Fsiqologia - Ganwyobis Teoria / ფსიქოლოგია– განწყობის თეორია

Fsiqologia - Ganwyobis Teoria / ფსიქოლოგია– განწყობის თეორია




ყველა ცოცხალ არსებას აქვს ორი ნიშანი – მოთხოვნილება და ქცევის მიზანშეწონილი ხასიათი, მოთხოვნილება აქტივობის წყაროა, ის მოქმედებისკენ მოუწოდებს ადამიანს. მისი დაკმაყოფილების გარეშე ყველა არსება დაიღუპება.
ყოველი ჩვენგანის არსებობა დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ის მიზანშეწონილად განავითაროს საკუთარი მოქმედება და მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
განწყობის ფსიქოლოგიის ღირებულება იმაშია, რომ იგი მიზანშეწონილი ქცევის მექანიზმს განწყობის ცნების საფუძველზე ხსნის.


ცოცხალი არსება გარესამყაროსთან სპეციფიკურ ურთიერთობებს ამყარებს, რაც მიზანშეწონილ ქცევაში გამოიხატება. როცა ყველა მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია არ ხორციელდება მიზანშეწონილი ქცევა, ხოლო ინდივიდს როცა მოთხოვნილება უჩნდება საქმის ვითარება იცვლება საპირისპიროდ და ის იწყებს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის მოქმედებას, სხავაგვარად აფასებს გარემოს.

განწყობის ირადიაცია. განწყობა მოიცავს პიროვნებას მთლიანად და არა მის რომელიმე ცალკეულ ორგანოს. განწყობა რომელიც ერთი რეცეპტორით მუშავდება, გადადის არამარტო მეორე ორგანოზე არამედ ის გადადის ერთი მოდალობიდან მეორეზეც.

განწყობის გენერალიზაცია.ის ახასიათებს განწყობას. ყველა ადამიანის ქცევა რაღაც კონკრეტული მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა, რისთვისაც მას კონკრეტული განწყობა ექმნება, რის საფუძველზეც ხორციელდება მისი საქმიანობა. (მგ. მოსწავლეს ზოგადად სჭირდება სწავლის განწყობა რათა შეძლოს სხვადასხვა საგნების სწავლა.)

განწყობის არაცნობიერობა. განწყობა წარმოადგენს გაუცნობიერებელ ფსიქიკურ მოვლენას, იგი ცნობიერებას მოკლებულია, ის არ განიცდება, მისი მოცემულობა განცდაში არ დასტურდება, მაგრამ მთლიანად არაა მას მოწყვეტილი.

განწყობის ფაქტორები.როგორც ვნახეთ განწყობა აიგებაორი ფაქტორის – მოთხოვნილებისა და სიტუაციის საფუძველზე. მოთხოვნილება ადამიანისაქტივობის პირობაა, მაგრამ მხოლოდ მოთხოვნილების არსებობა არაა საკმარისი ფსიქიკური აქტივობისათვის. ადამიანის მოქმედებას იწვევს სიტუაცია, რომელიც მის მოთხოვნილებებთანაა კავშირში.

აქტივობის შესაძლებლობანი. ინდივიდმა რომ განახორციელოს ქცევა მას უნდა შეეძლოს გარკვეული ოპერაციების შესრულება. ამრიგად გარკვეული ქცევის შესრულების განწყობა ექმნება შემდეგი ფაქტორების შედეგად: მოთხოვნილებები, სიტუაცია, ოპერატიული შესაძლებლობანი.

განწყობის ორი დონე. განწყობის მიმდინერეობა ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის საერთოა. ადამიანი ცხოველებისაგან გამოიყოფა ადამიანური, სოციოგენური მოთხოვნილებებით, თეორიული, ეთიკური, ესთეტიკური და სხვა. მეორე კი არის ცნობიერება, რომელიც ინტელექტუალურია. ადამიანი პიროვნებაა.
ობიექტივაციის ცნება.ადამიანის ფსიქიკური აქტივობის გაგება უნდა მოხდეს მორალური, სოციოგენური და ესთეტიკური მოთხოვნილებების საფუძველზე. ობიექტივაციის არსი შემეცნებითი პროცესია.

ნებელობა. არის სოციალური პიროვნების მესამე ძირითადი თვისება. ობიექტივაციის აქტის შემდეგ სუბიექტი აზროვნების საშუალებით გარემოს სინამდვილის უფრო სრულ ასახვას ახორციელებს.

წარმოდგენის საფუძველზე შექმნილი განწყობა. მისი არსი იმაშია რომ, მოქმედება ღქმის ველიდან კი არ იღებს იმპულსს არამედ წარმოდგენის და იდეის სფეროდან.

პრაქტიკული ქცევის განწყობები. ორიენტირებულნი არიან გარესამყაროს სინამდვილის კონკრეტულ საგნებზე და ინდივიდის ბიოგენური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ეხმარებიან.

თეორიული ქცევის განწყობა. ორიენტირებულია სსოციალურ ღირებულებებზე. სოციალურ გარემოსთან ურთიერთობის პროცესში ადამიანს სოციალური განწყობების ფიქსირებული სისტემა უმუშავდება.

ფსიქო-ფიზიკურ ძალთა რეალიზაციის განწყობა ორიენტირებულია შეგრძნებების და შემეცნების თავისებურებებზე. მათი საშუალებით ადამიანი ერთობა, ისვენებს, თამაშობს.

შემოქმედების განწყობა გამოხატავს ადამიანის პიროვნებას. ადამიანი ქმნის საკუთარ სამყაროს, რომელშიც სინამდვილე შეფასებულია პიროვნების თვალსაზრისით.
ამრიგად განწყობის ფსიქოლოგიის ძირითად პრობლემას ქცევის მიზანშეწონილობის სკითხი წარმოადგენს, ის ინდივიდის მთლიანი ფსიქიკური მდგომარეობაა.


მსგავსი სიახლეები:
  • Narkomania / ნარკომანია
  • Shishi / შიში
  • Sikvdili / სიკვდილი
  • Bevri Statusi / ბევრი სტატუსი
  • 5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მა ...
  • Grinchi (qartulad)/ გრინჩი (ქართულად)
  • Kocna Da Yvelaferi Kocnis Shesaxeb / კოცნა და ყველაფერი კოცნის შესახებ
  • Lamazi Fotoebi / ლამაზი ფოტოები
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა