Saaxalwlo sufra 2012/ საახალწლო სუფრა 2012

Saaxalwlo sufra 2012/ საახალწლო სუფრა 2012



საახალწლო სუფრას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს . გავრცელებულია აზრი რომ თუ საახალწლო სუფრა უხვი და ლამაზი იქნება მერე ოჯახში მთელი წელი სიუხვე და ბედნიერება სუფევს. მე პირადად საახალწლო სუფრა ახალი წლის დადგომას , ახალ იმედებს, ოცნებებს და ყველანაირ სიახლეს მახსენებს . სუფრაზე არის ისეთი კერძები რომელსაც წლის სხვა სეზონებზე ვერ შეხვდები . ამიტომაც აქვს საახალწლო სუფრას თავისი ხიბლი



საახალწლო სუფრის კერძებში ყველაზე მთავარი ადგილი უჭირავს საცივს , რომელსაც ტრადიციულად ინდაურის ხორცისგან ამზადებენ . როგორც წესი ინდაურს ქართველები სხვა დროს არ ვწყალობთ მაგრამ ახალი წლის შემდეგ შეიძლება მთელი ქვეყნის მაშტაბით ერთი ცოცხალი ინდაურიც ვეღარ იპოვოთ :)

ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გოჭს, რომელიც შემწვარ მდგომარეობაში , პირში ბოლოკით , ამშვენებს სუფრას.

გოზინაყი – ყველაზე გემრიელი ნუგბარი ქართულ ტრადიციულ სუფრაზე, ბევრ დიასახლისს არ გამოსდის გოზინაყის მომზადება მაგრამ ყველა ცდილობს :) ეს ხომ ახალი წლის ღამეა .

ჩურჩხელა– ნამდვილი ქართული , ტრადიციული ჩურჩხელა აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე, ხილთან და სხვადასხვა შოკოლადებთან ერთად.

ღვინო – აუცილებელია ქართულ სუფრაზე. მისი შერჩევაც ძალიან საფრთხილო საქმეა, რომელსაც ტრადიციულად ოჯახის უფროსი აკეთებს და ხშირად შემდეგი ტრაბახის მიზეზიც ხდება ეს სასმელი. თანამედროვე სუფრასთან არევამ შემოიტანა შამპანურის კულტურა. ახალ წელს ძალიან ბევრი ამ შუშხუნა სასმელით ულოცავს ერთმანეთს.


ახალ, კლასიკურ სუფრაზე კი ჭარბობს ხიზილალა, კარაქითა და ლიმონით, ზეთის ხილი, რაც მეტად დამახასიათებელია თანამედროვე სუფრისთვის, ორგინალურად მორთული ოლივიე და სხვა სალათები.


ბოლოს კი მოგილოცავთ წინასწარ 2012 წელს და ბედნიერებას გისურვებთ როგორც ამ წელს ისევე მთელი ცხოვრების მანძილზე :)


მსგავსი სიახლეები:
  • Saaxalwlo Sachuqrebi Evropashi / საახალწლო საჩუქრები ევროპაში
  • Saaxalwlo Leqsi / საახალწლო ლექსი
  • Grinchi (qartulad)/ გრინჩი (ქართულად)
  • Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები
  • Sauketeso Adgilebi Axali Wlis Shesaxvedrad / საუკეთესო ადგილები ახალი წლის ...
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა