Seqsi eXtremalur Adgilebshi / სექსი ექსტრემალურ ადგილებში

Seqsi eXtremalur Adgilebshi / სექსი ექსტრემალურ ადგილებში



ინტიმური ურთიერთობა საკუთარ საძინებელში, საბნის ქვეშ, ღამით, ჩამქრალ შუქში – რა შეიძლება იყოს უფრო მოსაწყენი! სექსოლოგები ურჩევენ წყვილებს, რომლებსაც მობეზრდათ ერთმანეთი, ინტიმური ურთიერთობით მეტად უჩვეულო და ორიგინალურ ადგილებში დაკავდნენ. თუმცა, სანამ ამ ნაბიჯის გადადგმას დააპირებენ, აუცილებელია ყოველი დეტალი კარგად განსაზღვრონ, რადგან ასეთ სიტუაციებში არსებობს წესები, რომელთა გათვალისწინებაც მეტად სასურველია. სექსუალური კავშირი უჩვეულო ადგილებში: რა არის ნორმალური და რა შეიძლება გახდეს უკმაყოფილების მიზეზი?

სექსი ბუნების წიაღში

უცდია თუ არა ვინმეს ქვიშიან სანაპიროზე ცეკვა? აუცილებლად სცადეთ! ამით დიდ სიამოვნებას მიიღებთ. სწორედ იმავეს განიცდით ზღვის სანაპიროზე სექსუალური აქტისას. თუმცა, შესაძლოა, ქვიშამ მეტად შეგაწუხოთ!

სანაპიროზე ინტიმური ურთიერთობისგან განსხვავებით, ტყეში ამ საქმით დაკავება შედარებით ნაკლებ ექსტრემალურია. რადგან შანსი იმისა, რომ „დაუპატიჟებელ სტუმარს“ გადაეყრებით, ნაკლებია. ყველაფერი კი რაც მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად არის საჭირო, ეს კარავი და კოცონია. თუმცა, ამის გარეშეც შეგიძლიათ სასურველი მიზნის მიღწევა.

შემთხვევითი სექსუალური კავშირი

სექსი ქორწინების პირველი ღამეს. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ახლადდაქორწინებულთა უმრავლესობის გეგმებში, სრულიად არ შედის სექსუალური კავშირი ქორწინების პირველ ღამეს. უფრო სწორად, გეგმებში კი შედის, მაგრამ ამის შესრულება უჭირთ. ასეთ სიტუაციებში, წყვილისთვის პრიორიტეტული კარგად გამოძინებაა, ამის შემდეგ კი, ნამდვილად სასიამოვნოა მათთვის ინტიმური ურთიერთობა.

სექსუალური კავშირი უჩვეულო ადგილებში მაშინ, როცა სახლში ბავშვები არიან – რა შეიძლება იყოს ამაზე საშინელი! თუმცა, თუ ამ საქმით დილით ადრიანად დაკავდებით, მაშინ როცა ბავშვებს სძინავთ, ყოველივე მეტად ექსტრემალური მოგეჩვენებათ.

სექსი ზედაპირებზე...

ბარი სამზარეულოში. რა თქმა უნდა სიმაღლე შეუდარებელია, მაგრამ ცივმა და მაგარმა ზედაპირმა, შესაძლოა, უსიამოვნოდ გაგრძნობინოთ თავი. აქედან გამომდინარე, ნამდვილად სჯობს ინტიმური ურთიერთობა იქ, სადაც შედარებით რბილი ზედაპირია.

ნორმალურია სექსუალური კავშირი მოფარდაგებულ იატაკზე. ეს შეგაძლებინებთ გაიხსენოთ თქვენი დაუდგრომელი ახალგაზრდობა. შეგრძნებები განსაკუთრებით მაშინ მძაფრდება, თუ ყოველივე სარდაფის ან სხვენის იატაკზე ხდება.

სექსი სწრაფად

თვითმფრინავის საპირფარეშოში. შესაძლოა, ფილმებში ყოველივე უნიკალურად ჩანს, მაგრამ აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მსგავს სცენებს სტუდიაში, სრულიად წყნარ გარემოში იღებენ. სინამდვილეში, საპირფარეშო ხომ პატარა ჩაკეტილი სივრცეა, სადაც მობრუნება თითქმის შეუძლებელია.

ნორმალურია სააბაზანო. აქ არავითარი არასასიამოვნო სუნი არ დგას. სივრცე ექსპერიმენტებისთვის კი საკმაოდ ფართოა. მაქსიამლურ შედეგს იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ სააბაზანო საკმაოდ დიდი ზომისაა. ინტიმური ურთიერთობა სტუმრად, უცხო ადამიანის სააბაზანოში, ეს კი უფრო ექსტრემალურია, ხომ შეიძლება ვინმემ მოგიკაკუნოთ?

გამბედაობა

საკუთარი სახლი და ფანჯრები ღია... ერთია ჩახუტება ღია ფანჯრებში და მეორეა ასეთ სიტუაციაში ინტიმური კავშირი. ერთი მხრივ, თქვენ განიცდით იმავეს, რასაც ბუნების წიაღში, მაგრამ როგორ უნდა შეხედოთ შემდეგ თვალებში ცნობისმოყვარე მეზობლებს?

ნორმალურია სექსუალური ურთიერთობა სასტუმოს ნომერში, სადაც თხელი ფარდებია ფანჯრებზე ჩამოფარებული. აქ ხომ არ არიან მეზობლები? რა თქმა უნდა, ვიღაც აუცილებლად არის და შესაძლოა, თვალყურს ადევნებს კიდეც ყოველივეს. მაგრამ ის ვიღაც ხომ ვერასდროს გიცნობთ თქვენ?

პ.ს. ჩემი აზრით კი სექსი საყვარელ ადამიანთან ყველგან და ყოველთვის სასურველი და სასიამოვნოა


Seqsi eXtremalur Adgilebshi / სექსი ექსტრემალურ ადგილებში


მსგავსი სიახლეები:
  • Ucnauri (amoraluri) Siyvaruli ? / უცნაური (ამორალური) სიყვარული ?
  • 5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მა ...
  • Manqanashi Sexi Dasjadi Ar aris / მანქანაში სექსი დასჯადი არ არის
  • Qalishvilobis Dakargva / ქალიშვილობის დაკარგვა
  • Saintereso Gamonatqvamebi Seqsze / საინტერესო გამონათზვამები სექსზე
  • Nashebis Tatu Seqsualur adgilebshi / ნაშების ტატუ სექსუალურ ადგილებში
  • Muclis presi da lamazi muceli / მუცლის პრესი და ლამაზი მუცელი
  • chama da sexi (seqsi) / ჭამა და სექსი
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა