5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მამაკაცმა არასოდეს არ უნდა უთხრას ქალს

5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მამაკაცმა არასოდეს არ უნდა უთხრას ქალს



5 ძირითადი ფრაზა რომელიც კაცმა არასოდეს არ უნდა უთხრას თავის შეყვარებულს, ცოლს თუ საცოლეს . თუ რათქმაუნდა მასთან დაშორება არ სურს


მოსიყვარულე და ყურადღებიანი მამაკაცი ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება მეტად ასიამოვნოს საკუთარ ქალბატონს. იქნება ეს სახლის საქმიანობაში დახმარება, სხვადასხვა საჩუქრების მიძღვნა და მსგავსი, სასურველი ქმედებები, ყოველთვის დადებითად აისახება წყვილის ურთიერთობასა და მომავალზე. ამასთანავე, არსებობს გარკვეული ფრაზები, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებთ ქალბატონებს და ყველაზე ნაკლებად სურთ ამ ფრაზების მამაკაცებისგან მოსმენა.


1. „შენ რა, ამის ჩაცმას აპირებ?“

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოხატონ საკუთარი უსიამოვნება ქალბატონის ტანისამოსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საუბარი უბრალოდ შეყვარებულ მამაკაცზეა, რომელსაც თავის რჩეულ ქალბატონთან მომავლის დაკავშირება სურს. მამაკაცებო იცოდეთ, ქალი ყოველგვარი სიტყვების გარეშე იგრძნობს, რა მოგწონთ და რა არ გსიამოვნებთ მის ჩაცმულობაში და სამომავლოდ ეცდება ამის გამოსწორებას. ხოლო რაც შეეხება ცოლ–ქმრული თანაცხოვრების დროს, გარკვეული ტანისამოსისადმი მამაკაცის უარყოფით დამოკიდებულებას: ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ თქვათ: „აი, ის, მეორე შარვალი ან კაბა უკეთესია“ და არა „შენ რა, ამის ჩაცმას აპირებ?“, ამ ფრაზაში უხეშობასთან ერთად, ცინიზმიც იგრძნობა, ეს კი შეიძლება უთანხმოების მიზეზი გახდეს.

2. „ვერ ვიტან დედაჩემს!“
მამაკაცს არ უყვარს ქალი, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა? ეს არც მის დადებითობასა და არც მის კარგ პიროვნულ მახასიათებლებზე მიუთითებს. როცა ქალი ისმენს, თუ როგორ ლანძღავს მშობელ დედას მამაკაცი, მას უჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა ეს უკანასკნელი ანალოგიურად მოექცეს მასაც. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული, სერიოზული მამაკაცი ყოველთვის ზრუნავს საკუთარ დედაზე და პატივს სცემს მას. რა თქმა უნდა ამ პუნქტში ყველა მამაკაცი არ ერთიანდება. აქ ერთეულებზეა საუბარი.

3. „შენი მეგობარი თავისუფალია?“

ეს ფრაზა ყველაზე უარყოფითად მოქმედებს ქალზე. მაგალითად, თქვენ შეხვედით ბარში და მოგეწონათ ქალი, რომელიც მეგობრებთან, ამავე სქესის წარმომადგენლებთან ერთად ერთობა. მიხვედით ამ ქალბატონთან და გაეცანით, შემდეგ კი კითხეთ: „შენი მეგობარი თავისუფალია?“, ამის შემდეგ სჯობს, ამ ქალბატონისგან აღარაფრის იმედი აღარ გქონდეთ. მასთან ვეღარც ხანმოკლე და ვეღარც ხანგრძლივ ურთიერთობას ვეღარ ააწყობთ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ვთქვათ თქვენ აღნიშნული ქალბატონის იმედგაცრუებას ყურადღება არ მიაქციეთ და მის მეგობარზე გადაიტანეთ ყურადღება, ამ შემთხვევაშიც იცოდეთ, რომ ეს უკანასკნელი აუცილებლად უნდობლად შემოგხედავთ და თქვენც, ორი კურდღლის მაგივრად ალკოჰოლით გაჟღენთილი საღამო და კვლავ მარტოსული დილა შეგრჩებათ ხელში.

4. „ოჰო, შენ რა ამას სულ შეჭამ?“

დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი წესი: არასდროს გაბედოთ მამაკაცებო, ქალბატონებთან საკვებზე საუბარი. განსაკუთრებით არ აღნიშნოთ ის ფაქტი, რომ თქვენ არ მოგწონთ იმ ულუფების ნორმა, რომელსაც ქალბატონი მიირთმევს. არც ხუმრობით, არც იუმორით და არც სერიოზულად არ წარმოთქვათ ზემოთაღნიშნული ფრაზა ნაცნობობის პირველ ეტაპზე. ქორწინების შემდეგ კი ,თუ გსურთ თქვენს ოჯახში იდილია სუფევდეს, საერთოდ დაივიწყეთ ეს ფრაზა.

აღსანიშნავია, რომ ქალმა ძალიან კარგად იცის, თუ რა უსიამოვნოდ აგრძნობინებს თავს ესა თუ ის, ცხიმიანი და კალორიული საკვები, მაგრამ რადგან იგი გადაწყვეტს მის მირთმევას, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ასეა საჭირო. ქალბატონი მიირთმევს, მამაკაცებო, თქვენ კი გადაიხადეთ!

5. „ვერ ვიტან დედაშენს.“

ყველამ კარგად იცის თუ რა რთული შემთხვევაა სიძე–სიდედრის ურთიერთობა. ურთიერთობა რომლის შედეგადაც ყველაზე მეტად ქალი იტანჯება. იგი მეტად რთულ სიტუაციაშია, არ იცის ვისი მხარე დაიჭიროს და ფრაზა „ვერ ვიტან დედაშენს“, განსაკუთრებით ამწვავებს სიტუაციას და მამაკაცს ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ცოლის დედასთან, არამედ საკუთარ მეუღლესთანაც ექმნება პრობლემები.

წყარო : Presa.ge


მსგავსი სიახლეები:
  • Seqsi eXtremalur Adgilebshi / სექსი ექსტრემალურ ადგილებში
  • Saintereso Gamonatqvamebi Seqsze / საინტერესო გამონათზვამები სექსზე
  • Rchevebi Qals Kacisgan / რჩევები ქალს კაცისგან
  • Brdznuli Gamonatqvamebi / ბრძნული გამონათქვამები
  • Kocnis Saidumloebebi / კოცნის საიდუმლოებები
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა