Anjelina Jolis avadmyofoba / ანჯელინა ჯოლის ავადმყოფობა

Anjelina Jolis avadmyofoba / ანჯელინა ჯოლის ავადმყოფობა



ჟურნალისტებისათვის ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლი ანორექსიის ზღვარზეა. ბრიტანული ჟურნალი Grazia ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსახიობი დღეში 600 კალორიას იღებს. ადამიანს კი სიცოცხლისათვის დღეში მინიმუმ 1300 კალორია ესაჭიროება.

მზრუნველი დედა, ნიჭიერი მსახიობი და მშვენიერი ქალბატონი, ანჯელინ ჯოლი, საკუთარ გარეგნობასა და ფიგურას ყოველთვის უფრთხილდებოდა. მრავალი წლის განმავლობაში, მან არაერთხელ შეიცვალა ჩაცმის სტილი, ეს კი მოდას არ უნდა დავაბრალოთ – ბრედ პიტის მეუღლე წონაში საგრძნობლად იკლებს.

რა თქმა უნდა, დიეტების დაცვა აუცილებელია ფიგურის შესანარჩუნებლად, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს!

ჟურნალი არ ასახელებს ანჯელინას ახლობლის სახელსა და გვარს, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსახიობი ყოველდღიურად, საუზმეზე მიირთმევს მარცვლეულს, რამდენიმე კოვზი ქოქოსის რძით. ანჯელინას კვების რაციონში არ შედის არანაირი სადილი ან ლანჩი.

თავად მსახიობი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, ჭამის მადა დაეკარგა. ანჯელინას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. ამიტომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის მერე, ჭამა შეწყვიტა. ბრედ პიტის თქმით, ჯოლის შიმშილისგან გული რამდენიმეჯერ წაუვიდა.

წლების განმავლობაში, მრავალშვილიანი დედა უფრო და უფრო „მცირე“ ხდებოდა. ჯოლის ავადმყოფობაზე ხმები 2007 წელს გავრცელდა.

ამბობენ, რომ პრინცესა ქეით მიდლტონიც, რომელიც ტახტის მემკვიდრეს ელოდება, ასევე, ანორექსიითაა დაავადებული.

ახლობლების განცხადებით ანჯელინამ ჭამა 29 იანვარს, დედის გარდაცვალების დღეს, თითქმის სულ შეწყვიტა.

ყველაფერი ეს მიანიშნებს, რომ მსახიობს ფსიქიკური ანორექსია აქვს. Anorexia psychic – საკვებზე უარის თქმა უმადობის, დეპრესიის, ან მოწამვლის შიშის გამო.

ექიმების განცხადებით, ანორექსია ХХI–ე საუკუნის ყველაზე საშიში დაავადებების სიაში შედის. გასულ წელს, ამ დაავადებით, ორი სუპერმოდელი გარდაიცვლა.

წყარო: presa.ge


მსგავსი სიახლეები:
  • Maita Goo mainc xo miwam unda shegichamoi / მაიტა გოო მაინც ხო მიწამ უნდა შ ...
  • Ucnauri (amoraluri) Siyvaruli ? / უცნაური (ამორალური) სიყვარული ?
  • Sheyvarebulebi / შეყვარებულები
  • Saintereso Gamonatqvamebi / საინტერესო გამონათქვამები
  • 5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მა ...
  • Seqsi eXtremalur Adgilebshi / სექსი ექსტრემალურ ადგილებში
  • Gamogonebebi / გამოგონებები
  • „რუსი ბოზის ჩაცმულობა“ – ქართველი ქალების ჩაცმის სტილი?
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა