Misha Cagareli - Sasiyvarulo horoskopi / მიშა ცაგარელი –სასიყვარულო ჰოროსკოპი » DAIKIDE.NET - leqsebi, tortebi, kabebi, kulinaria
DAIKIDE.NET - Statusebi , Tamashebi , Prikolebi
ავტორიზაცია
შესვლა საიტზე
მომხმარებლის სახელი :
პაროლი :

პაროლის აღდგენა
რეგისტრაცია
მთავარი მთავარი გვერდი ლექსიკონი ლექსიკონი ჰოროსკოპი ჰოროსკოპი Flash Games Flash games რეკლამა რეკლამა კონტაქტი კონტაქტი RSS 2.0
DAIKIDE.NET - leqsebi, tortebi, kabebi, kulinaria » სხვადასხვა » Misha Cagareli - Sasiyvarulo horoskopi / მიშა ცაგარელი –სასიყვარულო ჰოროსკოპი
Misha Cagareli - Sasiyvarulo horoskopi / მიშა ცაგარელი –სასიყვარულო ჰოროსკოპი



მიხეილ ცაგარელის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი მომავალი წლისათვის. გადაიკითხეთ ეს სტატია და გაარკვიეთ როგორი წელი გექნებათ სასიყვარულო ასპარეზზე


ვერძი (21.03 _ 20.04)
სიყვარული _ იანვარში მოსალოდნელია ურთიერთობის დამყარება უცხოელებთან ან აღმოჩნდეთ რომანტიული ურთიერთობების წარმოქმნის წინაშე უცხოეთში, რამაც შესაძლოა კარდინალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. 20 მარტიდან ცდუნებების მმართველი შავი მთვარე და მოულოდნელობების მმართველი პლანეტა ურანი გადაინაცვლებენ ვერძის ზოდიაქოში, რაც აუცილებლად დაგაყენებთ არჩევანის წინაშე _ ძველსა და ახალს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ივლისის ბოლოდან თეთრი მთვარე (მფარველი ანგელოზი) ხელს შეუწყობს სულიერი წონასწორობის აღდგენას, რის შედეგად თქვენ უკეთ გაუგებთ საყვარელ ადამიანებს. ამ პერიოდიდან მთელი შემოდგომის ჩათვლით იქნებით მეტად ვნებიანი და სექსუალური. 30 მარტიდან 23 აპრილის ჩათვლით და 3_26 აგვისტოს პერიოდში მოერიდეთ საქორწინო ხელშეკრულების ხელმოწერას.

ოჯახი _ წლის პირველ ნახევარში ოჯახი იქნება თქვენთვის ერთგვარი მფარველი ანგელოზი. მარტამდე დიპლომატიურად აარიდეთ თავი ნათესავთა წინადადებებს ფინანსური დახმარების შესახებ. ამ პერიოდში უმჯობესია მათ ფული არ გამოართვათ, ეს შემდგომ პრობლემებს მოიტანს. ივლისის ბოლოდან ურთიერთგაგება შვილებთან მიმართებაში მოიმატებს, უკეთ გაუგებთ როგორც მათ, ასევე ნათესავებს, თან გაჩნდება მეტი დრო მათთან ურთიერთობისათვის. ეს პერიოდი კარგია მათთან ერთობლივი დასვენებისათვის.


კურო (21.04 _ 20.05)
სიყვარული _ გაზაფხულზე ხანგრძლივი ურთიერთობები თანდათან გადაინაცვლებენ ოფიციალურ დონეზე. ნუ ინერვიულებთ შეზუდული ფინანსური მდგომარეობის გამო. თქვენი წყვილისთვის ეს ერთგვარი კოსმიური გამოცდაა და თუ თქვენ გაუძლებთ ტესტს მატერიალურ შეზღუდვაზე, მაშინ მაღალია ალბათობა იმისა, რომ თქვენ დიდხანს იქნებით ერთად. საქორწინო წყვილებისთვის, წელს ყველაზე რთული საკითხი იქნება დაკავშირებული გაუცხოებასთან, ურთიერთობების ნაკლებობასთან, პრობლემების გასაიდუმლოებასთან. ერთმანეთის შექების სურვილის უქონლობასთან. ყველაზე პროვოკაციული პერიოდი, კი როდესაც შეიძლება შემოგეპაროთ ფიქრები განქორწინებასა და დაშორებაზე, დაკავშირებული იქნება იანვარი _ აპრილის დასაწყისის პერიოდზე. საინტერესო ნაცნობობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ ზაფხულის დასასრულს, რომლებიც შემდგომ მეტად პერსპექტიულ იერსახეს მიიღებენ. სასიყვარულო ურთიერთობებისათვის კარგი პერიოდებია: 20_24 მაისი, 26_28 ივნისი, 17_19 აგვისტო, 10_13 სექტემბერი, 15_17 და 22_24 ნოემბერი.

ოჯახი _ წელს მაღალია ალბათობა ოჯახში მატებისა ან თქვენი შვილების მხრიდან ოჯახის შექმნისა. თქვენ უფრო მეტი სიამოვნებით მიიღებთ სტუმრებს საკუთარ სახლში, ვიდრე ივლით სტუმრად. მოგიხდებათ ინტენსიური შრომა, რათა გაიუმჯობესოთ შემოსავლები. აპრილიდან მამაკაცებს სამსახურში ელოდებათ არაერთი წინასწარ განუსაზღვრელი სიტუაცია, ამიტომ მანდილოსნებს ამ პერიოდში მართებთ მეტი მოთმინების გამოვლენა და მეუღლის მხარდაჭერა. წელს ბავშვებს ძალით ნუ აიძულებთ რაიმე სექციაში ან ჯგუფში სიარულს _ შესაძლებელია მათ ამისათვის არ ეყოთ შინაგანი ტონუსი.


ტყუპები (21.05 _ 21.06)
სიყვარული _ თქველი კეთილგანწყობა, ხასიათის სირბილე მეტად მოიზიდავს საწინააღმდეგო სქესის პარტნიორებს. ურთიერთლტოლვა თქვენსა და თქვენს სასიყვარულო პარტნიორს შორის საგრძნობლად მოიმატებს. თებერვალში გამახვილდება თქვენი შარმი და სექსუალურობა, მოინატებს თქვენი მხრიდან ლტოლვა სექსუალური ექსპერიმენტებისადმი. ხშირი შეხვედრები ხელს შეუწყობენ ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობას. დაოჯახებული ადამიანებიც კი იქნებიან აღფრთოვანებულები თავისი მეორე ნახევრით. ქორწინებასთან დაკავშირებული წინადადებები კი გაორმაგდებიან. მაისიდან შინაგანი გამახვილებული ინტუიცია გაგარკვევთ პარტნიორის ჭეშმარიტ გრძნობებში. სექტემბერში უფრო მეტად მოინდომებთ, რომ მეტად უყვარდეთ სხვას, ვიდრე თქვენ. კარგი პერიოდია გაცნობის, ურთიერთობების აღდგენის და შეყვარებისთვის: 16_29 მარტი, 5_20 მაისი და 4_15 ივლისი.

ოჯახი _ წლის პირველ ნახევარში თქვენი ძირითადი ყურადრება იქნება გადატანილი საზოგადოებრივ საქმეებზე. ამიტომ, ოჯახი, ახლობლები ამ პერიოდში წვრილმანებზე არ შეგაწუხებენ. სექტემბერში კი თქვენ ეცდებით ამ პერიოდის კომპენსირებას, მათთვის საჩუქრების ყიდვით და მათი თხოვნის ასრულებით. გონების მმართველი პლანეტა მერკური, მეტად კონსტუქციულ ზეგავლენას მოახდენს თქვენზე 11-25 სექტემბრის შუალედში და გიკარნახებთ თუ როგორი სიახლეების შემოტანა იქნება უპრიანი ოჯახის წევრებისათვის. ოქტომბერში შვილები გაგახარებენ წარმატებებით. შესაძლებელია თქვენმა შვილებმა დაიწყონ ამ პერიოდში სამსახური ან ჩაერთონ აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

კირჩხიბი (22.06 _ 22.07)
სიყვარული _ რომანტიული ნაცნობობა სერიოზული პერსპექტივით მოსალოდნელია წარმოიქმნას იანვრის მეორე ნახევარში, მარტში, აგვისტოს პირველ ნახევარში, ოქტომბერში და დეკემბერში. 15_22 იანვრის შუალედში სტაჟიანი მეუღლეებიც კი იგრძნობენ თავს, როგორც ახალდაქორწინებულები. 16 იანვრიდან 14 თებერვლამდე, როგორი პრობლემებიც არ უნდა შეიქმნას ურთიერთობებში, ჰარმონია ინტიმურ სფეროში მოაგვარებს ყველაფერს. საჩუქრები ფრიად აქტუალურ ელფერს შეიძენს 20_30 იანვრის შუალედში. 9_31 ოქტომბრის პერიოდში რომანტიული ურთიერთობები საგრძნობლად გააქტიურდებიან, თუმცა ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი ემოციების, ვნების, ეჭშვიანობის გამოვლენა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დაშორებითაც დასრულდეს. განქორწინება წელს მოიტანს დიდ ტკივილს, დანაკრგებს, მათ შორის ფინანსურ დანაკარებს. მოითმინეთ და 1_11 დეკემბრის პერიოდში ურთიერთგაგება თქვენს შორის კვლავ აღდგება.

ოჯახი _ წელს ბრძენი მასწავლებელი სატურნი გაიძულებთ საოჯახო პრობლემების მოგვარებას, ამ სფეროში საკმაოდ დიდი დროისა და ენერგიის გადატანას. იანვარ_თებერვლის პერიოდი შედარებით მშვიდია. შვილებს დააკისრეთ გარკვეული ვალდებულებები. იყავით ყურადღებით, რათა ბავშვები არ მოექცნენ რაიმე ნეგატიური ზეგავლენის ქვეშ. შვილებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ თავისი პასუხისმგებლობის წილი გააჩნიათ ოჯახში. ბინის პრობლემა გადაწყდება სექტემბრის ბოლოს _ ოქტომბრის დასაწყისში. შეაძლებელია მიიღოთ სამსახურეობრივი ბინა.


ლომი (23.07 _ 23.08)
სიყვარული _ თეთრი კატის წელიწადი უკავშირდება შავი მთვარის, აღმავალი კარმული კვანძის და პლანეტა ნეპტუნის ზეგავლენას, რაც შემოიტანს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში მრავალფეროვნებას. 8 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით სამსახურში მაცდუნებელი სიტუაციაა, ფლირტის ელემენტებით. მარტის შუა რიცხვებამდე ურანი გააძიერებს ვნებიან ტემპერამენტს. აპრილ _ მაისში უცხოეთში მოგაზაურობამ შეიძლება მოიტანოს საბედისწერო შეხვედრა, რომელიც თან მოიტანს უამრავ მოვლენებსა და განცდებს. ივნის _ ივლისი სამეგობრო კონტაქტებშიც კი გამოამჟღავნებს ამურულ დამოკიდებულებას. აგვისტოდან მეტად დაუგდეთ ყური საკუთარ გრძნობებს, ეცადეთ გაიგოთ თუ რას ნიშნავს გიყვარდეთ საკუთარი თავი. შინაგანი ხმა გიკარნახებთ თუ ვინ გიყვართ ყველაზე მეტად. ოჯახის მქონე ადამიანებს კი შეიძლება შეექმანათ საკამათო სიტუაციები და კონფლიქტები მეუღლეებთან. მთავარია ყველაფერი არ აღიქვათ ზედმეტად ტრაგიკულად.

ოჯახი _ შვილებთან ურთიერთობები თქვენი ნიჭის ახლებურად გამოვლენას შეუწყობს ხელს. აპრილიდან ეცადეთ გაამაგროთ ოჯახის იმუნიტეტი, რადგან ჯანმრთელობამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ოჯახის წევრებს: შესაძლებელია ნერვოზულობა, თავბრუსხვევები, ფეხებთან დაკავშირებული ტრავმულობა და ა.შ. სექტემბრიდან თქვენი მშობლები მოინდომებენ უფრო აქტიური მონაწილეობის მიღებას თქვენს ცხოვრებაში. ოქტომბრიდან გაგიჩნდებათ დრო და სურვილი სახლში რემონტის ორგანიზებისა, მითუმეტეს, რომ ნათესავებიც დათანხმდებიან თანხის ნაწილის საკუთარ თავზე აღებას.

ქალწული
სიყვარული _ წლის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე ეცადეთ მეტად გამოავლინოთ და განავითაროთ ხასიათში დიპლომატიურობა, გაერკვიეთ თქვენს პრობლემებში და ნუ მოახვევთ მათ პარტნიორებს, რათა ამით არ შეუწყოთ ხელი ურთიერთობების გაუარესებას. 19 აპრილიდან _ ივლისამდე, 14 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე და 23 ნოემბრიდან წლის ბოლომდე მოგეცემათ საშუალება მდგომარეობის გამოსწორებისა. თუ თქვენ შეყვარებული არ გაყვთ მაშინ 10-20 თებერვლის შუალედში შესაძლებელია აღმოაჩინოთ სიყვარულის ნაპერწკალი ადამიანთან, რომელიც თქვენი ურთიერთობის ახლო წრეში რტიალებს. 4_22 თებერვლის შუალედში თქვენი შინაგანი შარმი, მიზიდულობა იმდენად მოიმატებს, რომ მის წინაშე თქვენი ხელმძღვანელიც კი გულგრილი არ დარჩება. 20 აპრილი _ 20 მაისის შუალედში სასიყვარულო პარტნიორს შეიძლება შეხვდეთ შორს სახლიდან. კარგი პერიოდია ნიშნობისა და ქორწინებისთვის 5_14 თებერვალი.

ოჯახი
_ წლის დასაწყისიდან 23 აპრილამდე, მეუღლე საკუთარი ხასიათის ყველა პლიუს_მინუსებს სრული შემადგენლობით გამოავლენს. მიიღეთ იგი ისეთად, როგორიც იგი არის, რაც ხელს შეუწყობს ძველი პრობლემების უფრო ადვილად გადაწყვეტას. ის ვინც ცხოვრობს მშობლებთან ერთად, ნუ იფიქრებს ეხლა მათთან განცალკევებაზე, რადგან შედეგი არ გაამართლებს მოლოდინს. 6 აგვისტოდა 6 სექტემბრამდე შესაძლებელი იქნება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 13 მარტიდან თქვენს ფინანსურ გასავალში ტყიულად ნუ გაითვალისწინებთ მეუღლის ფინასებს. სამაგიეროდ 15_20 აპრილის და 5_15 მაისის შუალედში, იგი თქვენს საქმეებში სპონტანურად მოგევლინებათ. აკონტროლეთ ბავშვები, თქვენი ყურადღება მათ დაიცავთ შეცდომისაგან.


სასწორი (23.09 _ 23.10)
სიყვარული_ წელს ურთიერთობებში შესაძლებელია რევოლუციური სიტუაცია შეიქმანას. მოქმედების ძველი მოდელები მოძველდნენ და უკვე აღარ ამართლებენ, ახალი მოდელები კი ჯერ არ გიპოვიათ. პლანეტა პლუტონი, ხელს შეუწყობს დაძაბული ატმოსფერეროს ჩამოყალიბებას, ამასთანავე პლანეტა ურანი გიზიდავთ რომანტიული ხიბლით ჯერკიდევ უცნობი პერსპექტივებისა და ნაცნობობისაკენ. იუპიტერი გააღვივებს თქვენში ეგოიზმს და სურვილს ყველაფერში პირველობისა. პლანეტა სატურნი კი გააძლიერებს სურვილს ყველსგან დამალვისა, რათა გაერკვეთ იმ ურთიერთწინააღმდეგობრივ ტენდენციებში, რომლებიც ხლიჩავს თქვენს ნატურას. ძირითადში კი რომანტიკოსი ნეპტუნი და მშვენიერების პლანეტა ვენერა გიბიძგებთ შერიგებისკენ და სიყვარულის აქტიური ძიებისაკენ. იანვარ _ თებერვალ _ მარტის პერიოდში შეიძლება ახლი ნაცნობობისა და სიყვარულის წინაშე აღმოჩნდეთ. აპრილ _ მაისში კი ეს გრძნობები გაცივდება და თქვენ შეიძლება დაშორდეთ ერთმანეთს. აგვისტოში მზად იქნებით, რომ სიყვარული აჩუქოთ ყველას.

ოჯახი _ იანვარ_თებერვალში თქვენი ყურადღება იქნება გადატანილი აღმზრდელობით საკითხებსა და პრობლემებზე, აგრეთვე ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე. შესაძლებელია რაღაც პერიოდით მოგიხდეთ საცხოვრებლად გადასვლა მშობლებთან ან მათი გადმოყვანა თქვენთან. მარტიდან კი აღმავალი კარმული კვანძის ზეგავლენის შედეგად მოგიხდებათ მეტი დახმარების გაწევა ახლობლებსა და მეგობრებისადმი. მარტიდან ივნისამდე მაღალია სხვადასხვა კამათში თქვენი ჩართვის ალბათობა. იმოქმედეთ რინციპით “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”, სანამ რაიმეს იტყვით ან ჩაერთვებით ამ საკამათო სიტუაციებში, ამით როგორც საკუთარ თავს, ასევე ახლობლებს შეუნარჩუნებთ სიმშვიდეს.


მორიელი (24.10 _ 22.11)
სიყვარული _ წელს მოგიხდებათ არაერთი რთული საკითხის გადაწყვეტა: გაზაფხულის დაწყებისთანავე და წლის ბოლომდე. აღმოჩნდებით უამრავი ცდუნების, ვნების, სექსუალური სურვილების წინაშე, თუმცა შინაგანი მორალური მდგომარეობა ხელს შეუშლის მათი უმრავლესობის რეალიზაციას. ეცადეთ იპოვოთ ოქროს შუალედები, ფსიქოლოგიურ აკრძალვებსა და სექსუალურ სურვილებს ან ეჭვიანობას შორის. პერიოდი უკონტროლო შეყვარებისა საგრძნობლად გამოგფიტავთ, წლის პირველი სამი თვის განმავლობაში. განსაკუთრებით რომანტიული ნაცნობობისათვის, ფლირტისა და შეხვედრებისათვის, აქტიურ პერიოდებს წარმოადგენენ: 1_22 იანვრის, 5 ივნისის _ 5 აგვისტოს შუალედები. ახალი შეხვედრები ადვილად გადაიზრდებიან სერიოზულ ურთიერთობებში. 19 თებერვლის და 21 აპრილის შუალედი ხელს შეუწყობს აქტიურ და ლამაზ პაემნებს, ამიტომ ეცადეთ ამ პერიოდში ხშირად იმყოფებოდეთ სტუმრად, მეგობრულ წვეულებებზე და სხვა გასართობ ადგილებში. სტუდენტებმა შესაძლებელია იპოვონ მთელი ცხოვრების სიყვარული, ხოლო ოჯახურ წყვილებში 20 აპრილი _ 25 მაისის შუალედი განსაკუთრებულ სინაზეს შემოიტანს.

ოჯახი _ იანვრის მეორე ნახევარი მეტ იდილიას შემოიტანს თქვენს ოჯახურ ურთიერთობებში. წელს მეტად დაუგდეთ ყური ახლობლებს, საიდანაც ბევრ რაიმეს ისწავლით. აპრილიდან_დეკემბრამდე დაიცავით ზომიერება ახლობლებთან ურთიერთობისას, მეტად იაქტიურეთ მათთან ვინც ამის შესახებ გთხოვთ. 17 იანვრიდან 22 თებერვლამდე ოჯახი უფო მეტად შეიკვრება რაიმე საერთო საქმით, მაგალითად რემონტით, ავეჯის გადააგილებით, მაღაზიებში გასეირნებით. სკოლის მოსწავლეებმა მეტი უნდა იფიქრონ უმაღლესი განათლების პერსპექტივებზე. ივნისიდან კი მეტი დრო დაუთმონ რეპეტიტორებთან სწავლას. აგვისტოს ბოლოდან მეუღლეებმა მეტად უნდა დაუგდონ ყური ერთმანეთის რჩევებს.


მშვილდოსანი (23.11 _ 21.12)
სიყვარული _ წელს, მეტად მაცდუნებელი შავი მთვარის და ადვილად შეყვარებადი პლანეტა ურანის ენერგიების ზეგავლენის შედეგად, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ სხვადასხვა სიტუაციებში. მარტის ბოლოდან ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მეტი თვითკონტროლი დაუწესოთ თქვენს გრძნობებს, ავანტიურულ მოქმედებებს, ლამაზი თვალების სცრაფად შეყვარებას “გულმხურვალე” დაპირებებს და ა.შ. ანუ კარგად უნდა გაარჩიოთ სიკეთე ბოროტებისაგან, რაშიც აქტიურად დაგეხმარებათ თეთრი მთვარე (მფარველი ანგელოზი). სასკიეთო პერიოდია ქორწინებისათვის, ხოლო მათ ვინც გადალახა 20 წლიანი საიუბილეო ზღვარი ქორწინებისა მეტი სიფრხილე მართებთ, რადგან ეჭვიანობიოს ნიადაგზე კონფლიქტების რაოდენობა მოიმატებს, თუმცა წელს მოერიდეთ განქორწინებაზე ფიქრს. შესაძლებელია ზოგიერთი ქალბატონის ცხოვრებაში შემოაბიჯოს სიყვარულმა, წელს კი მეტად რთული იქნება ამგვარი ურთიერთობების დამალვა, როგორც მეუღლისაგან, ასევე საზოგადოებისაგან. თუმცა თანამდებობის პირის სიმპატიამ შესაძლებელია წელს ზოგიერთ თქვენგანს უბიძგოს კარიერული წინსვლისადმი.

ოჯახი _ ოჯახის ცხოვრებისეული პრინციპები შეიცვლებიან წლის დასაწყისში. სინამდვილეში ეს არის ოინი, მაცდუნებელი შავი მთვარისა, იუმორისტ იუპიტერისა, ხუმარა ქირონისა და თავისუფლებისმოყვარე ურანისა. მარტმადე გამოვლინდებიან ოჯახის სუსტი წერილები. შეიძლება ისეთი სიტუაციები შეიქმნას, რის შემდეგაც მოგიხდებათ რემონტის გაკეთება. მაის_ივნისში შესაძლებელია ადგილმდებარეობის (ბინის) გამოცვლის აუცლებლობის წინაშე აღმოჩნდეთ. ეს კარგი შესძლებლობაა გადააბაროთ რემონტი ახლობლებს, თქვენ კი მეტი დრო დაუთმოთ თვითრეალიზაციას. სექტემბერში, ნეომბერში, დეკემბერში მაღალია ალბათობა იმისა, რომ ბინა მიიღოთ მემკვიდრეობით.

თხის რქა (22.12 _ 20.01)
სყვარული
_ 5 თებერვლიდან 3 მარტამდე თქვენ შეძლებთ დიდი შთაბეჭდილების მოხდენას სხვებზე, ამასთანავე 8_12 თებერვლის შუალედში სიფრთხილე გმართებთ, რათა არ აღმოჩნდეთ სკანდალური წარმატების წინაშე. არსებული წყვილებისათვის კარგი იქნება 20 აპრილი _ 14 მაისის შუალედში რაიმე ექსტრაორდინალურის დაგეგმვა. თუ თქვენ ჯერ ვერ იპოვეთ მეორე ნახევარი მაშინ ამ პერიოდში აუცილებლად გაააქტიურეთ თქვენი კონტაქტი ხალხმრავალ ღონიძიებებთან და ადგილებთან, გასართობ საღამოებთან. ისეთ წყვილებში რომლებმაც უკვე ოფიციალურად გააფოემეს ურთიერთობა, მშვენიერება ამ რომანტიული პერიოდისა შეიძლება გააფუჭოს ეგოიზმმა და სურვილმა ბოლო სიტყვის საკუთარი თავისთვის დატოვებისა. ნუ აყვებით ამ ცდუნებას. ზაფხული და გაზაფხული შექმნიან რომანტიკის ნამდვილ ეპოქას თქვენს ცხოვრებაში, რაც აგრეთვე იქნება დაკავშირებული სხვადასხვა თავგადასავლებთან. 15 ნოემბრამდე მიაქციეთ ყურადღება ყველა ახალ ნაცნობს, შესაძლებელია მათ შორის აღმოჩნდეს თქვენი რჩეული. წელს ქორწინება მეტად ბედნიერი და ხანგრძლივი ელფერის აღმოჩნდება. იგი შეუწყობს ხელს თქვენს კარიერულ წინსვლასაც და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც.

ოჯახი _ სახლში, გარკვეული გარემოებების გამო შეიძლება რაღაც შეიცვალოს, განსაკუთრებით ეს თვალში საცემი გახდება ივნისიდან. თებერვალ_აპრილში და ივნისს_დეკემბერში. შესაძლებელია განცალკევდეთ მშობლებისაგან. თქვენი ძირითადი მიზანი არის ის, რომ ეს ყოველივე არ გამიყურებოდეს, როგორც პროტესტის ან წინააღმდეგობის ჟესტი. მათთან ურთიერთობებში უნდა იყოს შენარჩუნებული პატივისცემა. თუ გადაწყვიტეთ რემონტის გაკეთება ან დიზაინის შეცვლა, მოერიდეთ ამ მხრივ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. სპეციალისტის რჩევა, რომელსაც მიიღებთ წლის მეორე ნახევარში დააკმაყოფილებს ყველას. 30 აგვისტო _ 25 დეკემბრის შუალედში, ურთიერთგაგების შემცირების ფონზე მაღალია კონფლიქტის წარმოქმნის ალბათობა შვილებთან. ნუ დათრგუნავთ მათ თქვენი ავტორიტეტით _ მიეცით მათ გარკვეული თავისუფლება გადაწვეტილების მიღებისას.

მერწყული (21.01 _ 19.02)
სიყვარული_ თეთრი კატის წელიწადი გაძლევთ საშუალებას იმისსა, რომ თქვენ თვითონ განსაზღვროთ თუ როგორ წარმართავთ თქვენს პირად ურთიერთობებს, აქ პლანეტები სრულ თავისუფლებას გიბოძებენ. 4_22 თებერვლის და 14 ოქტომბერი _ 3 ნოემბრის პერიოდები მეტად მოიზიდავენ თქვენსკენ პოტენციურ სასიყვარულო პარტნიორებს. განსაკუთრებული რომანტიზმით იქნება გამორჩეული და ინტენსიური პაემნებით პერიოდი 21 მაისი _ 4 აგვისტოს შუალედი. მეტი სიფრთხილე გმართებთ ინტერნეტით ან სხვა საკომუნიკაციო სფეროებით გაიცნობილი პარტნიორებისადმი. უფრო სანდო ელფერი ექნება ნაცნობობას სტუდენტებთან, სამეცნიერო_საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან და უცხოელებთან. 5_18 ივლისის შუალედში წარმოქმნილ ნაცნობობას აქვს დიდი შესაძლებლობა გარდაიქმნას ქორწინებად. ურთიერთიობათა ახალ წრეში წელს უმჯობესია თქვენი მეორე ნახევარი არ მოიძიოთ. თქვენში გამახვილდება მგრძნობიარობა. არსებული ურთიერთობები ამავდროულად წელს ნაკლებად დაგაკმაყოფილებთ. თქვენ ეძებთ განახლებას, ამიტომ იყავით ფრთხილად, რათა ამ განახლების გზაზე არ დაანგრიოთ ის ურთიერთობები, რომლებსაც ძალიან უფრთხოლდებით. არ არის გამორიცხული, რომ ქვენმა სასიყვარულო პარტნიორმაც მოინდომოს ურთიერთობების განახლება, ამიტომ გაუფრთხილდით ურთიერთობებს.

ოჯახი _ აპრილში შეიძლება მეტად მოლაპარაკე და ჭორიკანა გახდეთ. ეცადეთ გაფილტროთ იფორმაცია, რომელსაც იღებთ ახლობლებისა და მეზობლებისაგან. მაისში მეტი დრო დაუთმეთ მშობლებთან ურთიერთობებს, თქვენ მათ ესაჭიროებით როგორც სულიერი საკვები. ივნის_ივლისში შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი ერთ ჭერქვეშ ყვეა ნათესავების შემოკრებისა. თუ არის აუცილებლობა რემონტისა ამ მხრივ საუკეთესო პერიოდია ივლის_სექტემბერი. კარგი პერიოდია ოჯახთან ერთად უცხოეთში მოგზაურობისათვის.


თევზები (20.02 _ 20.03)
სიყვარული _ ზამთარი არ არის საუკეთესო დრო სასიყვარულო ურთიერთობისათვის. საერთოდ ეს წელიწადი არ უწყობს ხელს მსუბუქ ფლირტს და ვალდებულებების გარეშე ურთიერთობებს. სულსწრაფი იტიმური ურთიერთობები არაფრის მომტანი არ იქნებიან და გულაცრუებას გამოიწვევენ თქვენში. სასიყვარულო ურთიერთობების ჰარმონიზაციისათვის სასიკეთო პერიოდებია 17 ივნისი _ 3 ივლისის, 29 ივლისი _ 19 აგვისტოს, 10_26 სექტემბრის შუალედები. არამყარი ურთიერთობებისათვის 20_30 აგვისტს ფერიოდი ფრიად ფეთქებადსაშიშია. 25 ივნისი _ 16 ივლისის და 18 აგვისტო _ 4 სექტემბრის შუალედები ხელს შეუწყობენ საიდულმო შეხვედრებსა და კავშირებს. მიუხედავად ასეთი კონსპრაციისა ეს ურთიერთობები დატოვებენ უსიამოვნო დანალექს: საკუთარი ღირსების შელახვის სეგრძნებას, ცარიელ საფულეს, ჯანმრთელობის პრობლემებს, შვილებთან ურთიერთობების გაუარესებას. 22 თბერვლი _ 6 მარტის პერიოდი საუკეტესოა რათა შეხვდეთ თქვენს ჭეშმარიტ რჩეულს. ნუ გექნებათ იმედი ურთიერთობების სწრაფად და ოფიციალურად გაფორმებისა. შესაძლებელია მოგიხდეთ მეტად დაფარვა და გასაიდუმლოება ურთიერთობებისა.

ოჯახი _ სახლი დატვირთულია ემოციებით, ამიტომ დაგჭირდებათ განმარტოვების წუთები. შვილებს შეექმნებათ სირთულეები მშობლებთან ურთიერთგაგების კუთხით, ეცადეთ შეარბილოთ ეს სიტუაცია. 24 მარტი _ 18 დეკემბრის პერიოდი ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციას თქვენს შვილებსა და მათ პედაგოგებს შორის. ეცადეთ ეს ურთიერთობები გადაიყვანოთ უფრო მშვიდობიან კალაპოტში. 21 მაისი _ 2 ივლისის პერიოდში მოსალოდნელია პრობლემების წარმოქმნა ახლობლებთან ურთიერთობებში. რომც იყოთ დარწმუნებული თქვენს სიმართლეში, ეცადეთ ამ პერიოდში მოერიდეთ თქვენი სიმართლის დამტკიცებას. რემონტის დასაწყებად კარგი დროა 9 აგვისტო _ 4 სექტემბრის შუალედი, რასაც ხელს შეუწყობენ დრო და ფინანსები.




Misha Cagareli - Sasiyvarulo horoskopi / მიშა ცაგარელი –სასიყვარულო ჰოროსკოპი




მნიშვნელოვანი ტეგები: მიშა, მიხეილ, ცაგარელი, ჰოროსკოპი, სასიყვარულო, 2012, წელი, ქალწული, misha, cagareli, mixeil, horoskopi, sasiyvarulo, weli












გადმოწერა :

გადმოიწერე 3 : Misha Cagareli - Sasiyvarulo horoskopi / მიშა ცაგარელი –სასიყვარულო ჰოროსკოპი





 (ხმების რაოდენობა #: 13)
ავტორი: Danke

მსგავსი სიახლეები


კომენტარის გაკეთება
კომენტარების დასასრული

კალენდარი
«    მაი 2013    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
რეკლამა
MzaSaitebi.Com    

Designed by MiCRON © 2011
© 2011 Copyright, DAIKIDE.NET
რეკლამა - 468x60