xilis dieta / ხილის დიეტა

xilis dieta / ხილის დიეტა



ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხილის დიეტა. იმისათვის, რომ კვებით რაციონში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ხილი და გავაძლიეროთ ხილის დიეტა, საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები

ხილის დიეტის N1 წესი. ყოველთვის, როცა კი მოგინდებათ კალორიული ტორტის თუნდაც პატარა ნაჭრის მირთმევა, მის ნაცვლად მიიღეთ რომელიმე ხილის დესერტი; ნებისმიერ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებ კალორიას მიიღებთ.

ხილის დიეტის N2 წესი. სახლში მუდმივად იქონიეთ ვაშლი და რაიმე ხილის ჩირი და ეცადეთ დღის განმავლობაში პერიოდულად მიიღოთ. ეს შიმშილის გრძნობას მოგიკლავთ და დაგეხმარებათ იმაში, რომ სადილი და ვახშამი შედარებით მსუბუქად გადაიაროთ.

ხილის დიეტის N3 წესი. თუკი გვიან საღამოს მოგინდათ ნაყინის მირთმევა, ნაცვლად ამისა, მიიღეთ გაყინული ხილი. გარწმუნებთ, ნაყინის მირთმევის სურვილი ნამდვილად გაგიქრებათ.

ხილის დიეტის N4 წესი. თუკი ჩვევად გაქვთ სამსახურში დღის მანძილზე რაიმე ბუტერბროდის მირთმევა, ეცადეთ იქონიოთ გრეიფრუტი და ჯერ ის მიირთვათ და მხოლოდ ამის შემდეგ თქვენი ბუტერბროდი (რაც ნაკლებმოსალოდნელია მოგინდეთ, ხილის მირთმევის შემდეგ). იმისათვის, რომ ამ ახალ წესზე გადასვლა გაგიიოლდეთ, თავდაპირვლად ბუტერბროდები კვლავ ატარეთ სამსახურში და თუკი აღარ მოგინდებათ, კოლეგებს გაუმასპინძლდით. ერთ თვეში გრეიფრუტის მიღება უკვე ჩვევად გადაგექცევათ და ბუტერბროდების ტარება აღარ მოგიწევთ.

ხილის დიეტის N5 წესი. გადააქციეთ საუზმე ერთგვარ ნუგბარად, რომელსაც განსაკუთრებული სიამოვნებით მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს იოგურტი ახალი ხილის ნაჭრებით, ხილის სალათი, შვრიის ფაფა რაიმე ხილის ჩირით და ერთი ჭიქა წვენი.

ხილის დიეტის N6 წესი. თუ ნამცხვარი მოგინდათ, უარი არ თქვათ ამ სიამოვნებაზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის მომზადებული უნდა იყოს ხაჭოთი, ხილით და თითქმის არ უნდა შეიცავდეს შაქარს.

ხილის დიეტის N7 წესი. სახლში, გამოსაჩენ ადილზე ყოველთვის იქონიეთ ხილით სავსე ლარნაკი და როგორც კი შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მიირთვის რაიმე ხილი.


მსგავსი სიახლეები:
  • Tortebis Receptebi / ტორტების რეცეპტები
  • Blomanje / ბლომანჟე
  • Salatebi / სალათები
  • xilis torti - momzadebis wesi/ ხილის ტორტი – მომზადების წესი
  • Krabis Salati - Momzadebis wesi / კრაბის სალათის მომზადების წესი
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა