალი ამაში არაფერი ყოფილა, როდოსზე და მალტაზე მოღვაწეობისას მათ კუნძულის სახელები გაითავისეს. კოლუმბუსს აფრაზე მალტის ჯვარი ჰქონდა გამოსახული ამერიკაში ნაოსნობისას.

ტაძრის რაინდებისგან მასონებმა მემკვიდრეობით მიიღეს სიმბოლოკა და ცოდნა (fréres mason-თარგმანში შეცდომაა, ქვისმთლელთა საძმო=freemasons). რადგან გასაიდუმლოებული ორგანიზაციის წევრები სთვლიდენ თავის თავს არიელებად და აქედან გამომავალი – გველეშაპის საგვარეულოს შთამომავლებად, მრავალ გოთურ ეკლესიაში გამოსახულია ქვეწარმავლები და ეშმაკები, ეს უკანსკნელი ლუციფერის თაყვანსაცემად.

ტაძრის რაინდთა ფერებით- შავით და თეთრით არის მასონთა ლოჟების იატაკებიც ჭადრაკულად შეფერილი. ვატიკანის სიმბოლოები – გუმბათი და გადაჯვარედინებული ციური სამეფოს გასაღებები შეფარულად ტაძრის რაინდთა სავაჭრო დროშა: თავის ქალა და გადაჯვარედინებული ძვლები. იგივე აქვს სიმბოლოდ იელის უნივერსიტეტის საიდუმლო ორგანიზაციას Schooll and Bones, რომლის წიაღშიც გამოიზარდა შეერთებული შტატების მრავალი გავლენიანი ადამიანი მაგ. George Bush

განათებულნი

1776 წლის პირველს მაისს იეზუიტი მღვდლის და ინგოლსტადტის პროფესორის Adam Weishaupt ის ხელმძრვანელობით დაარსდენ Illuminate- ები, გასხივოსნებულები ე.ი. გასაიდუმლებული ორგანიზაციის იერარქიულ სტრუქტურას იეზუიტებს დაესესხენ, ხოლო მიზანი მსოფლიო ხელისუფლება იყო, ერთი რწმენა და ერთი იდეოლოგია.
გასხივოსნებულთა მიზნები:
1. მონარქიისა და ყოველგვარი ორგანიზებული მმართველობის ლიკვიდაცია
2. კერძო საკუთრების ლიკვიდაცია
3.მემკვიდრეობის უფლების ლიკვიდაცია
4. ნაციონალიზმის ლიკვიდაცია
5. ოჯახის ლიკვიდაცია
6. სარწმუნოების ლიკვიდაცია

სხივოსნებმა დაიწყეს მასონთა ლოჟებში შეღწევა, მაგრამ მათი კურიერი მეხმა იმსხვერპლა, მისი თანამგზავრი დოკუმენტები კი გამჟღავნდა და ამის გამო გასხივოსნებულებს მოუწიათ ბაიერიდან გაქცევა, მათ შორის საფრანგეთშიც.

ახალი ატლანტიდა

ემიგრანტებთან ერთად მასონობა ამერიკასაც ეწვია. იმისათვის, რომ ახალი, იდეალური სახელმწიფო შექმნილიყო პირველ რიგში მეტროპოლიისათვის, ინგლისისათვის უნდა დაეღწიათ თავი.
ბრიტანეთში, კომპანია აღმოსავლეთ-ინდოეთის ლობირების შედეგად გამოცხადდა Tea Act, რის შედეგადაც ბრიტანულ გემებს ნება დაერთოთ უგადასახადოდ შემოეტანათ ჩაი ჩრდილო ამერიკაში. ეს კი ყველა კონკურენტს გააკოტრებდა. ბოსტონის St. Andrew ის ლოჟის მასონებმა Mohawk ინდიელების კოსტუმები გადაიცვეს, მოაწყვეს ბოსტონის ჩაის წვეულებები, აიჭრენ Darthmouth ხომალდზე და მთელი ჩაის ტვირთი ზღვაში გადაყარეს.

ჩრდილო ამერიკის განმანთავისუფლებელი ომის დროს ბრიტანელები და რევოლუციონერი მასონი გენერლები თავს არიდებდენ ერთმანეთთან ბრძოლას. და როცა ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერა შედგა, 56 ხელმომწერიდან 50 მასონი იყო. პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის სავარძლის ზურგზე ამოჭრილი იყო ამომავალი მზე, არიელების მზის სარწმუნოების სიმბოლო.

ფრანგების საშინელი ხელისუფლება

საფრანგეთის სამეფო კარზე რევულუციის დაწყებამდე ყველაფერი წესრიგში იყო. ჯაკობინელები ამ დროს უკვე მთელი ძალით მოქმედებდენ და მათ დახმარებაც მიიღეს ბაიერიდან სხივოსნების სახით.

ორლეანის თავადმა – შეთქმულების ერთ-ერთმა მთვარმა ფიგურამ ხორბლის მოსავლის მასიური შესყიდვით გამოიწვია ხელოვნური შიმშილობა. მან დაიქირავა ორასამდე მარსელელი პარიზის ქუჩებში არეულობის გამოსაწვევად. ბასტილია, იარაღისათვის და არა რამოდენიმე ტუსაღის გასანთავისუფლებლად აიღეს.

თომას ჯეფერსონი, რომელიც იმ ხანად ამერიკელი ეკლჩი იყო პარიზში აღფრთოვანებული იყო სისხლიანი თამაშებით.

ლუციფერის თაყვანისმცემლებს – ასე მაგალითად დრუიდებს და სხვა კერპთაყვანისმცემლებს სჯერათ რომ ადამიანთა მსხვერპლი აძლიერებს მათი სათაყვანებელის აურას. მოგვიანებით მიხეილ გორბაჩოვმა მისი ამერიკაში ვიზიტის დროს მეუღლესთან ერთად ვოშინგტონში ყოფნისას ღირსშესანიშნაობებიდან მხოლოდ ჯეფერსონის მემორიალის ნახვა მოინდომა. მასონი მასონს პატივს აგებს.
სიმბოლოები

გარდა იმისა, რომ სიმბოლოები მეტად საჭიროა, გასაიდუმლოებულ ორგანიზაციისათვის მათი სტრუქტურების პირამიდული ნაგებობა არის დამახასიათებელი. ქვედა საფეხურებმა არ უნდა იცოდენ მათი ორგანისაციის ნამდვილი მიზნები. ცისფერი ლოჟის, სამი ყყველაზე დაბალი საფეხურის ლოჟის მამაკაცებს სიმართლეს ისეთს ეუბნებიან, როგორიც მისი გაგებისათვის საჭიროდ მიაჩნიათ. მასონების 80 პროცენტს ასეთი კეთილი ნების ადამიანები წარმოადგენენ. 32 საფეხურამდე ასვლას მხოლოდ მეხუთედს ეწიფება ხელთ. ალბერტ პიკე თავის Morals and Dogma ში ხსნის ამას, თუ რატომ უნდა იცრუო დაბალ საფეხურზე მდგომ უმცროს ძმასთან. სამეფო და საეკლესიო წრეებში კარგად იციან, რომ მხოლოდ ხახვის ფურცლებში გადამალულისდაგვარად შეინახება საიდუმლო ასწლეულობით გაუმჟღავნებელი. 32 საფეხურზე მდგარმა მასონმა უკვე შესანიშნავად უწყის, რომ ბრძორა გვირგვინისა და კვერთხისათვის მიდის.

როცა ვოშინგტონს დედაქალაქად აშენებდენ არქიტექტორად მასონი, ფრანგი მაიორი Pierre CharlesL´Entant იყო. მოედნებისა და ქუჩების გადაკვეთით პენტაგრამა შეიკრა, რომლი ქვედა სხივი თეთრ სახლით გვირგვინდება,

ვაშინგტონის ობელისკითეატრი სახლის სამხრეთით არაა, მაგრამ ზუსტად 13 კვარტალითაა სამხრეთ მიმართულებით დაცილებული ვაშინგტონის მასონთა მთავარი ლოჟის შენობას. დოლარზე გამოსახულია პირამიდა და ყველაფრის მომზირალი თვალი წარწერითურთ – მსოფლიო ახალი წესრიგი. შეერთებული შტატებში დროშაზე 13 ზოლია და შეერთებული შტატების ღერბის არწივს ბრჭყალებში 13 ისარი და 13 ხის ტოტი უჭირავს. ფრინველს ადრე კისერზე ქოჩორიცა ჰქონდა, რომელი ფენიქსზე მიანიშნებდა

ახალი მსოფლიო წესრიგი

დოლარის ფულის ნიშანს აწერია AnnutCoeptis და Novus Ordum Seclurum, რაც მსოფლიო ახალი წესრიგის დამყარებას ნიშნავს. ფულის ნიშანი მშვენივრად ესადაგება სხივოსანთა მსოფლიოს ხედვას.

ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომების დროს როტშილდების კურიერებს თავისუფლად მოძრაობის ნებართვა ჰქონდათ ფრონტის ხაზების ორივე მხარეს. ოკეანის გაღმა იბადებოდნენ როკფელერების და მათი კომპანიონების იმპერიები. სხივოსნებს დაესესხა კარლ მარქსიც მსოფლიო მოწყობის მოდელის შექმნაში, რომელი თავისი “გაუგებრობის” გამო საერთაშორისო ბანკირების წისქვილზე ასხავდა წყალს. კომუნისტურ მანიფესტში მარქსი მოითხოვდა პროგრესიული დაბეგვრის შემოღებას და ძლიერ ცენტრალურ ბანკს, რასაც ბანკირებიც დიდი სიამოვნებით უჭერდენ მხარს.

საშემოსავლო ბეგარის შემოღება

შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის ხარჯების დასაფარავად მოითხოვდენ საშემოსავლო ბეგარის პროცენტით მომატებას, რომელიც დროებითად შემოიღეს კიდევაც. მრავალი მცდელობისდა მიუხედავათ საერთაშორისო ბანკირებმა მხოლოდ დროებით შეძლეს ცენტრალური ბანკების დაარსება. მაგრამ თავიანთი კაცის- Woodrow Wilson ის თეთრ სახლში შეყვანის შემდეგ საშემოსავლო ბეგარა დააბრუნეს და შექმნეს კერძო ცენტრალური ბანკი Federal Reserve.

საშემოსავლო დაბეგვრის უპირველესი ამოცანა იყო სახელმწიფოსათვის სახსრების აგროვება, რათა შესძლებოდათ საერთაშორისე ბანკებისათვის ვალების პროცენტებითურთ დაფარვისა. პირველმა მსოფლიო ომმა შეერთებული შტატების ვალი 1 მილიარდიდან 25 მილიარდამდე გაზარდა. ე.ი. FED მა ფულის ბეჭდვის უფლება მოიპოვა, რათა იგი სახელმწიფოსათვის ესესხებია. ბიზნესის საუკეთესო საშუალებაა- არაფრისაგან ფულის გაკეთება.

რასაც უყურებთ ის არაა

სხივოსნების შემუშავებული მეთოდები მიზნების მისაღწევად ითვალიწინებდა ადამიანთა ყურადღების გადატანას საჭირბოროტო საკითხებიდან შორს. დღეს ყველაფერი შემდეგნაირად ვითარდება: ახალგაზრდობის კორუმპირება, ტრადიციულად საზოგადოებაზე ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მწველი ზემოქმედება.

შემთხვევით არა ყოფილა თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის მამა de Coubertien ნავთობით გამდიდრებული ბარონი. წითელი ჯვარი მალტურის სახეშეცვლილი ვარიანტია. და ნიუნბერგის პროსეცეზე შემთხვევით არ იქნა ნაცისტების წარმოშობის ბურუსით მოცვა. პარტია აღმოცენდა ოკულტისტური Thule- საზოგადობის წიაღიდან და SS სრულებითაც არ ნიშნავს Schutzstaffel´ ს (თავდაცვით ქვეგანაყოფს), არამედ იყო სატანისტური Schwarze Sonne – შავი მზის საზოგადოება.

კერძო Watch Tower ltd´ი ( საგუშაგო კოშკი = ძველი ოკულტისტური სიმბოლო) “ფლობს” იეღოველებს, და “გადამრჩენელი არმიას” სიმბოლოდ როტშილდების წითელი ფარი აქვს.

Round Table, Royal Institut on International Affairs, Council on Foreign Relations, რომელთა რიგებში სახელმწიფოს საუკეთესო ბიჭები ირიცხებიან, ახალ მსოფლიო წესრიგს უმიზნებენ.

ახალი მონათმფლობელური საზოგადოებისაკენ

ანგელოზები ეშმაკებად იქცევიან. Cecil Rhodes´ის მემკვიდრეობით აშენებულ როდესის ინსტიტუტში მსოფლიო სხვადასხვა კუთხეებისათვის ამზადებენ ახალგაზრდებს ახალი მსოფლიო წესრიგისათვის. ერთ-ერთ


მსგავსი სიახლეები:
  • Gamogonebebi / გამოგონებები
  • Sikvdilis Saidumlo / სიკვდილის საიდუმლო
  • Nikolo Makiaveli / მაკიაველი ნიკოლო დი ბერნარდო (1469-1527)
  • Qalis Orgazmis Saidumlo / ქალის ორგაზმის საიდუმლო
  • kokaini - narkomaniis istoria / კოკაინი და ნარკომანიის ისტორია
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა