Kocnis Saidumloebebi / კოცნის საიდუმლოებები

დასახელება : Kocnis Saidumloebebi / კოცნის საიდუმლოებები


პირველ დღეს პაემანზე , ფეხები გიკანკალებთ , სული გეკვრით , გული გეკუმშებათ ? ეს იმიტომ რომ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით თავბრუდამხვევი კოცნის საიდუმლოებანი, გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები და ქველაფერი კარგად იქნება ...



1) იყავით მომთმენი. ამ შემთხვევაში, თქვენ აჩქარების არანაირი მიზეზი არ გაქვთ. დაიცადეთ იქამდე, სანამ პარტნიორის განწყობა არ გახდება კარგი და გახსნილი. აყევით “სხეულის ენას”, შეეცადეთ ამით მიიპყროთ თქვენი პარტნიორის ყურადღება, ნელ-ნელა აიყოლიოთ თამაშში და შემდეგ დაიწყოთ კოცნა. ყველას მოსწონს რომანტიკული და ნაზი დაწყება.
2) აუცილებლად გამოიხეხეთ კბილები და სპეციალური ძაფებით გამოისუფთავეთ კბილებს შორის ადგილები.
2) შეამოწმეთ, რომ თქვენი ტუჩები არ არის გაუხეშებული, თუ ასეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი და უფერული ბალზამი, ტუჩების დასარბილებლად.
3) არ დაგავიწყდეთ სუნთქვა. ისუნთქეთ ცხვირით, ნელა და რეგულარულად და არავითარ შემთხვევაში არ ისუნთქოთ მძიმედ.
4) იმოქდეთ ხელებითაც. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელებიც და ამით კოცნის პროცესი მეტად რომანტიკული და ამაღელვებელი გახადოთ. ძალიან ნაზად მოეფერეთ პარტნიორს სახეზე, ან შეუცურეთ მას თმაში ხელი, ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად აღაგზნებს პარტნიორს.

არასდროს არ გააკეთოთ:
1) არასდროს აკოცოთ პარტნიორს გაღებულ ტუჩებზე.
2) კოცნის დაწყებისთანავე ენას ნუ გამოიყენებთ, დროებით დატოვეთ ის პირში. ენის გამოყენება უნდა მოხდეს მოგვიანებით და ეს უნდა მოხდეს ძალიან ბუნებრივად.
3) როდესაც კოცნისას ენის გამოყენებას დაიწყებთ, იფრთხილეთ, რომ თქვენს პარტნიორს სული არ შეეკრას. ეცადეთ, რომ ენა არ ჩაიტანოთ სულ უფრო და უფრო დაბლა, პარტნიორის ყელისკენ.
4) არასდროს უკბინოთ პარტნიორს. ამით შეიძლება ძალიან ატკინოთ მას და აღარ გაუჩნდეს კოცნის გაგრძელების სურვილი.
5) გაითვალისწინეთ მათი სურვილებიც და მხოლოდ თქვენი ნება-სურვილის მიხედვით ნუ იმოქმედებთ. ნურაფერს აიძულეთ პარტნიორს, ეცით პატივი მას.
6) კოცნის პროცესში არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ კვნესა, რადგან ამით, თქვენ, ცხვირიდან გამოყოფილი ჰაერით უხეშს და არაკომფორტულს გახდით კოცნის პროცესს.
7) როდესაც კოცნას დაასრულებთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შექმნათ უხერხული სიჩუმე, ეცადეთ თქვათ რამე რომანტიკული.
თუ კი თქვენ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენს პარტნიორს კოცნის ძალიან თავბრუდამხვევ და ამაღელვებელ წუთებს უსახსოვრებთ.


მსგავსი სიახლეები:
  • Lamazi Kocna / ლამაზი კოცნა
  • Misha Cagareli - Sasiyvarulo horoskopi / მიშა ცაგარელი –სასიყვარულო ჰოროსკო ...
  • 5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მა ...
  • UGG / Ugebi / უგები
  • Kocna Da Yvelaferi Kocnis Shesaxeb / კოცნა და ყველაფერი კოცნის შესახებ
  • Ludis KaTxis Dacla-Kocnis sanacvlod / ლუდის კათხის დაცლა კოცნის სანაცვლოდ
  • Leqsit Sadgegrdzeloebi / სადღეგრძელოები ლექსად
  • დაბადების დღის მილოცვის ხერხები / dabadebis dgis milocvis xerxebi
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა