Leksebi / ლექსები

Leksebi / ლექსები




კიდევ უფრო მეტი ლექსი პოეზიის მოყვარულთათვის . წაიკითხეთ და წაუკითხეთ სხვას.






* * *
მე თქვენ მიყვარდით შესაძლოა ამ სიყვარულის

ჩემს გულში ახლა კვლავ ენთოს ოდნავი ალი

მაგრამ არ მინდა ამის გამო გეტკინოთ გული

და თქვენს წუხილში რაიმეთი მე მედოს ბრალი



მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ ჩუმად უთქმელად

ხან კრძალვა მძლევდა ხანაც ეჭვებით ვიყავი სავსე

მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად ისე გუწრფელად

ღმერთმა ინებოს რომ თქვენ სხვასაც უყვარდეთ ასე...



....

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.



ტერენტი გრანელი




...

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...

ნიკო გომელაური


დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ


****


წახვედი,მაგრამ ეს კარგად მჯერა,

ვერ დამივიწყებ მაინც სრულიად,

მარად შენთან ვარ,ვით ბედისწერა,

ვერ გამექცევი გზა დახშულია.

მე შენი გზა ვარ,შენი სახლი ვარ,

ჩემზე იფიქრებ ღამით თუ დღისით,

შენს გულში ისე დიდად ვმარხივარ,

რომ არარ არის ადგილი სხვისი.

ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს,

ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ,

ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე,

შენი ცხოვრების თავი და ბოლო.

ვისიც არ უნდა გესმოდეს ხმები,

მე მომიგონებ იმ ხმებში მწარედ,

ბაღის ქარივით შემოგეხვევი,

არ მოგაშორებ ღამეულ თვალებს.

და როცა გვიან მარტო დარჩები,

არ მოგასვენებ,არსად არ წავალ,


****


მინდა ფიქრები დაგირბიო,
ისე შემოვიჭრა შენში,
და მყუდროება დაგირღვიო,
გულის ხმამაღალი ფეთქვით,
სულის სიმშვიდე დაგიკარგო,
არ მოგასვენო წამით,
დღე ოცნებებში ჩაგექარგო,
ლამაზ სიზმრებში ღამით.
მინდა, საფიცრად გადაგექცე,
შენი მონატრება ვიყო,
ვიყო გაგიჟება შენი,
შენი მწუხარებაც ვიყო,
შენი გაზაფხული ვიყო
ატმის ყვავილების ფერი,
შენი სიყვარული ვიყო,
ვიყო უსასრულოდ შენი…


****


ყური დაუგდე, ნუთუ არ გესმის?
როგორ გეძახის ეს ჩემი გული,
ნუთუ ვერ ხვდები შენზე რომ ვფიქრობ
და ძლიერ რომ ვარ შეყვარებული.
წუხელ სიზმარში გამომეცხადე
ახლოს ვხედავდი შენს ლამაზ თვალებს,
მერე წყვდიადში გაუჩინარდი
არ მახსოვს როგორ გათენდა ღამე.
ვინ გიყვარს ნეტავ, ვის ეტრფი კარგო?
მე შენს სიყვარულს ვერასდროს დავთმობ,
მარტოობისთვის ვარ გაჩენილი
იმიტომ დავრჩი სიზმარშიც მარტო.
შენთან რა მინდა, ჩემი ბრალია,
შენ არ მიგიძღვის დანაშაული,
ჩემი ბრალია რომ შეგიყვარე
და დავიტანჯე პატარა გული.
არ ვიცი როგორ აგიხსნა კარგო
ასეთი ბედი ღმერთმა რად მარგო,
მთელი სიცოცხლე დაგელოდები
სულ მეყვარები, არ მკითხო რატომ


****


ისევ შემოგხედე თვალებში..
ისევ ამითრთოლე გული...
ისევ ჩერდებოდნენ წამები..
ისევ მომიწამლე გული..
ნეტა არასოდეს მენახე..
აღარ დამჩაგრავდა სევდა
ვეღარ მოვაღწიე შენამდე...
აღარ გამიღიმა ბედმა...
ისევ გაყინული სიჩუმე..
ისევ აირია გზები..
ისევ მომხიბვლელი ღიმილი..
ისევ სიყვარულით გელი..
ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..
სადღაც გაქრებოდა დარდი..
აღარ ვიდარდებდი არასდროს..
ოღონდ გყვარებოდი წამით..



****


მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა


****


ისევ, მომენატრე რატომღაც…
ბოლოს მიყვარხარო, მითხარი…
თურმე, ეს ყოფილა გართობა…
მაშინ ვერაფერი გითხარი…

ისევ, მომენატრე რატომღაც…
სევდას უშენობა ათოვდა,
სევდა უშენობით დაქროდა…
თურმე, იმედები არ ქონდა…

ისევ, მომენატრე რატომღაც.
ისევ, ამეშალნენ ფიქრები…
ისევ, უიმედოდ გათოვდა.
ისევ, გამებუტნენ ფიფქები…

ისევ, მომენატე რატომღაც…
ფიქრი იმედებზე გათხოვდა…
ხედავ? ისევ, მე ვარ მარტოკა…
ისევ, უშენობა მაფრთხობდა…

თურმე, არ ყოფილა გართობა…
როცა ვერაფერი გითხარი…
თავი მომანატრე რატომღაც…
მაინც მიყვარხარო მითხარი…


****


მე ხომ შენი სიზმრიდან
და სიზმრებით მოვედი ,
შენ რომ არ ყოფილიყავ
მე გამოგიგონებდი...
უნაირო გზის შემდეგ
ისევ შენთან მოვალ დღეს ,
იცი?,დავიღალე და
მხოლოდ შენ თუ მომარჩენ .
წვიმა ცრემლად შემარგე_
ცრემლიც უკვე გამიშრა,
როცა მოვალ შენდამდე
უკან აღარ გამიშვა



****


მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
ექნება სურნელი ყვავილის
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს ,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის
და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე
ცრემლების გარეშე სიყვარულს
ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?
ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად,
ფუნფულა ღრუბლები დაგათოვს ,
გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი,
მზის სხივი ნაჟური გაგათბობს
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ,
ო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო,
რამდენი წელია გინახავ...


****


ამ სიჩუმეში როგორ დაგტოვო,
ამ მაისის თვეს მარტოს რა გინდა?
დამივიწყეთქო,ეს კი არ გთხოვე,
შემიყვარეთქო,გთხოვეთავიდან!
სამართალი რომ ჰქონდეს ქვეყანას....
ვერ დაგეხსნები ისე ვერასდროს,
ფიქრით რომ მაინც გვერდით არ მყავდე,
გულმა ნატვრადარაგაკელაპტროს,
როგორც ყოველთვის,როგორც აქამდე.
ვერ დაგივიწყებ,თუნდაც ვეცადო,
თუნდაც მზე მთვარეს შეხვდეს ცის პირას!
სანამ ვარსებობ,მე შენ მიყვარხარ,
სანამ მიყვარხარ,სულიც მიბრწყინავს.
და თუ ღმერთი გწამს,ბედმა ამ ბოლოს
მე,მარტოობას რომ შემარიგა,
დამივიწყეთქო,ის კი არ მითქვამს,
შემიყვარეთქო, გთხოვეთავიდან!!!!!!!




მსგავსი სიახლეები:
  • Sms Sheyvarebulistvis / სმს შეყვარებულისთვის
  • Sasiyvarulo mesijebi / სასიყვარულო მესიჯები
  • Sevdiani Leqsebi / სევდიანი ლექსები
  • Statusebi Siyvarulze / სტატუსები სიყვარულზე
  • Leqsebi Siyvarulze / ლექსები სიყვარულზე
  • Niko Gomelauris Leqsebi / ნიკო გომელაურის ლექსები
  • Zura Saluqvadze - Dge Gatenda Siyvarulis / ზურა სალუქვაძე – დღე გათენდა სიყ ...
  • Rchevebi Qals Kacisgan / რჩევები ქალს კაცისგან
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა