Xelovnuri Mkerdi Kibos iwvevs ? / ხელოვნური მკერდი კიბოს იწვევს ?

Xelovnuri Mkerdi Kibos iwvevs ? / ხელოვნური მკერდი კიბოს იწვევს ?


ხელოვნური მკერდი და ქირურგიული ჩარევა მკერდის გაზრდის მიზნით ძალიან ბევრ ქალბატონს აქვს გამოყენებული და ალბათ კიდევ ბევრი ქალი გაიზრდის თავის ღირსებას, რათა უფრო თავდაჯერებულად და სექსუალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა რომ სილიკონის იმპლანტანტები ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

საფრანგეთსი კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები იმდენად საშიშია, რომ ქალებს, რომლებიც აღნიშნული ოპერაციის გაკეთებას გეგმავენ, „ასჯერ გაზომვა“ მოუწევთ, სანამ „ერთხელ გაჭრიან“. ნამდვილად საკითხავია, ღირს კი ამხელა მსხვერპლზე წასვლა საოცნებო მეხუთე ზომისათვის?

ცნობილი ფრანგული კომპანია Poly Implant Prothese, რომელიც მკერდის იმპლატანტებს აწარმოებს და პოპულარულია როგორც ექიმებსა და პაციენტებში, ასევე მთელს მსოფლიოში, სკანდალების ცენტრში აღმოჩნდა. იმპლატანტში სახელწოდებით PIP, აღმოაჩინეს ისეთი სილიკონის გელი, რომელიც სამედიცინო დანიშნულებისათვის არაა რეკომენდირებული, ვინაიდან კიბოს იწვევს. ამ კომპანიის მიერ წარმოებულ იმპლატანტებს საფრანგეთში 30 ათასი, ხოლო დიდ ბრიტანეთში 40 ათასი ქალბატონი ატარებს.

ერთ-ერთი პაციენტი, 30 წლის ამანდა ჰარისონი, ყვება, რომ 2006 წელს ლონდონში გაკეთებული ოპერაციისათვის 4,259 ევრო გადაიხადა. „თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო, თავს კარგად ვგრძნობდი, რამდენიმე წელში, კერძოდ კი 2009 წელს, ავად გავხდი, თირკმელის ინფექციით საავადმყოფოში აღმოვჩნდი, გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თირკმელი გადიდებული მქონდა, დამინიშნეს ანტიბიოტიკები. ხოლო 2009 წლის ივლისში მკერდის სიმსივნე აღმომაჩნდა.“ ჰარისონს ქირურგმა იმპლატანტების ამოღება ურჩია და ოპერაციაც ჩატარდა.

„თავს საშინლად ვგრძნობდი, ენერგია არ მქონდა, კონცენტრირებაც მიჭირდა.“ -აცხადებს ჰარისონი და ქალებს იმპლატანტების დროულად ამოღებისაკენ მოუწოდებს.

იმპლატანტები ოპერაციის შემდეგ ძალიან მალე ზიანდება, კაგრავს ფორმას. ბოლო დროს კიბოს ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა, იმ ქალებში, ვინც იმპლატანტ PIP-ს ატარებს. სამწუხაროდ, ერთი პატიენცი გარდაიცვალა. დღეს საფრანგეთში უკვე ამოქმედდა სამთავრობო სპეციალური კომისია, რომელიც ინცინდენტს გამოიკვლევს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ამ სახის სილიკონის „მფლობელ“ ქალბატონებს, სასწრაფოდ მიმართონ ქირურგებს. დღევანდელი მონაცემებით, უკვე ხუთასმა ქალბატონმა მოიცილა იმპალატანტები, ხოლო ორიათასამდე ქალბატონმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა კომპანია Poly Implant Prothese-ის წინააღმდეგ.

წყარო: presa.ge

Xelovnuri Mkerdi Kibos iwvevs ? / ხელოვნური მკერდი კიბოს იწვევს ?


მსგავსი სიახლეები:
  • Uiliam Sheqspiri / უილიამ შექსპირი
  • Qera Qalebi / ქერა ქალები
  • Narkomania / ნარკომანია
  • Saintereso Ambebi / საინტერესო ამბები
  • 5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მა ...
  • Sex Sigareti da Qalis orgazmi / სექსი სიგარეტი და ქალის ორგაზმი
  • Gamogonebebi / გამოგონებები
  • Saqartvelos Latariis Kompania - Bolo Gatamashebis Shedegebi / საქართველოს ლ ...
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა