Janmrtelobis Fasi / ჯანმრთელობის ფასი

Janmrtelobis Fasi / ჯანმრთელობის ფასი



როგორ მოვუაროთ თავს ? როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა?

ჯანმრთელობის ფასი არაფერია ამ ცხოვრებაში , გამოთქმა "მთავარია ჯანმრთელობა და დანარჩენი მეორეხარისხოვანია " სწორად მიმაჩნია და მოგცემთ რჩევებს იმისათვის რომ თქვენი სხეული ჰარმონიულად მუშაობდეს.



ტვინის კოქტეილი მათთვის, ვინც გონებრივად მუშაობს

ხანგრძლივი გონებრივი მუშაობის დროს ადამიანის ტვინს „დახმარება“ სჭირდება. საამისოდ დიეტოლოგებს შესანიშნავი რეცეპტი აქვთ შემუშავებული. იმისათვის, რომ გონებრივად არ გამოიფიტოთ, დაამზადეთ ასეთი საკვები: ერთმანეთს შეურიეთ 150 გრამი გახეხილი ვაშლი, ნახევარი ფორთოხლის წვენი, სამი სუფრის კოვზი თაფლი და ათი ცალი გარჩეული კაკალი. ეს ნარევი მიიღეთ და შედეგს თავად ნახავთ. თუ ეს რეცეპტი არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ, სხვა სცადოთ. ნახევარ ჭიქა ჰერკულესს ღამით დაასხით კეფირი, დაამატეთ 150 გრამი გახეხილი ვაშლი, რამდენიმე ცალი გარგარის ჩირი, ქიშმიში გემოვნებით. კეფირის ნაცვლად შეგიძლიათ რძე ან სულაც თბილი წყალი გამოიყენოთ. ამგვარი ვიტამინიზებული „კოქტეილი“ თქვენს ტვინს მთელი დღის მანძილზე საკვებით უზრუნველყოფს.

მასალის ავტორი: ნინო მაღალაშვილი


სასარგებლო რჩევები პირის ღრუს მოვლის შესახებ

Janmrtelobis Fasi / ჯანმრთელობის ფასი


ჩაი და ყველი კბილებისთვის სასარგებლოა
კბილის დაავადებების გამომწვევი უამრავი მიზეზის შეჯამების შედეგად დადგინდა,რომ კბილის მაგარი ქსოვილის დაშლა ჰიგიენის დაუცველობის, არასწორი კვებისა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის დარღვევის შედეგია.
სპეციალისტები გვირჩევენ:
რაც უფრო კარგად ქაფდება პასტა კბილთაშორის არეებში მით უკეთ აღწევს.
კბილების გახეხვის პროცედურა სამწუთიანი უნდა იყოს,ჯაგრისი ამოძრავეთ ღრძილებიდან კბილებისკენ.
უმჯობესია ხელოვნურბეწვიანი საშუალო სიმაგრის ჯაგრისი.ის წელიწადში 3–4 ჯერ უნდა გამოვცვალოთ.
თუ ხელთ ჯაგრისი არ გაქვთ მაშინ მაგარი ვაშლი ან სტაფილო დაღეჭეთ გამოდგება საღეჭი რეზინიც.ეს ნერწყვის გამოყოფას ეხმარება,რასაც ბაქტერიციდული ეფექტი აქვს.10 წუთიანი ღეჭვა სრულიად საკმარისია.თუ ღრძილები გაწუხებთ,მაშინ დრო 2–3 წუთამდე შეამცირეთ.
ღრძილების დაზელა კარგია მარილის (უკეთესია ზღვის მარილი)და მცენარეული ზეთის (იდეალურია ზეითუნის ზეთი)ნარევით.
ბავშვებმა 1 წლის ასაკიდან უნდა გაიხეხონ კბილები.3–4 წლამდე ამ საქმეში დედა უნდა დაეხმაროს.
კბილებისა და ყბის სისტემის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად მაგარი,მშრალი და დაუმუშავებელი საკვები რეგულარულად დაღეჭეთ.უპირატესობა მიანიჭეთ არა ჩიპსებსა და მისთანებს ,არამედ ყველს.საუზმის სადილისა და ვახშმის დაწყებამდე რამდენიმე გრამი ყველის მიღება კბილის ნადების სიმჟავეს ამცირებს.
სხვათა შორის, 2 ფინჯანი მაგარი ჩაი კბილისთვის საჭირო ფთორის დღიურ ნორმას შეიცავს.


კვების ჰიგიენა,იოგა

საჭმელი უბრალო და ბუნებრივი საკვებისაგან უნდა იყოს მომზადებული. დასაშვებია შერეული კვება. უხორცო დიეტა აუცილებელი არ არის. ხორცის მიღების ნორმები დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. მაგალითად, ტროპიკულ ქვეყანაში ხორცი არასასურველია და ხშირად-მავნეც. ბევრ ტროპიკულ ქვეყანაში ღორის ხორცის ჭამას რელიგია კრძალავს. რაც უფრო ცივია კლიმატური ზონა,მით უფრო გამართლებულია ხორცის ჭამა. ჩრდილოეთის ხალხი იძულებულია ჭამოს ხორცი,საქონლის ქონი, რათა პოლარული სიცივის პირობებში შეინარჩუნოს ორგანიზმის ტემპერატურა. წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა ესკიმოსს მსუქანი ხორცის ჭამა რომ აეკრძალათ.რა თქმა უნდა ,დაიღუპებოდა.

ჰათჰა-იოგას თანახმად, სასურველია დავიცვათ „შერეული კვება“, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცი უნდა იყოს ყოველდღიური რაციონის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი პროდუქტი; დიდი რაოდენობითაა საჭირო ხილი, ბოსტნეული ( განსაკუთრებით ხახვი და ნიორი ), რძის ნაწარმი, თაფლი.
პროდუქტი; დიდი რაოდენობითაა საჭირო ხილი, ბოსტნეული ( განსაკუთრებით ხახვი და ნიორი ), რძის ნაწარმი, თაფლი.

ძველ ინდოელ სწავლულთა აზრით, ნიორი კიბოს პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა, თუ ნივრის სუნი არ გსიამოვნებთ, იგი შეიძლება აურიოთ ლიმონის წვენში. ნივრისა და ხახვის ღეჭვა კბილებს იცავს დაზიანებებისგან. ინდოეთში გავრცელებულია ბრაჰმას ამგვარი მოძღვრება: „თუ გინდა სიბრძნეს დაეუფლო, მეტი ხახვი უნდა ჭამო“.

ჯანმრთელობისათვის მეტად საჭირო პროდუქტია ლიმონი. სპეციალისტები რევმატიზმით დაავადებულებს ურჩევენ დღე-ღამეში 2-3 ლიმონის წვენის მიღებას. ზედმეტმა სიმჟავემ ორგანიზმს ზიანი რომ არ მიაყენოს, საჭიროა ლიმონის წვენის თაფლში არევა. სასარგებლოა აგრეთვე თაფლში არეული ლიმონის გახეხილი კანიც.

საჭმლის მიღება დამოკიდებულია იმაზე, როგორ სამუშაოს ასრულებს ადამიანი-ფიზიკურს თუ გონებრივს,სად მუშაობს-შენობაში თუ სუფთა ჰაერზე.

ჭამა საჭიროა ნელა, მთელი ყურადღებით, თუ სამუშაოდან დაღლილი დაბრუნთით, ჭამის წინ სულ ცოტა 10 წუთი მაინც უნდა დაისვენოთ, რადგან ყველა ორგანოსთან ერთად კუჭიც დაღლილია და მას არ შეუძლია საჭმლის ისე მონელება, როგორც საჭიროა. ჭამა არ შეიძლება არც მაშინ, როდესაც განერვიულებული ხარ, რადგან საჭმელი ენერგიის წყაროა და ამ შემთხვევაში ეს ენერგია უარყოფით ემოციებს ემსახურება. ეცადეთ ჭამის დროს მშვიდად იყოთ, რაც განგიმტკიცებთ ხასიათს და ფსიქიკურ ძალებს.

ინდოელები თავიანთი რელიგიის წესების თანახმად, ჭამის წინ აბაზანას ღებულობენ, გულდასმით იბანდნენ ხელებს და იწმენდნენ პირის ღრუს. ექიმები ამას მიიჩნევენ ჰიგიენის ერთ-ერთ უმთავრეს წესად და ეთანხმებიან ძველ ინდურ მოძღვრებას.

მაცივარი აუცილებელია პროდუქდების შესანახად, მაგრამ მისი არასწორად გამოყენება საზიანოა. მაცივრიდან გამოღებული ზედმეტად ცივი წყალი აზიანებს კბილებს, იწვევს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას და გემოს შეგრძნების დაქვეითებას, ენაც სრულყოფილად ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. ზედმეტად ცივი წყალი ცუდათ მოქმედებს კუჭზე, ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე. განსაკუთრებით საზიანოა გაცივებული ხილი. სითხე უფრო მალე თბება კუჭში, ვიდრე ცივი ხილის ნაწილაკები. თუ ხილი კარგად არ არის დაღეჭილი, დიდი ხნის განმავლობაში რჩება კუჭში და აცივებს არა მარტო მის ლორწოვან გარსს, არამედ ყველა ახლომდებარე ორგანოს. არანაკლებ მავნეა ცხელი საჭმელი. გამოცდილებამ ცხადყო, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს ცხელი საჭმელი ისევე აზიანებს, როგორც ცივი, იოგები ამ შემთხვევაშიც ამბობენ: უნდა ჭამო არც ზედმეტად ცხელი და არც ზედმეტად ცივი საჭმელი.

იოგები მადას შიმშილის შეგრძნებას უქვემდებარებენ. ისინი მხოლოდ მაშინ ჭამენ, როდესაც შიმშილს გრძნობენ; ძალიან დიდხანს და გულმოდგინეთ ღეჭავენ ყოველ ლუკმას, მხოლოდ მაშინ გადაყლაპავენ, როცა საჭმელი კარგად აირევა ნერწყვში და ნახევრად სითხისებრი გახდება. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ე.წ. პრანას (სასიცოცხლე ძალა) მიღების თვალსაზრისით.

იოგების თეორიის თანახმად, ყოველნაირი საკვები, განსაკუთრებით ბოსტნეული, ხილი, რძე, თაფლი, შეიცავს პრანას, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პრანას ორგანიზმი ღებულობს როგორც ჰაერის, ისე საკვების საშუალებით. თუ საჭმელს კარგად ღეჭავთ, ორგანიზმი მეტ პრანას მიიღებს. ჰაერთან და საკვებთან ერთად მიღებული პრანა გადადის სხეულში (სისხლში, ძვლებში), გროვდება ნერვულ ცენტრებში და ცენტალური ნერვული სისტემის განკარგულებაში რჩება.

ისმის კითხვა: რაღად უნდა ადამიანს საკვებთან მიღებული პრანა, თუ მას ჰაერიდანაც ღებულობს. იოგები ამ კითხვაზე ასე პასუხობენ: ისევე, როგორც ელექტროობას აქვს ხვადასხვა ფორმა, ადამიანს სხეულზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, სხვადასხვა გზით მიღებული ძალა პრანაც ორგანიზმში ხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ამრიგად, ლუკმა რაც შეიძლება უკეთ დაღეჭეთ, რომ უფრო მეტი პრანა მიიღოს ორგანიზმმა.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ეპიკურე იგივეს გვასწავლიდა: ყოველი ნაწილაკი უნდა გასინჯოთ, თუ საკუთარი თავისთვის კარგი გინდათო.

ქალაქის მკვიდრთა შორის ხშირია კუჭის დაავადება, რაც გამოწვეულია უმეტესად იმით, რომ ისინი სწრაფად ჭამენ და ლუკმას სრულყოფილად არ ღეჭავენ.

კუჭში ჩასვლამდე საჭმელი პირის ღრუში მექანიკურად მუშავდება. საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოებს არ შეუძლიათ საჭმლის მექანიკური დამუშავება და იძულებული არიან გამოყონ უფრო მეტი და უფრო ძლიერი მომნელებელი წვენები, რაც აზიანებს მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

ლუკმის ღეჭვა არანაკლებ საჭიროა საღი კბილების შესანარჩუნებლად, ღეჭვის დროს კბილების ფესვები კარგად მარაგდება სისხლით. თუ კბილები არასაკმარის მექანიკურ სამუშაოს ასრულებს, მათში სისხლის მიმოქცევა დაქვეითებულია, რაც ხელს უწყობს კბილების ატროფირებას, დაშლას. ბავშვები პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ ლუკმის კარგად დაღეჭვას. ლუკმა გადაყლაპვადე 30-ჯერ მაინც უნდა დავღეჭოთ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. აღსანიშნავია,რომ თანამედროვე თერაპიის რეკომენდაციები ადამიანის კვების საკითხში თითქმის მთლიანად ემთხვევა ჰათჰა-იოგას დებულებებს.

ერთ-ერთ სამედიცინო სიმპოზიუმზე, რომელიც ფრანკფურგში ჩატარდა, ნამდვილი სასამართლო პროცესი მოუწყვეს სუფრის მარილს. ბუნებრივი ნივთიერების თეთრ კრისტალებს აბრალებენ ექიმები მსოფლიოში გავრცელებული დაავადების ჰიპერტონიის გავრცელებას. ცივილიზებულ ქვეყნებში მარილის დაგროვებით დაავადებულთა რიცხვი სჭარბობს კიბოთი დაავადებულებს.

მეცნიერებს მიაჩნიათ , რომ ჰიპერტონიას, გულის ინფაქტს, ათეროსკლეროზს, ინსულტს, თირკმელების დაავადებას იწვევს ადამიანის მიერ ზედმეტი მარილის მიღება. დასავლეთ ევროპის მკვიდრნი ყოველდღიურად საშვალოდ 15 გ-მდე მარილს ღებულობს, ამ ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი სუფთა სახით 7 გ-ზე ნაკლებია საჭირო(განსაკუთრებით ჭარბადაა მარილი დაკონსერვებულ პროდუქტებში). იაპონელები ყოველდღიურად ღებულობენ 40 გ-მდე მარილს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ იაპონიაში ჰიპერტონიით დაავადებულთა რიცხვი ერთობ დიდია. სუფრის მარილის ზედმეტად მიღების შედეგია ის, რომ ორგანიზმში იმაზე მეტი სითხე რჩება, ვიდრე საჭირო, მისი სიჭარბე უჯრედებს აფართოებს, სისხლძარღვს კი ავიწროვებს, რაც იწვევს სისხლის წნევის მომატებას. ამ დროს გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, მატულობს თირკმელების დატვირთვაც და ორივე ორგანო ზედმეტი დატვირთვის გამო შედარებით იოლად ცვდება.

დადგენილია, რომ ჰიპერტონიულ დაავადებას იწვევს აგრეთვე სტრესი, ნიკოტინი, ალკოჰოლი, ჭარბი წონა . მაგრამ მარილის როლი მაინც განსაკუთრებულია. ერთ-ერთმა ამერიკელმა მედიკოსმა გამოიკვლია აფრიკის, სამხრეთ ირანის, გრენლანდიის, პოლინეზიის, ავსტრალიის ტომთა წარმომადგენლების სისხლის წნევა. ისინი თვითონ საკვებ რაციონში შედარებით ნაკლებად იყენებენ მარილს. გამოკვლეულთა შორის, რომელთა ცხოვრების პირობები განსხვავებულია, ჰიპერტონიით დაავადებული არ აღმოჩნდა. მედიცინა ამტკიცებს, რომ ასაკის მომატებასთან ერთად წნევაც მატულობს, გამოკვლეულ ტომებში კი პირიქითაა, რაც უფრო ხნიერია ადამიანი, მით უფრო დაბალი წნევა აქვს.

მოსახლეობის კვების რეგიონში თვალსაჩინო ადგილი ეთმობა შაქრის პროდუქტს-ე.წ. ნახშირწყლებს.ადამიანის ტრადიციული საკვებისაგან ( პური, ხორცი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები ) განსხვავებით, შაქარი წარმოადგენს სუფთა ქიმიურ ნივთიერებას-საქაროზას. მას ღებულობენ ჭარხლის რთული,მრავალსაფეხურიანი გადამუშავების შედეგად. ბოლოს შაქარს ასუფთავებენ, აკრისტალებენ და ფილტრავენ. მიღებული პროდუქტი არც ვიტამინებს შეიცავს, არც მარილებს და არც იმ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც პრაქტიკულად ყველა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტშია.

საკვების ძირითადი ნახშირწყლის-მცენარეული წარმოშობის სახამებლისგან განსხვავებით, რომელიც ნელ-ნელა გარდაიქმნება გლუკოზად და შემდეგ თანდათანობით გადადის სისხლში, შაქარი კი სწრაფად უერთდება სისხლს.

მეცნიერთა აზრით, შაქრიში დიდი რაოდენიბით გამოყებისას წარმოიშობა ჰიპერგლიკემია, ანუ ნორმასთან შედარებით შაქრის ჭარბი რაოდენობა სისხლში, რაც წარმოქმნის ნაკლებად მნიშვნელოვანი კალორიების მარაგს, რომელიც ორგანიზმს არ სჭირდება. უმეტეს შემთხვევაში ეს იწვევს წონის მომატებას, სიმსუქნეს, აქედან კი ერთი ნაბიჯია ათეროსკლეროზამდე და ჰიპერტონიამდე, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნაკლებად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. გლუკოზის დონე (საქაროზა ძირითადად გარდაიქმნება გლუკოზად) ორგანიზმში რეგულირდება ინსულინით, რომელსაც კუჭუკანა ჯირკვალი გამოიმუშავებს. ინსულინის გამოყოფას ხელს უწყობს გლუკოზა, რაც უფრო მეტი რაოდენობითაა გლუკოზა სისხლში მით უფრო მატულობს რასაკვირველია,განსაზღვრულ დონემდე გამოყოფილი ინსულინი. გლუკოზის დიდი რაოდენობით შენარჩუნებამ შეიძლება გამოიწვიოს იმ უჯრედების გამოფიტვა, რომლებიც ამ ჰორმონს გამოყოფს. სიმსუქნის დროს ინსულინი კარგავს გლუკოზის ჟანგვის თვისებას და ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, რასაც ხშირად თან სდევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (განსაკუთრებით მაშინ , თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს ამ დაავადებისაკენ ).

სტატისტიკური მონაცემებით ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ყველა განვითარებულ ქვეყანაში შეიმჩნევა დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდა, მაგალითად აშშ-ში იგი 10 მლნ-ს შეადგენს.

სპეციალისტების გამოკვლევებით დადგენილია, რომ დაავადებების


მსგავსი სიახლეები:
  • Narkomania / ნარკომანია
  • Janmrteloba - mwvane chai / ჯანმრთელობა – მწვანე ჩაი
  • Shidsi / შიდსი
  • anorgazmia - Recepti Orgazmdeficituri QalebisTvis / ანორგაზმია – რეცეპტი ორ ...
  • xilis dieta / ხილის დიეტა
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა