Megruli Kerdzebi / მეგრული კერძები

Megruli Kerdzebi / მეგრული კერძები


მეგრული სამზარეულო განთქმულია გემრიელი საჭმელებით: სულგუნი, ღომი, ელარჯი, მეგრული ხაჭაპური, შებოლილი სულგუნი, მეგრული ხარჩო და სხვა.მეგრული კერძები გამოირჩევა თავისი სიცხარით, აქ უხვად ხმარობენ სანელებლებსა და წიწაკას

მეგრული სულგუნი :
ახალამოყვანილ ყველს ვაჩერებთ გარკვეულ დრომდე, როცა ყველი აფუვდება. დავჭრით გრძლად და შემდეგ ადუღებულ წყალში ჩავყაროთ და ჩავზილოთ კარგად მთლიანი მასის მიღებამდე. წყლიდან ამოღების შემდეგ ხელით ვაძლევთ სასურველ ფორმას. შემდეგ დავაყრით მარილს. მასის გამაგრების შემდეგ ის მზადაა.

მეგრული ხაჭაპური :
მასალა: 1კგ ფქვილი, 30-50გ საფუარი, 2 ჩაის ჭიქა წყალი ან რძე, 5 სუფრის კოვზი ცხიმი, 3-4 ცალი კვერცხი ცომისთვის, 1კგ ყველი, 2-3 ცალი კვერცხი შიგთავსისთვის.

მომზადება: გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით შიგ საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ცხიმი შემდეგ მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დადგით თბილ ადგილას 3-4 საათი. დაფშვენით ყველი დაუმატეთ კვერცხი და ცოტაოდენი ცხიმი. გააბრტყელეთ ცომი მიეცით მრგვალი ფორმა,მოათავსეთ ზედ ყველის მასა მოუკარით პირი ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ გახეხილი ან წვრილად დაფშვნილი ყველი. შედგით გასქურაში და გამოაცხვეთ.


მეგრული კუჭმაჭი :
ინგრიდიენტები : საქონლის და ღორის გული, ღვიძლი, ფაშვი, ნაწლავები, ბადექონი, ცოტა ხორცი.ფილტვს მ არ ვუკეთებ, თუმცა არიან მოყვარულებიც. ქონიანი ნაჭრებიც არ მოგერიდოთ, საჭიროა. ქინძი (დასაფქვავი) 1 ჩაის ჭიქა,უცხო სუნელი (დასაფქვავი) 2 ჩაის ჭიქა,ქონდარი 1-2 სადილის კოვზი,წიწაკა (წითელი, გამომშრალი) დაახლოებით 10 პარკი,ნიორი დაახლოებით 100 გრამი,მარილი 2/3 ჩაის ჭიქა .

მომზადების წესი
საკუჭმაჭე მასალა უნდა მოთავსდეს დიდ ქვაბში, დაესხას წყალი (თუ გსურთ, შეიძლება ცოტა ღვინის დამატება), შეიდგეს ცეცხლზე და მოიხარშოს.
ხარშვის დროს აუცილებელია მოქაფვა, მოხარშულ შიგნეულობას გადმოვიღებთ თუშფალანგზე, ვაცდით შეგრილებას და შემდეგ ბასრი დანით დავჭრით 1 ან 1.5 სმ წახნაგის მქონე კუბებად (ნაჭრების ზომა შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ იმის მიხედვით, თუ რა გარნირი გექნებათ).
ნახარში წყალი არ გადაასხათ. გაციებული თავზე ქონს მოიგდებს, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ.
კუჭმაჭის გამზადებული მასალა უნდა შეისვაროს სანელებლით (სუნელით). ეს პროცედურა აუცილებლად ხელით უნდა ჩაატაროთ, რადგან მნიშვნელოვანია "სუნელის" თანაბრად გადანაწილება.
შემდეგ ღრმა და სქელძირიან ქვაბში წამოვათუხთუხებთ გადანახულ ქონს და კარაქს (ერბოს, თუ ცხიმის მოხდა დაგვავიწყდება). ყრით ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს, მოვაოქროსფრებთ, ჩავამატებთ ცოტა ღვინოს, მერე ჩავუშვებთ გამზადებულ ხორცის მასას, კარგად მოვურევთ, ქვაბს დავაფარებთ სახურავს და დავტოვებთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით, მთელი მასის გაცხელებამდე, შემდეგ გადმოვიტანთ სინზე, მოვაყრით დაკეპილ ქინძს, ბროწეულს;
ცხლად მივიტანთ მაგიდასთან და გემრიელად მივირთმევთ.

სანელებლის მომზადება:
წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და 30 წუთით ჩავყაროთ ანადუღარ (შეგრილებულ) წყალში. გადავწუროთ, დავამატოთ ნიორი და მარილი და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში (უმჯობესია ორჯერ, წვრილი ბადით). უნდა მივიღოთ პლასტილინის კონსისიტენციის მასა (შეიძლება ოდნავ სითხეც დაიყენოს).
ამ წესით მომზადებული აჯიკა (ოღონდ ქონდარის გარეშე) შეგიძლიათ ნებისმიერი ხორციანი კერძისთვის გამოიყენოთ. ინახება მინის ქილაში, დიდი ხნით.


ელარჯი
შემადგენლობა:
სიმინდი - 1 ჭიქა (მსხვილად დაფქვილი)
სიმინდის ფქვილი - 4 ს/კ
სულგუნი - 600-700 გრ
წყალი - 4 ჭიქა

მომზადება

თუნუქის ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მსხვილად დაფქვილი სიმინდი და როგორც კი ადუღდება დაუკლოთ ცეცხლს. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ კარგად არ მოიხარშება. შემდეგ დავამატოთ სიმინდის ფქვილი და ჩქარ-ჩქარა ავურიოთ, რომ არ მიიწვას.
გავაგრძელოთ ხარშვა და ვურიოთ სანამ კარგად არ გასქელდება, უმი ფქვილის გემო არ უნდა იგღძნობოდეს.
შემდეგ დავამატოთ ყველი, კარგად ავურიოთ, რომ განაწილდეს. ელარჯი ვხარშოთ სანამ ყველი კარგად არ გადნება.


მსგავსი სიახლეები:
  • Tortebis Receptebi / ტორტების რეცეპტები
  • Blomanje / ბლომანჟე
  • Samarxvo Namcxvari / სამარხვო ნამცხვარი
  • Martivad Mosamzadebeli Namcxvrebi / მარტივად მოსამზადებელი ნამცხვრები
  • Krabis Salati - Momzadebis wesi / კრაბის სალათის მომზადების წესი
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა