Saaxalclo Leqsebi / საახალწლო ლექსები

Saaxalclo Leqsebi / საახალწლო ლექსები



კიდევ ვამატებ საახალწლო ლექსებს რომ თქვენმა ბავშვებმა ახალწელს არ მოიწყინონ და თავი გამოიჩინონ ლექსების ცოდნით



როდის მოვა თოვლის პაპა


მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.


ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.



დედისერთას ნატვრა


დედისერთა რომა ვარ,
იცით, როგორ ძნელია,
ვზივარ მარტო ოთახში,
სევდა შემომერია,
გეხვეწები, უფალო,
ამიხდინე ნატვრაო -
თოვლის პაპამ მომიყვანოს
პაწაწინა და-ძმაო.


საახალწლო


მთელი ქვეყანა
ხარობს, ირთვება,
გასულ წელს მიაქვს
ფიქრებიც ძველი,
შობის სიხარულს
ფეხ-ფეხ მოჰყვება
ძღვენით, ხალისით
ახალი წელი.
იმედით მოდის,
ნუგეშით გვავსებს,
ლოცვით, ბარაქით
სავსე აქვს კალთა
თოვლის პაპაა დღეს
ჩვენი მეკვლე
და სიხარული დგას
ყველა კართან!


საშობაო კონცერტიბუს ბახალა ბუკა
სიხარულით ბუქნავს.
_ ვინ ესტუმრა?_ დეიდა.
_ რა მოართვა?_ ფლეიტა!
_ რა კარგია, ჰეიდა,
დაკვრას ვიწყებ დღეიდან!
როიალის პედალს
ვერ წვდებოდა ბედად,
ვიოლინოს ხემიც
იყო ძალზე გრძელი,
მძიმე იყო ჩელოც,
ტყეში როგორ ევლო?
ჰოდა ჩვენი ბუკა
ფლეიტაზე უკრავს!
_ საშობაოდ ვმართავ კონცერტს!
ბილეთებში ვითხოვ ორ ცენტს!
_ პროგრამაში რა გაქვს ბუკა?
_ რა თქმა უნდა, ,,ღამის ფუგა,,!
ჭოტი გახლავთ მაესტრო,
ყველა უნდა დაესწროთ!


თოვლი



_ რა კარგია!
ვაშა! ვაშა!
მოვამზადებთ თოვლის ვახშამს!
თოვლის ფქვილი, თოვლის რძე
გარეთ მუხლის თავზე დევს.
თოვლის ყველი, მაწონი,
არ გვჭირდება ამწონი.
ესეც თოვლის დო!
თოვს,
თოვს,
თოვს.
მე ცომს მოვზელ,
შენ _ გუნდას,
გამოცხობაც არ უნდა.


გუნდა-გუნდა_ თოვლის ბებო აცხობს კოტორს.
_ ვის მიართმევს?
_ თოვლის ოჩოს!
გაისწორებს ოჩო ქოჩორს
და შესანსლავს თოვლის კოტორს.
ბებო აცხობს კიდევ კვერებს,
დაუბრაწავს თოვლის გვერდებს,
გზა-გზა ხონჩით ატარებს.
_ ვის მიართმევს?
_ პატარებს!


ბეღურებიბეღურებს ყურძნის აკიდო
უნდათ ხის ტოტზე დაკიდონ.
_ აღარ მოვყვებით ვიშვიშსო,
ახალ წელს ჩვენც ვჭამთ ქიშმიშსო.


დედაბერი დედუკა



დედაბერი დედუკა
სოფლის თავში სახლობდა.
თონეს გაახურებდა,
პურს ჩიტისთვის აცხობდა.
კარაქს დღვებდა წყაროში,
ინახავდა ხაროში.
წლის მოსავალს ძლივს ტევდა
გამოხვრეტილ კალოშში.
გვრიტის ობოლ ბარტყს
უდუღებდა ტყლაპს,
გაციებულ იხვს
ხშირად წმენდდა ცხვირს.
მიართმევდა თათარას
კატის კნუტებს ჩქარ-ჩქარა.
უვარცხნიდა ნაწნავებს
ჭრელ-ჭრელ ციკნებს, ცანცარებს.
სტუმრად მოსულ კატებს
დაუთლიდა ატმებს,
ჩაისვამდა კალთაში
გაუკრეჭავ ცხვრებს
და ტანზევე აქსოვდა
ხირაულებს, ჭრელს.
ჩურჩხელაში, ნიგვზის ნაცვლად,
გაკვანძულ ძაფს დებდა,
საახალწლოდ მიდიოდა
სტუმრად ბებერ დევთან.
_ რა მიჰქონდა?
_ ჩიჩილაკი, ნაზუქი და ქადა.
_ რა მოჰქონდა?
_ ზღაპრის კვერით ავსებული კალთა.


საალილოო
* * *
ალილო, ალილო, ეს ღამე დიდია,
შობის დღე თენდება, ცისკარი მშვიდია.
შორ გზაზე მიდიან გვიანი მგზავრები,
ზეციდან მოისმის ხმა ღვთიურ ზარების.
სარკმელში სანთლების ციმციმა ალია,
შემოდი, შემოდი, ნათელო მარიამ.


ბეთლემზე ბრწყინდება ვარსკვლავის შუქი,
დღეს ჩვენთან შემოდი, ღირსად გვყოფ თუკი.
დედავ სათნოების, დალოცე კერა,
ჩვენ შობის სასწაულს ველით და გვჯერა _
ჩვენს ჭერქვეშ უმღერებ ნანინას ყრმას,
ალილო, ალილო, თაყვანს ვცემთ მას!


ალილო, ალილო, დიდება უფალს,
პატარა იესო ჩვენს გულში სუნთქავს.
ვახაროთ ქვეყანას შობა ძე ღვთის,
ვადიდოთ უფალი ანგელოზთ ხმით.
ალილო, ალილო, დიდება უფალს,
გავიღოთ წყალობა, გავშალოთ სუფრა.


დღეს სტუმრობს დიდსა და პატარას იესო,
იმედით აპურებს ობოლს და მშიერსო,
ეს ღამე სამყაროს სასწაულს ჩუქნის _
კერაზე ეშვება უქრობი შუქი.
...და როგორც ბეთლემში,
მშვიდად და უბრალოდ,
ჩვენშიც დაიბადე და იშვი უფალო.


* * *
ალილო და ალილო,
უჭკნობელო ყვავილო.
ბეთლემს ქრისტე დაიბადა,
მზის თვალივით გაიბადრა.
მერვე დღეს იესოდ ნათლეს,
,,ბნელი ვერ მოიცავს ნათელს,,
დიდება ვთქვათ უფლისა,
მზე დაგვიჯდა სუფრის თავს.
უხვად გაიღეთ წყალობა,
უქონელს აუვსეთ უბე,
კაცთა შორის მშვიდობის და
სათნოების ჯამი სუფევს.
ალილო და ალილო,
უჭკნობელო ყვავილო.
ვთქვათ მაცხოვრის დიდება,
ჩვენი კერა ბრწყინდება.
ყრმავ, შობილო ბეთლემსაო,
დაგვამკვიდრე ედემსაო.
გულთა საესავო მზეო,
სული მადლით აგვივსეო.


ალილო და ალილო,
უჭკნობელო ყვავილო.


* * *
ვიგალობოთ ალილო,
ღმერთი ჩვენთან არიო.


სანთლის შუქზე მოგადექით,
კეთილ ოჯახს მოგაგენით,


კართან ვდგავართ კალათითა,
გაგეხაროთ ბარაქითა,


რასაც ჩადებთ _ ალალიო,
უპოვრისთვის _ წამალიო,


გაახარებთ უქონელსო,
არ დაგტოვებთ უკოცნელსო.


ვიგალობოთ ალილო,
ღმერთი ჩვენთან არიო.


ვინც აგვივსებს ძღვენით ხონჩას,
შევუკერავთ წითელ ჩოხას.


ღმერთო, ბევრჯერ გაუთენე
შობა ამ მადლიან ოჯახს.


* * *


გზა დიდია და მიდიან
მარიამ და იოსები.
მგზავრო გელით სიხარულით,
თეთრი ჩოხით ვიმოსებით.
გამოჰყევით სანთლის ალსო,
ნახავთ ჩვენი სახლის კარსო,
ალილო და ალილო,
ღვთის დიდებას _ ამინო.
გიგალობებთ ღვთისასა,
გიმასპინძლებთ მზისასა,
დავუკოცნით ჩვილს ფეფებსა,
პურსაც მოგართმევთ სეფესა,
თაფლიც გვაქვს და რძეცო,
დიდება ღვთის ძესო.
ალილო ვთქვათ, ალილო,
ღვთის დიდებას _ ამინო.



ზამთარი

თითო-ოროლა ფიფქი რომ
ჩამოფარფატდა ზეციდან,
გიგას პეპლები ეგონა
და უკან გამოეკიდა.


მერე, როდესაც მთა-ბარი
ფაფუკ ფანტელით აივსო,
პაპამ თქვა, - დადგა ზამთარი
უჰ, რა ლამაზად ბარდნისო!


რას ფიქრობს მარცვალი თოვლიან ხნულში


"რაც არ უნდა ჰყინავდეს,
რაც არ უნდა თოვდეს,
ლოლუები ბრწყინავდეს,
თოვლის ბუქი გრგვინავდეს
და მინდვრებში ჰქროდეს
ჩაკარდება თოვლი,
ჩათავდება თოვა,
შორი გზების მოვლით,
სულერთია, სულ ერთია,
გაზაფხული მოვა!
ისევ მოკრიალდება
მწვერვალები თეთრი,
ისევ მოტრიალდება,
ისევ მოგრიალდება
გაზაფხულის ეტლი!~
ასე ფიქრობს მარცვალი,
თვლემს თოვლიან ხნულში
და ყაყაჩოს ლაშქარი
ელანდება რულში





Saaxalclo Leqsebi / საახალწლო ლექსები


მსგავსი სიახლეები:
  • Saaxalwlo Leqsi / საახალწლო ლექსი
  • Niko Gomelauris Leqsebi / ნიკო გომელაურის ლექსები
  • Saaxalwlo sufra 2012/ საახალწლო სუფრა 2012
  • Tovli Saqartveloshi / თოვლი საქართველოში
  • Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა