Qalishvilobis Dakargva / ქალიშვილობის დაკარგვა

Qalishvilobis Dakargva / ქალიშვილობის დაკარგვა



ადამიანმა ქალიშვილობა შეიძლება დაკარგოს ნებაყოფლობით ან არანებაყოფლობით (მაგ. გაუპატიურების შემთხვევაში). ტერმინი ქალიშვილით მოიხსენიება სექსუალურად გამოუცდელი ქალი. ქალიშვილობის დაკარგვა ჰეტეროსექსუალური კავშირის დროს ხდება ვაგინალური სექსის დროს, თუმცა სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს შორის ქალიშვილობაში შეიძლება მოიაზრებოდეს ნებისმიერი საეობის სექსში გამოუცდელობა.

ქალიშვილობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს არასდროს ჰქონია სექსუალური კავშირი. ქალიშვილობის არსებობა და მისი შეფასება დამოკიდებული იმ კულტურაზე, საზოგადოებაზე, კანონმდებლობაზე, რომლისთვისაც განვიხილავთ ქალიშვილობის ცნებას. ქალიშვილობაში, როგორც უბიწოებაში, ტრადიციული გაგებით მოიაზრება სექსუალური თავშეკავება ქორწინებამდე, ხოლო ქორწინების შემდეგ მხოლოდ ერთ სექსუალურ პარტნიორთან(მეუღლესთან) სექსი.

ქალიშვილობის საწინააღმდეგო ტერმინად ხშირად მოიაზრებენ ქორწინებამდელ სექსს, ამ ორ მოვლენას საზოგადოება განსხვავებულად ხვდება, არსებობს კულტურები სადაც ნეიტრალური დამოკიდებულება არსებობს ქორწინებამდელ სექსს და ქალიშვილობის მიმართ. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო შეხედულებებიც. ქალიშვილობის ცნება ხშირად განხილულია რელიგიურ და მორალურ ჭრილში.

ქალიშვილობა მრავალ კულტურაში მნიშვნელოვან მორალურ ფასეულობას წარმოადგენს. მათ შორის საქართველოში. ქალიშვილობის დაკარგვას ჰქვია დეფლორაცია, ზოგჯერ მას ქალიშვილობის ჩაბარებას, ქალიშვილობის მიცემას და დაკარგვას ეძახიან.

მრავალ კულტურაში მიაჩნდათ, რომ ქალიშვილობის დაკარგვა დაკავშირებულია პიველ საქორწინო დღესთან. მიაჩნიათ, რომ ადამიანი ამ დღეს ემშვიდობება ქალიშვილობას და მის სიმბოლური ნიშნად აცვიათ თეთრი საქორწინო კაბა. მათი რწმენით ქალიშვილობას ქალი საჩუქრად უძღვნიდა თავის ქმარს და გადასცემდა მას ქორწინების პირველ ღამეს. ასეთ პოპულაციებში იმდენად მნიშვნელოვანია ქალიშვილობ, რომ ქალიშვილები ერიდებიან ყველანაირი ნივთის საშოში მოთავსებას. მაგ. ტამპონები, სამედიცინო მნიშვნელობის სანთლები, სექს-სათამაშოები და ა.შ. ერიდებიან იმ სამედიცინო მანიპულაციას, რომელსაც შეხება აქვს საქალწულე აპკთან. ზოგ შემთხვევაში, კი ის ქალები, რომლებიც არ არიან ქალიშვილები და აქვთ სექსუალური გამოცდილება, მიმართვენ ჰიმენოპლასტიკას და აღიდგენენ საქალწულე აპკს, რათა დამალონ საკუთარი სქესობრივი გამოცდილება.

ზოგიერთ კულტურაში იმდენად გავრცელებულია ქალიშვილობის ინსტიტუტი, რომ ქალი, რომელიც არ არის გათხოვილი და ქალიშვილობას დაკარგვას შეიძლება განდევნონ ან დასაჯონ ამისთვის. ან მოხვდეს საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ და იყოს სტიგმატიზირებული. ასეთ საზოგადოებებში ქორწინებამდე ქალიშვილობის დაკარგვა ითვლება დიდ სირცხვილად, მორალურ და ზნეობრივ გახრწნილებად. გარკვეულ კულტურებში კი(განვითარებულ სახელმწიფორბში, ე.წ. დასავლური სამყარო) ქორწინებამდე სექსუალური თავშეკავება და ქალიშვილობის ინსტიტუტი არ არის ფასეული და ზოგან პირიქით უარჰყოფილია.

ზოგან ქალიშვილობა შეიძლება იყოს ვაჭრობის საგანი, ანუ შესაძლებელია მისი ყიდვა, მაგალითად იაპონიაში, გეიშებთან, ამ მოვლენას Mizuage -(ის მდგომარეობა როდესაც გეიშის შეგირდი მზადაა დაკარგოს ქალიშვილობა და გახდეს ნამდვილი გეიშა) ჰქვია.

ზოგი ქალიშვილი საჯაროდ ჰყიდის თავის ქალიშვილობას, მაგ 2004 წელში ბრისტოლის უნივერსიტეტის ლესბოსელმა სტუდენტმა განაცხადა, რომ საკუთარ ქალიშვილობას გაყიდდა 8 400 ევროდ. 2008 წელს 20 წლის იტალიელმა მოდელმა რაფაელა ფიკომ (Raffaella Fico) საკუთარი ქალიშვილობა 1 მილიონ ევროდ შეაფასა.

ქალიშვილობის დამტკიცება- არსებობს საზოგადოებები სადაც აუცილეელია ქალიშვილობის დამტკიცება მაგ. ქორწინების წინ. ამ დროს საზღვრავენ საქალწულე აპკის მთლიანობას. ან მის არსებობას. ამის შეფასება ხდება ექიმების მიერ, რომელთაც აქვთ სპეციფიური „სერთიფიკატი“ აგრეთვე, ქალიშვილობის შეფასებას ახდენენ სქესობრივი აქტიშ შემდგომ სისხლდენის არსებობით.

ქალიშვილობა ყოველთვის ნებისმიერ საზოგადოებაში მეტად მნიშვნელოვანია ქალერბისთვის ვიდრე კაცების „ქალიშვილობა“. თუმცა ისლამურ ქვეყნებშ ყურან კრძალავს ქორწინებამდე სექსს მამაკაცებშიც და ქალებშიც. აგრევე ქრისტიანული რელიგია ყველანაირ სექსს ქორწინების გარეშე ცოდვად თვლის. იმ საზოგადოებებშიც კი, სადაც ქალიშვილობის ინსტიტუტი მძლავრადაა, იქ მამაკაცებს არ მოეთხოვებათ ქორწინებამდე „უბიწოება“ . პირიქით მამაკაცებში სექსუალური გამოცდილება კარგ ტონად აღიქმება თანატოლებს შორის. Guttmacher- ის კვლევით ბიჭების აბსოლიტურ უმრავლესობას 20 წლისთვის უკვე აქვს სექსუალური გამოცდილება.


მსგავსი სიახლეები:
  • 5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მა ...
  • Seqsi eXtremalur Adgilebshi / სექსი ექსტრემალურ ადგილებში
  • Manqanashi Sexi Dasjadi Ar aris / მანქანაში სექსი დასჯადი არ არის
  • „რუსი ბოზის ჩაცმულობა“ – ქართველი ქალების ჩაცმის სტილი?
  • Shidsi / შიდსი
  • Nikolo Makiaveli / მაკიაველი ნიკოლო დი ბერნარდო (1469-1527)
  • Qalis Orgazmis Saidumlo / ქალის ორგაზმის საიდუმლო
  • დალტონიზმი / Daltonizmi
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა