Siyvarulis Saidumloebebi Tavis tvinshi / სიყავრულის საიდუმლოებები თავის ტვინში

Siyvarulis Saidumloebebi Tavis tvinshi / სიყავრულის საიდუმლოებები თავის ტვინში



მეცნიერთა აზრით, ყველაზე რომანტიკული სიყვარული 4 წელიწადზე მეტხანს არ გრძელდება


სიყვარულის საიდუმლო
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს 8 წამი სჭირდება, რომ შეუყვარდეს. ბრიტანელ მეცნიერთა მტკიცებით, სიყვარულის გრძნობა არა უმეტეს 4 წელიწადს გრძელდება და პრაქტიკულად, ერთგვარ "გონებრივ" შერყევას წარმოადგენს! მეცნიერმა ხეორხინა მონტემაიორ ფლორესმა განაცხადა, რომ სიყვარულის პირველი ფაზა თავის ტვინში განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებით ხასიათდება. ისინი თავის ტვინშივე ყალიბდება და ნეირონებში კონცენტრირდება, რის შემდეგაც აქტიურდება თავის ტვინის შემდეგი ნაწილები: ნუშურა, თალამუსი, ჰიპოთალამუსი და ჰიპოკამპი. თავის ტვინის ეს ნაწილები ადამიანის ემოციებზეა პასუხისმგებელი. მარტივად თუ ვიტყვით, შეყვარებულ ადამიანს თაყვანისცემის ობიექტის გარდა ფიქრი სხვა აღარაფერზე შეუძლია!
გარდა ამისა, კვლევების შედეგების თანახმად, მონტემაიორი ამტკიცებს, რომ თვით ყველაზე რომანტიკული და ძლიერი სიყვარულის გრძნობაც შეუძლებელია გაგრძელდეს 4 წელიწადზე მეტხანს. ამის მიზეზი კი ადამიანის ანატომიური აგებულებაა! მისი თქმით, ფიზიოლოგიურად "შეყვარებულობა" ფაქტობრივი აკვიატების მდგომარეობაა, უფრო ზუსტად, სამეცნიერო ენაზე,“ფსიქიკის ობსესიურ-კომპულსური დარღვევის ტიპი.
მეცნიერთა დასკვნით, ყველაზე ძლიერი გრძნობა ადამიანს შეუძლია სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ განიცადოს! ეს სწორედ ის გრძნობაა, რასაც "ნამდვილ სიყვარულს" უწოდებენ. ყველა მომდევნო "სიყვარული" კი მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ლტოლვა ან ბანალური მიჩვევაა.
მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ სიყვარული კონტროლს არ ექვემდებარება, რადგან სიყვარულის სტადიაში ქიმიური შენაერთები თავის ტვინში მათზე დამოკიდებულების განვითარებას იწვევს და ანალიტიკური მონაცემები ძლიერი წყურვილისა და შიმშილის მდგომარეობის ანალოგიურია...”


მსგავსი სიახლეები:
  • Narkomania / ნარკომანია
  • Siyvaruli / სიყვარული
  • Zura Saluqvadze - Dge Gatenda Siyvarulis / ზურა სალუქვაძე – დღე გათენდა სიყ ...
  • Sikvdilis Saidumlo / სიკვდილის საიდუმლო
  • Qalis Orgazmis Saidumlo / ქალის ორგაზმის საიდუმლო
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა