Me Rom Bichi Vyofiliyavi / მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი

Me Rom Bichi Vyofiliyavi / მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი


რა მოხდებოდა ყველაფერი პირიქით რომ ყოფილიყო და მე ბიჭი ვყოფილიყავი

წყარო: oxun.ge





1) 1990 წლის 15 ნოემბერ ჩემი ოჯახის წევრები (განსაკუთრებით მამა და ბაბუა) ალბათ ორჯერ უფრო გახარებულები იქნებოდნენ
2) სავარაუდოდ რეზის დამარქმევდნენ (იმიტომ, რომ ბაბუას რეზო ერქვა) და მაინც, რეზი თუ არა გიორგი, დათო ან ნიკა მერქმეოდა ვიცი რომ ლაშა არ მერქმეოდა, იმიტომ, რომ დედას არ უყვარს ეს სახელი (ვისაც ლაშა გქვიათ, მაპატიეთ)
3) საბავშვო ბაღში მანქანებით, კუბიკებით და იარაღებით ვითამაშებდი. როცა დედას დააგვიანდებოდა, არ ვიტირებდი
4) 1995 წლის 1სექტემბერს, როცა პირველ კლასში წავედი, წითელის ნაცვლად ლურჯ ჩანთას მომცემდნენ, რომელსაც snoop dog-ი ეხატა (მომღერალი კი არა, მულტფილმის პერსონაჟი)
5) შემდეგ კლასებში (ალბათ) კარგად ვისწავლიდი
6) ფრაზა: „მორჩა, ხვალ დიეტას ვიწყებ“ უცნობი იქნებოდა
7) სახლიდან გასვლის წინ 15 წუთი სარკესთან არ ვიტრიალებდი
8) სახლიდან გასვლისას ცხრაჯერ არ მეტყოდნენ: „მალე მოხვალ?“, „როდის დაბრუნდები?“
9) არ გავბრაზდებოდი, თუ ჩემს მეგობარს/ნაცნობს ზუსტად ჩემნაირი მაისური/შარვალი/ფეხსაცმელი/ჩანთა ექნებოდა
10) არ მექნებოდა ჩანთებზე გართულება
11) ფული არ დამეხარჯებოდა ისეთ სისულელეებზე, როგორიცაა მაგალითად კოსმეტიკა
12) როცა ცუდი სიტყვა/გამოთქმა წამომცდებოდა, გაკვირვებულები არ შემომხედავდნენ
13) როცა ვინმე ნერვებს ამიშლიდა ფიზიკურად გავუსწორდებოდი
14) ჩემს გარდერობში იქნებოდა შარვლები და არა შარვლები და კაბები
15) გულებიანი სათვალით და დაპრუწული ტუჩებით გადაღებული სურათი არ მექნებოდა
16) ერთი დღის განმავლობაში ხასითი 5ჯერ არ შემეცვლებოდა
17) თუ დამცხებოდა თავისუფლად შევძლებდი მაისურის გახდას
18) ჩემი ცრემლები სისუსტის გამოხატულება იქნებოდა
19) Facebook-ზე არ დავწერდი “ფერს“
20) სხვა ნიკი და სხვა ავატარი მექნებოდა


მსგავსი სიახლეები:
  • Ucnauri (amoraluri) Siyvaruli ? / უცნაური (ამორალური) სიყვარული ?
  • Statusebi Siyvarulze / სტატუსები სიყვარულზე
  • Leqsit Sadgegrdzeloebi / სადღეგრძელოები ლექსად
  • statusi / სტატუსები
  • GOOGLE + vs FACEBOOK / გუგლი ფეისბუქს დაეწევა ?
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა