chama da sexi (seqsi) / ჭამა და სექსი

თბილისის კინოთეატრებში წარმოგიდგენთ რეჟისორ გიორგი ლიფონავას ახალ ფილმს "ჭამა და სექსი".

ფილმის სცენარისტები არიან მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე და ქეთი დევდარიანი. დამდგმელი ოპერატორი გელა ჩინჩალაძე.

ფილმი შედგება ნოველებისგან, რომლებიც ეხება ყველაზე მთავარ ადამიანურ ინსტინქტებს, ჭამას და სექსს. ყველა ნოველა დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, სრულიად ახალი კუთხით ასახავს თანამედროვე ქართულ ყოფით რეალობას და ძალიან ღრმა და ამავდროულად თბილი, თუმცა უკომპრომისო იუმორით ახასიათებს ქართული ოჯახებისა და შეყვარებული წყვილების ურთიერთობებს.

ლევანი და მაკა გადადიან საცხოვრებლად მაკას მშობლებთან რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ახალგაზრდა წყვილს სიყვარული და მოფერება შესაძლოა სპონტანურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოუნდეთ და რა მათი ბრალია, თუკი ოჯახს სადილად ლობიო აქვს, მწნილს კი აივანზე ინახავენ, სადაც ვერ აღმოჩნდები, თუ ლევანის და მაკას საძინებელი ოთახი არ გაიარე.

ნოდიკოს და სალომეს პირველი ღამე აქვთ ქორწილის შემდეგ ფეშენებელური სასტუმროს ძვირადღირებულ ნომერში – ამ დღეს ისინი დიდხანს ელოდნენ, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც მათ წარმოედგინათ, რადგან მეგობრის რჩევა სტრესის მოსახსნელად ნოდოს გაუთვალისწინებლად უმწეო მდგომარეობაში ჩააგდებს, სალომე კი ბრაზდება და თვრება.

სამი მეგობარი გენო, დათა და კირპიჩა დათას ბიძის გასვენების შემდეგ წყნეთის აგარაკზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთად ადიან გასართობად და სტრესის მოსახსნელად. თან მიაქვთ ქელეხიდან გამოტანებული საჭმელ–სასმელი, გენო კი ცოლის გაკეთებულ სოკოს წაიღებს, მაგრამ მთავარი კითხვა ასეთია – მოწმდება თუ არა ლაბორატორიულად ყოველდღე სასმელი წყლის ქიმიური შემადგენლობა.

გიგა და ნათია სამი წელია ცოლ–ქმარი არიან, მაგრამ ჯერ შვილი არ ყავთ, ნათია მარხვაზეა, გიგაც, თუმცა ნათია არაა დარწმუნებული, რომ გიგას სამსახურში ყოფნისას სული არ წასძლევს, გარშემო ხომ ამდენი ცდუნებაა – გიგას ახალი სიმპატიური უფროსი, გემრიელი საჭმელები. ქმრის შთაგონების წყაროდ დარჩენა აუცილებელი ხდება, მაგრამ თავშეკავებაც ხომ ნებისყოფიანი ადამიანის თვისებაა.

ლიკა ზაზას ახალგაზრდა და ლამაზი ცოლია. ზაზა მასზე ძალიან ბევრს ეჭვიანობს. ის კარგი სამსახურის შემოთავაზებას იღებს საფრანგეთიდან – მაღალი ხელფასი და ორწლიანი კონტრაქტი. თუმცა ცოლს თან ვერ წაიყვანს, სურს რომ მათი შვილი, პატარა ალექსანდრე ქართულ სკოლაში შევიდეს და აქ აღიზარდოს. ლიკა აღმოაჩენს, რომ ეჭვიან ქმარს დედამთილიც ჰყავს ჩართული ცოლზე თვალთვალში, ყველაფერს კი ერთვება ძალიან უცნაური მოთხოვნა, რომელსაც ზაზა გამგზავრების წინ ცოლს წაუყენებს. რას იზამს ლიკა? – არადა ეს ექიმიც ძალიან თამამი და სიმპატიურია.

2011 წლის ყველაზე სასაცილო და ხარისხიანი ქართული კომედია, აუტოფსიქოთერაპიის საათნახევარი ჩვენს კინოთეატრებში – თვითირონია ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის ინსტინქტია, ჭამა და სექსი კი ყველაზე არქეტიპული ადამიანური საქმიანობა.






მსგავსი სიახლეები:
  • Uiliam Sheqspiri / უილიამ შექსპირი
  • Ucnauri (amoraluri) Siyvaruli ? / უცნაური (ამორალური) სიყვარული ?
  • Seqsi eXtremalur Adgilebshi / სექსი ექსტრემალურ ადგილებში
  • Manqanashi Sexi Dasjadi Ar aris / მანქანაში სექსი დასჯადი არ არის
  • Saaxalwlo sufra 2012/ საახალწლო სუფრა 2012
  • Saintereso Gamonatqvamebi Seqsze / საინტერესო გამონათზვამები სექსზე
  • Sasacilo Leqsebi / სასაცილო ლექსები
  • saxis nakvtebit adamianis amocnoboba / სახის ნაკვთებით ადამიანის ამოცნობა
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა