Salatebi / სალათები

Salatebi / სალათები



რამდენიმე ადვილად მოსამზადებელი სალათის ჩამონათვალს და მისი მომზადების წესს იხილავთ "დაწვრილებით" ნახვაში...




ბოსტნეულის სალათა სიმინდის მარცვლებით
ინგრედიენტები:
კომბოსტო - 200 გრ
სიმინდის მარცვლები - 100 გრ (დაკონს.)
კიბორჩხალას ჩხირები - 100 გრ
მწვანე ხახვი - 50 გრ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
მაიონეზი - 4 ს/კ
კონა ოხრახუში - 1/2
ლიმონი - 1/2
შაქარი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
დავჭრათ კომბოსტო,სტაფილო და მწვანე ხახვი.
კიბორჩხალას ჩხირები დავჭრათ.
პროდუქტები შევურიოთ სიმინდის მარცვლებს,მოვაყაროთ მარილი, შაქარი, დავასხათ მაიონეზი,ლიმონის წვენი და კარგად ავურიოთ.

სუფრაზე მიტანის წინ სალათა მოვრთოთ მწვანილით.

სალათი "ცეზარი"
ინგრედიენტები:
2 პომიდორი
2 კიტრი
200 გრ ქათმის ფილე
50 გრ კამა და ოხრახუში
50 გრ ყველი

მომზადების წესი:
აიღეთ რაიმე სინი ან დიდი ზომის თეფში, კიტრი და პომიდორი წვრილ კუბიკებად დაჭერით და ფენა-ფენა გაშალეთ ამ სინზე, შემდეგ სალათის ფურცლები აჰკუწეთ და ზემოდან დააყარეთ, ამასობაში ქათმის ფილეც მოიხარშებოდა, მოხარშული ფილეც დააქუცმაცეთ და მოაყარეთ სალათს, პატარა კუბიკა-სუხარიკები (თუ რაც ჰქვია) ცოტა ეგეც დაგჭირდებათ, მწვანილებიდან აუცილებელია კამა და ოხრახუში, ბოლოს კი ყოველივე ზემო აღნიშნულს დაახეხეთ ყველი (მე სულგუნს გირჩევთ, ძმარი და მარილი გემოვნებით.

ცეზარი მრავალნაირად შეიძლება გაკეთდეს, ქათმის ფილეს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თევზის ფილე, კრაბი და ა.შ.


ტაილანდური კიტრის სალათა:
შემადგენლობა
კიტრი - 4 ცალი
ხახვი (მწვანე) - 2 კონა
კინძა - 1 კონა (პატრა)
ოხრახუში - 1 კონა (პატრა)
ლიმონი წვენი - 2 ჩ/კ
შაქარი - 1 ჩ/კ

მომზადების წესი:
ეს რეცეპტი ძალიან ადვილი გასაკეთებელია. ის უხდება ბრინჯის კერძებს. ძალიან ორიგინალური გემო აქვს - მოტკბო მომჟავო, სასიამოვნო და გამაგრილებელი.
კიტრი დავჭრათ კუბიკებად. ხახვი დავჭრათ მსხვილად და მწვანილი წვრილად. ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ ლიმონის წვენი, დავაყაროთ შაქარი და ყველაფერი ავურიოთ. სურვილისამებრ შეიძლება დავაყაროთ ქუნჯუთი.

გემრიელად მიირთვით!


მსგავსი სიახლეები:
  • Salata Cezari / სალათა ცეზარი
  • Samarxvo Namcxvari / სამარხვო ნამცხვარი
  • Nushis namcxvari Limonis Rgolebit / ნუშის ნამცხვარი ლიმონის რგოლებით
  • xilis torti - momzadebis wesi/ ხილის ტორტი – მომზადების წესი
  • Krabis Salati - Momzadebis wesi / კრაბის სალათის მომზადების წესი
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა