Martivad Mosamzadebeli Namcxvrebi / მარტივად მოსამზადებელი ნამცხვრები

Martivad Mosamzadebeli Namcxvrebi / მარტივად მოსამზადებელი ნამცხვრები



მარტივად მოსამზადებელი ნამცხვრების რეცეპტები და ინგრედიენტების სია. დაამზადეთ მარტივი ნამცხვრები სწრაფად.



ვაშლის მარტივი ნამცხვარი :

24სმ ფორმისთვის ინგრედიენტები:
3-4 კვერცხი
1 ჭიქა ფქვილი
1 ჩაის კოვზი გასაფხვიერებელი
¼ ჩაის კოვზი მარილი
2/3 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
3-4 ვაშლი
*ჭიქა=250მლ

მომზადების წესი:
კვერცხი შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ, სანამ მასა ზომაში ორჯერ არ მოიმატებს. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ მარილი, გასაფხვიერებელი და დარიჩინი. კვერცხის მასას ნელნელა ფქვილი დაუმატეთ, მოურიეთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე. გარეცხეთ ვაშლი, გათალეთ და დაჭერით და დაუმატეთ ცომს. ფორმა საცხობი ქაღალდით ამოფინეთ ან ცხიმი წაუსვით. ჩაასხით ცომი ფორმაში და მოათავსეთ წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით.



მარტივი შოკოლადის ტორტი :

ინგრედიენტები 23-25 სმ დიამეტრის ფორმისთვის:

175გრ შავი შოკოლადი, კაკაოს შემცველობა არა ნაკლებ 72%
175გრ კარაქი
160გრ შაქარი
4 კვერცხი(განცალკევებული გული ცილისგან)
2სუფრის კოვზი ბრენდი/რომი
75გრ ნუშის ფქვილი(წვრილად დაფქული ნუში)
35გრ ფქვილი
ჩაის კოვზის მეოთხედი მარილი
მოსართავად:
175გრ შოკოლადი
125მლ ნაღები
1 სუფრის კოვზი რომი


მომზადების წესი:
გაალღვეთ კარაქი და შოკოლადი. პარალელურად ათქვიფეთ კვერცხის გულები 80გ შაქართან ერთად, მასა უნდა გაღიავდეს და მოიმატოს ზომაში. ათქვეფილ გულებს დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი, რომი და ორივე სახის ფქვილი, ფრთხილად მოურიეთ კოვზით-მოძრაობა ქვევიდან ზევით უნდა იყოს მიმართული. ათქვიფეთ ცილა დარჩენილ შაქართან ერთად მყარი ქაფის მიღებამდე. დაუმატეთ 2 პორციად ათქვეფილი ცილები შოკოლადის მასას და ფრთხილად, კოვზით, მოურიეთ.
ფორმა ცხიმწასმული ქაღალდით ამოფინეთ, მოათავსეთ შიგნით ცომი და ფორმა წინასწარ 180გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30წთ-ით მოათავსეთ. მზა ნამცხვრის შუაგული ოდნავ ნოტიო უნდა იყოს, ნამცხვარი ფორმაში გააგრილეთ და შემდგომ მოასხით განაში(გაალღვეთ შოკოლადი და დაუმატეთ ნაღები და რომი, აურიეთ).


რულეტი გარგრის კონფიტიურით
Martivad Mosamzadebeli Namcxvrebi / მარტივად მოსამზადებელი ნამცხვრები

ინგრიდიენტები

კვერცხი - 5 ცალი
ფქვილი - 7 სუფრის კოვზი;
რძის ფხვნილი - 7 სუფრის კოვზი;
შაქრის ფხვნილი - 7 სუფრის კოვზილ
გამაფხვიერებელი - 1/2 ჩაის კოვზი;
ჯემი - 200 გრ, ნებისმიერი, სასურველია მომჟავო გემოსი


მომზადების წესი
გავახუროთ ღუმელი 200 გრ;
გამოვჭრათ პერგამენტის ქაღალდი და გადავუსვათ ცოტაოდენი კარაქი;
მოვამზადოთ ბისკვიტი - ავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი, დავამატოთ რძის ფხვნილი, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
ეს მასა გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდიან თუნუქის ფურცელზე.
ცხვება დაახლოებით 20 წუთი ;
გამოვიღოთ ღუმლიდან გადავიტანოთ ჩაის ტილოზე და გადავახვიოთ მჭიდროდ. როცა შეგრილდება - მოვაცალოთ ქაღალდი და ისევ გადავახვიოთ, როცა საბოლოოდ გაცივდება - გავშალოთბისკვიტი ისევ და გადავუსვათ ჯემი, ისევ გადავახვიოთ და გავალამაზოთ შაქრის პუდრით.


მსგავსი სიახლეები:
  • Tortebis Receptebi / ტორტების რეცეპტები
  • Blomanje / ბლომანჟე
  • Megruli Kerdzebi / მეგრული კერძები
  • Vashlis Perogi / ვაშლის პეროგი
  • Nushis namcxvari Limonis Rgolebit / ნუშის ნამცხვარი ლიმონის რგოლებით
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა