Sauketeso Adgilebi Axali Wlis Shesaxvedrad / საუკეთესო ადგილები ახალი წლის შესახვედრად

Sauketeso Adgilebi Axali Wlis Shesaxvedrad / საუკეთესო ადგილები ახალი წლის შესახვედრად



ახალი წელი მოახლოვდა და ყველა გეგმავს თუ სად შეხვდება ახალ წელს, გთავაზობთ ერთ–ერთი პოპულარულ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას. სად ხვდებიან ყველაზე ორიგინალურად და მხიარულად ახალ წელს.



1) ყველაზე ორიგინალურად 1 იანვარს ნიუ-იორკში ტაიმ სკვერზე ხვდებიან

2) ავსტრალიურ სიდნეიში კი შეგეძლებათ მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული ფეიერვერკი ნახოთ. თანაც აქ ახალ წელს პლანეტაზე ყველაზე ადრე ხვდებიან.

3)კიდევ ერთი სასურველი ადგილი ახალი წლის შესახვედრად ეს არის ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში, კონკრეტულად კი კოპაკაბანას სანაპიროზე. აქ ადამიანებს სჯერათ ღმერთების რომ ბედნიერების მინიჭება შეუძლიათ. რიტუალისათვის თეთრებში იმოსებიან, რაც წარმატების სიმბოლოა და პლაჟისკენ მიემართებიან. ზღვის ღმერთთან საჩუქრები და შამპანიური მიაქვთ. აქ ყველა მხიარულობს, ცეკვავს და ფეიერვერკებს ანთებენ.

4) კალიფორნიაში, პასადენაში ვარდების აღლუმი იმართება. ვარდების რაოდენობა, რომელიც კოლორადოს ბულვარისკენ გადაადგილდება, იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი ფლორისტი 5 წლის განმავლობაში გამოიყენებს. ვარდების ასეთი მშვენიერ აღლუმი პირველად 1890 წელს გაიმართა.

5) გერმანიაში ახალ წელს მდინარე რეინზე კრუიზით ეგებებიან. ქალაქები, რომლებიც ამ მდინარეზეა განლაგებული, ახალი წლის ღამეს დაუვიწყარ საახალწლო ზეიმს აწყობენ, ეს კი გულგრილს არავის ტოვებს.

6) ესპანეთი გურმანების ქვეყანაა. მას ბევრი საინტერესოს შემოთავაზება შეუძლია. ესპანელები სერიოზულად ეკიდებიან ტრადიციებს. ახალი წლის დადგომამდე 12 წამში 12 ყურძნის მარცვალი უნდა შეჭამონ. სპეციალურად ამ წამებისთვის, ესპანეთის სუპერმარკეტებში შეფუთული 12 მარცვალი იყიდება.

7) ფილადელფიის ისტორიაში განუყოფელი ნაწილია პანტომიმა. მისი მონაწილეები ამ მოქმედებისთვის მთელი წელი ემზადებიან. იგონებენ კოსტიუმებს, დადგმებს, თანაც პრიზის გულისთვის, საუკეთესოს 1000 დოლარი გადაეცემა.

8) ეკვადორი კი პოლიტიკოსებზე გულმოსული ადამიანებისათვის ახალი წლის შესახვედრად ყველაზე შესაფერისი ადგილია. ყველას, ვისაც მსოფლიო ლიდერები და სხვა პოლიტიკოსები მობეზრდა, ეკვადორზე ჩადიან. აქ აქტივისტები სხვადსხვა პოლიტიკოსების გამოსახულებებს წვავენ... გულს იოხებენ და მშვენიერი ახალი წელი უთენდებათ.


მსგავსი სიახლეები:
  • Saaxalwlo Sachuqrebi Evropashi / საახალწლო საჩუქრები ევროპაში
  • Grinchi (qartulad)/ გრინჩი (ქართულად)
  • Gamogonebebi / გამოგონებები
  • Saaxalwlo sufra 2012/ საახალწლო სუფრა 2012
  • Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები
  • Es Sainteresoa / ეს საინტერესოა
  • Rogor Gadanawilda MTV jildoebi / როგორ გადანაწილდა MTV-ს ჯილდოები
  • Saintereso Faqtebi II / საინტერესო ფაქტები II
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა